მთავარი

ექსკლუზივი: Sony Xperia XZ2 Premium-ს ეკრანის სიხშირე 144Hz და OLED ეკრანის მსგავსი MLCD ტექნოლგია

ცოტა უცნაურია, მაგრამ Sony ყველაზე საინტერესო სიახლეებსაც კი თავისი სმარტფონებიდან არ იყენებს მარკეტინგისთვის. ჯერ კიდევ Xperia XZ-ის დროს წარმოგვიდგინა 120 ჰერციანი ეკრანი სმარტფონი. 120 ჰერციანი ეკრანები Sony-ს შემდეგ სმარტფონებში გვხდება: Xperia XZ, Xperia XZ Premium, Xperia X, Xperia X Perfomance, Xperia XZ1, Xperia XZ2, Xperia XZ2 Compact, Xperia XA2, Xperia XA2 Ultra და Xperia XA2 Plus. მარტივად რომ ვთქვა, საშუალო კლასის სმარტფონებზეც მაღალი დონის ეკრანი არის წარმოდგენილი.

Sony თავის უახლეს ფლაგმანურ სმარტფონში Xperia XZ2 Premium-ში 5.8 დიუმიანი 4K რეზოლუციის ეკრანი შემოგვთავაზა დიუმზე 765 პიქსელის სიმჭიდროვით, რასაც არეკლამებს Sony ამ სმარტფონის ეკრანის მახასიათებლებიდანა. შეგახსენებთ, რომ 4K რეზოლუციით Sony-ს გარდა სხვა ბრენდს სმარტფონი არ შემოუთავაზებია, პირველი 2014 წელს იყო Xperia Z5 Premium, შემდეგ 2017 წელს Xperia XZ Premium და წელს Xperia XZ2 Premium.

Xperia XZ2 Premium-ში გარდა 4K რეზოლუციისა, არის მთელი რიგი ინოვაციური ტექნოლოგიები. აღნიშნულ სმარტფონში მსოფლიოში პირველად წარმოდგენილია MLCD ტექნოლოგიის ეკრანი RGBW პიქსელების განლაგებით, მოიხმარს 35%-ით ნაკლებ ენერგიას ვიდრე სხვა ჩვეულებრივი LCD ეკრანები. შეუძლია გათიშოს ანთებული პიქსელები შავ ფონზე და გადმოსცეს უფრო რეალური თეთრი ფერი ვიდრე RGB LCD ეკრანების შემთხვევაში გვხდება, ხოლო კონტრასტი აღემატება 900nit-ს. გარდა ამისა, Sony-მ მოხსნა სმარტფონების ეკრანებში რეკორდი და ამჯერად XZ2 Premium-ში ეკრანის სიხშირე 144 ჰერცია(Hz), რაზეც სხვადასხვა საიტებზე აგვისტოს თვის ბოლოდან ისაუბრებენ სავარაუდოთ.

 

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close