მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

ახალი Samsung Galaxy A7 ოფიციალურად გამოვიდა: მსოფლიოში პირველი საშუალო კლასის სმარტფონი 3 მთავარი კამერით

Samsung-მა ახალი საშუალო კლასის სმარტფონი Galaxy A7 ოფიციალურად გამოუშვა და ის პირველი საშუალო კლასის სმარტფონია, რომელსაც 3 მთავარი კამერა აქვს. მასში ვხდებით 6 დიუმიანი FHD+ რეზოლუციის Super AMOLED ეკრანს, Exynos-ის 8 ბირთვიან პროცესორს 2.2 გიგაჰერც სიხშირით, 4 და 6 გიგაბაიტიან ოპერატიულ მეხსიერებას, 64 და 128 გიგაბაიტიან შესანახ მეხსიერებას, 3300 მილიამპერიან ბატარეას, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიულ სკანერს გვერდზე პანელზე და Android 8.0 ოპერაციულ სისტემას.

უკანა პანელზე 3 მთავარი კამერა არის წარმოდგენილი! 24 მეგაპიქსელიანი F1.8 დიაფრაგმიანი ლინზებით, 8 მეგაპიქსელიანი ულტრა ფართხო ხედვის კუთხის ლინზებით და 5 მეგაპიქსელიანი პორტრეტის რეჟიმისთვის. სმარტფონი ღამის რეჟიმისთვის პიქსელების შეკუმშვის ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც გულისხმობს პიქსელების ზომის გაზრდას მეგაპიქსელების შემცირების ხარჯზე. წინა კამერაც 24 მეგაპიქსელიანი გახლავთ, რომელსაც კომპანიონობას LED განათება უწევს.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close