კომბიუტერული სამყარომთავარისიახლეები

ახალი თაობის სათამაშო ლეპტოპი HP OMEN სერიისგან

დღეს HP-მ წარადგინა ახალი სათამაშო ლეპტოპი ‘’HP OMEN 15’’ რომელიც ბაზარზე ღირსეულ კონკურენციას გაუწევს Razer-ს, Gigabyte-ს, Lenovo-ს, Asus-ს და სხვა მსხვილ სათამაშო ლეპტოპების მწარმოებელ ბრენდებს.

აქვე მინდა გითხრათ, რომ OMEN-ის ხაზი გამოირჩევა როგორც მაღალი ხარისხით და დაწვეწილობით, ასევე ძლიერი მონაცემებით

ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ამ მოდელის განხილვაზე , პირველ რიგში აშკარაა, რომ HP-მ ბევრი იმუშავა დიზაინის გაუმჯობესებაზე, რადგან წინა თაობასთან განსხვავებით შემცირებულია ეკრანის ჩარჩოები ასევე 5%-ით შემცირებულია სისქეში, შესაბამისად შედარებით უფრო ლამაზად და კომფორტულად გამოიყურება.

ახალი HP OMEN-ი აღჭურვილია ინტელის 6 ბირთვიანი მერვე თაობის მეშვიდე სერიის პროცესორით ‘’Intel Core i7-8750H’’, ვიდეო ბარათად წარმოდგენილია NVIDIA-ს ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი GTX 1070 Max-Q 6GB VRAM, ხოლო ოპერატიული მეხსიერება 32 გიგაბაიტი, რაც შეეხება შიდა მეხსიერებას იგი მოიცავს 1 ტერაბაიტიან ორმაგ PCle NVMe SSD-ს, ასევე არ შეიძლება არ აღინიშნოს ეკრანის პარამეტრები რომელიც დამოკიდებულია თქვენ არჩევანზე და ბიუჯეტზე პირველი გახლავთ Full HD 1080p 144ჰერცზე, ხოლო მეორე 4K 60 ჰერცზე.

აქვე დავამატებ, რომ ამ მოდელის ყიდვას თუ გადაწყვეთ თქვენ გაქვთ ფართო არჩევანი, როგორც განსხვავებული მონაცემების კომბიცანიით ისე ფასის , ყველაზე დაბალფასიანი მოდელის გახლავთ 979$ და იზრდება 2000$-მდე, როგორც ავღნიშნე განსხვავებული მონაცემების ხარჯზე.

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close