კვირისმობილური მოწყობილობებისთვისსიახლეებიტექსტური

განახლებული AirPods 2-ი Bluetooth 5.0-თა და ახალი ბიომეტრიული სენსორებით

ბოლო ექვსი თვის მანძილზე, ინტერნეტ სივრცეში Apple AirPods 2-ის გამოსვლასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა. საუბარი იყო ყურსასმენების წყალგამძლეობასა და ხმის ჩამხშობ ტექნოლოგიაზე. თუმცა, არცერთი მახასიათებელი ოფიციალურად არ დასტურდებოდა. გუშინ წინ მივიღეთ სულ სხვა სურათი, კერძოდ, AirPods 2-მა გაიარა SIG Bluetooth სერთიფიცირება. შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ საჭირო პროცედურა პროდუქტის გასაყიდად ჩაშვებამდე, როდესაც რაიმე მოწყობილობა Bluetooth მხარდაჭერით გამოდის.

AirPods 2-ის შესახებ SIG-ის ვებ გვერდზე პირველად MySmartPrice-მა შენიშნა. ეს გახლავთ ინდური საიტი ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ. ისინი არა მხოლოდ ადასტურებენ Apple-ის ახალი თაობის ყურსასმენების არსებობას, არამედ გვაწვდიან გარკვეულ მახასიათებლებსაც. პირველ რიგში, ახალი AirPods 2-ი მიიღებს Bluetooth 5.0-ს, ნაცვლად 4.2 ვერსიისა. 5.0 ორჯერ მეტი მონაცემის გადაცემის საშუალებას იძლევა, ასევე Apple-ის ახალი თაობის ყურსასმენებს კავშირის 50მ-იანი უსადენო დიაპაზონი ექნება და ელემენტის მეტი ხანგრძლივობა.

მეორე თაობის AirPods-ში ყურადღება მისაქცევია Class 10-ი, რომელიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესს. უფრო ვრცლად რომ განვმარტოთ ის მოიცავს, სიჯანსაღეს, ფიტნესს, სავარჯიშოებს, შესაბამის სენსორებს, მონიტორინგს, გულის ცემას, ბიომეტრიული მონაცემების გადაცემასა და ა.შ. მოკლედ, რომ ვთქვათ, ახალი  AirPods 2-ი ორიენტირებული იქნება ჯანსაღი ცხოვრების სტილზე, რომლის კონტროლსაც გაგიწევთ სპეციალურად შემუშავებული სენსორები, რომელიც ყურსასმენებში იქნება მოთავსებული.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close