Androidმთავარიმობილური სამყაროოპერაციული სისტემასიახლეები

გაინტერესებთ, როდის მიიღებს თქვენი სმარტფონი Android 9 Pie სისტემურ განახლებას?-ინფორმაცია ყველა ბრენდზე

Google-მა რამდენიმე თვიანი “ბეტა” ტესტირების შემდეგ უკვე რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად ჩაუშვა Android 9 Pie სისტემა და თავისი ოთხივე სმარტფონი ოფიციალურად განაახლა იმავე დღეს. იმავე დღეს ასევე განაახლა თავისი ერთადერთი სმარტფონი Essential-მაც.

აღნიშნულ სტატიაში გაგაცნობთ ოფიციალურ და არაოფიაციალურ სმარტფონების სიას, რომლებიც მიიღებენ Android 9 Pie სისტემურ განახლებას. შეგახსენებთ, რომ “ბეტა” ტესტირებაში მონაცილებას ღებულობდნენ და განახლდნენ შემდეგი სმარტფონები: Google Pixel, Google Pixel XL, Google Pixel 2. Google Pixel 2 XL, Essential Phone, Sony Xperia XZ2, Nokia 7 Plus, OnePlus 6, Xiami Mi Mix 2s, Vivo X21UD და Oppo R15 Pro.

რადგან Google-ის და Essential-ის სმარტფონებმა უკვე მიიღეს განხლებები, შესაბამისად ჩამონათვალს სხვა ბრენდებზე გავაკეთებ.

SONY: ოფიციალური

მიუხედავად იმისა, რომ Sony-ს ახალი ფლაგმანური სმარტფონი მსოფლიოში პირველი იქნება, რომელსაც ყუთიდანვე Android 9.0 Pie სისტემა ექნება, უკვე არსებულ სმარტფონებზე განახლება ნოემბრამდე გადასწია და ალბათ ამის მიზეზი ახალი სამომხმარებლო ინტერფეისია, რომელიც Xperia-ს დეველოპერებმა უკვე დაანონსეს.

თავდაპირველად ნოემბერში განახლება ფლაგმანურ “XZ” სერიაზე დაიწყება და პირველად XZ2 სერია განახლდება, წლის ბოლომდე კი დანარჩენი XZ სმარტფონები. XZ სერიისს რული სია, რომლებიც განახლებას მიიღებენ, ასე გამოიყურება: Xperia XZ2, Xperia XZ2 Premium, Xperia XZ2 Compact, Xperia XZ1, Xperia XZ1 Compact და Xperia XZ Premium.

საშუალო კლასის პრემიუმ სერიის სმარტფონები Xperia XA2, Xperia XA2 Ultra და Xperia XA2 Plus განახლებას 2019 წლის დასაწყისში მიიღებს.

SAMSUNG: არაოფიციალური

მიუხედავად იმისა, რომ Samsung-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, რადგან ფლაგმანურ სმარტფონებზე 2 და საშუალო კლასის სმარტფონებზე 1 წლიანი განახლების გეგმა აქვს, შესაბამისად ახალ სისტემას მიიღებს შემდეგი სმარტფონები: Galaxy S8, Galaxy S8+, Galaxy Note 8, Galaxy S9, Galaxy S9+, Galaxy Note 9, Galaxy S Light Luxury, Galaxy A8 Star(Galaxy A9 Star), Galaxy A6 (2018), Galaxy A6+ (2018), Galaxy A8 (2018) და Galaxy A8+ (2018).

NOKIA: ოფიციალური

სმარტფონების ბაზარზე თითქმის 2 წლიანი წარმატებით დაბრუნების შემდეგ Nokia ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი Android სმარტფონების მწარმოებელი ბრენდი გახდა, განსაკუთრებით ბოლო განცხადების შემდეგ, რომელიც გულისხმობს Nokia-ს ყველა არსებული სმარტფონის განახლებას Android 9.0 Pie სისტემით, ბიუჯეტური სმარტფონების ჩათვლით. მსგავსი გადაწყვეტილება ჯერ არცერთ ბრენდს მიუღია და სავარაუდოთ არც აპირებენ. განახლება სექტემბრიდან დაიწყება.

OnePlus(Oppo-ს ქვე-ბრენდი): ოფიციალური

განახლებების მხრივ ყველაზე მეგობრული ბრენდი OnePlus აღმოჩნდა, რომელიც თავის 2016 წლის სმარტფონებსაც “3 და 3T”-საც განაახლებს Android 9 Pie სისტემით. განახლებას წლის ბოლომდე ასევე მიიღებს 5, 5T და 6.

HTC: ოფიციალური

ყველაზე არამეგობრული ბრენდი სისტემური განახლებებით შეიძლება HTC ჩაითვალოს, რადგან ის მხოლოდ 4 სმარტფონს განაახლებს და აქედან მხოლოდ ერთი არის საშუალო კლასი. განახლებას მიიღებს U11, U11 Plus, U12 Plus და U11 Life(მხოლოდ AndroidOne ვერსია).

HUAWEI: ოფიციალური

მიუხედავად იმისა, რომ Huawei განახლებების მხრივ არ გამოირჩევა, აქ დიდი სიახლეა და ახალი სისტემის განახლებები სექტემებრში დაიწყება ფლაგმანური სერიის სმარტფონებზე, ხოლო ბიუჯეტური და საშუალო კლასის სმარტფონები განახლებებს არ მიიღებენ. განახლებას მიიღებს Huawei-ს შემდეგი სმარტფონები: P20, P20 Pro, P20 Lite, Mate 10, Mate 10 Pro, Mate 10 Lite.

Honor(Huawei-სქვე-ბრენდი): არაოფიციალური

Honor-ის სმარტფონებზე Android 9 Pie სისტემა მხოლოდ ორ მოდელზე View 10 და 10-ზე იტესტება, შესაბამისად სხვა მოდელზე განახლებას არ უნდა ველოდოთ.

LG: არაოფიციალური

მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონების ინდუსტრიაში LG ნაკლებად აქტიურობს, ფლაგმანურ სმარტფონებზე მაინც მოუწევს განახლების გაკეთება, რადგან მომხმარებლები საერთოდ არ დაკარგონ. განახლებას უნდა ველოდოთ G6, G7, V30 და V35-ზე.

Motorola: ოფიციალური

მას შემდეგ, რაც Motorola-ს სმარტფონების ბიზნესი Lenovo-ს ხელში აღმოჩნდა, განახლებების გამოსვლაც შენელდა, თუმცა ბოლო წელს გამოშვებული ფლაგმანური და საშუალო კლასის შემდეგი სმარტფონები აუცილებლად მიიღებენ განახლებას: Z3, Z3 Play, Z2, Z2 Force, X4, G6, G6 Play და G6 Plus.

Xiaomi: არაოფიციალური

მიუხედავად იმისა, რომ Xiaomi-ს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია განახლებებზე, რადგან ფლაგმანურ სმარტფონებზე 2 წლიანი და საშუალო კლასის სმარტფონებზე 1 წლიანი განახლების გეგმა აქვს, მარიტივი მისახვედრია რომელი სმარტფონები მიიღებენ განახლებას და ესენია: Mi Mix 2, Mi Mix 2S, Mi6, Mi8, Mi A2, Black Shark, Pocophone F1, Redmi Note 5, Mi 8 SE, Mi A2 Lite და Mi 8 Explorer

VIVO(Oppo-ს ოჯახის წევრი ბრენდი): არაოფიციალური

Vivo X21UD-ზე უკვე შესაძლებელია Android 9 Pie სისტემის დაგემოვნება, თუმცა ასევე უნდა ველოდოთ სხვა მოდელებზეც განახლებას და ესენია: X21, Z1, V9, X21i, NEX A და NEX S

OPPO: არაოფიციალური

R15 Pro პირველი მოდელია, რომელმაც განახლება უკვე მიიღო, თუმცა განახლებას ასევე უნდა ველოდოთ შემდეგ მოდელებზეც: R15, R17, R17 Pro, Realme 1, F9 Pro და Find X

სხვა

სმარტფონები, რომლებიც ნაკლებად პოპულარულია, მაგრამ განახლებას მიიღებენ! ესენია: Razer Phone, Asus Rog Phone, Asus Zenfone 5z. Lenovo Z5, Meizu(15, 15 Plus, 16, 16 Plus), BlackBerry(Motion, Kay2, Evolve და Evolve X), ZTE Nubia Z18 Mini და Nubia Red Magic.

აღნიშნული სტატია ყოველდღიურად განახლდება! ყურადღებით ადევნეთ თვალი სტატიას, იქნებ მალე თქვენი სმარტფონიც იხილოთ სიაში. 🙂 თუმცა, სია მაქსიმალურად კორექტულია.

 

 

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close