მეცნიერებამთავარიმობილური სამყაროსიახლეები

ზუსტად 45 წლის წინ “მარტინ კუპერმა” შექმნა სამყარო, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ: მტკიცებულება იმისა, რომ “ადამიანის გონებაში წარმოდგენილი ნებისმიერი ფანტაზია რეალობაა”!

თავდაპირველად ტექნოლოგიური სამყაროს ეს ნაწილი იყო უსახური და უდაბური, ცოდნა კუპერისა იძვროდა Motorola-ს კომპანიაში და თქვა კუპერმა, რომ “მე შევქმნი მობილურ ტელეფონს, რომელიც კომფორტული იქნება სატარებლად, მობილური ტელეფონების სამყაროს შექმნის ისტორია 1945 წლიდან იწყება, თუმცა ნათელის და ბნელის გაყრა საკმაოდ ძნელი ამოჩნდა.

1973 წელს ზუსტად 45 წლის წინ და ზუსტად 3 აპრილს დაიწყო ეს ამბავი! მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ Motorola-მ გამოუშვა პირველი კომერციული მობილური ტელეფონი(რომლის გამომგონებელი გახლდათ მარტინ კუპერი) სახელწოდებით  DynaTAC , რომლის ბატარეაც სრულ დამუხტვას 10 საათს ანდომებდა და 30 წუთს ძლებდა საუბრის რეჟიმში. მისი წონა 1.1 კილოგრამს შეადგენდა და ზომაში 9 დიუმს. გაგიკვირდებათ და მისი ფასი საკმაოდ რევოლუციური 3995 ამერიკული დოლარი იყო, რაც 2018 წლის მონაცემებით დაახლოებით 9500 ამერიკული დოლარია.(შეგახსენებთ, რომ ეს გახლდათ პირველი კომერციული მობილური ტელეფონი და მანამდეც არსებობდა არაკომეციული მობილური ტელეფონები, თუმცა მისი შემქნელი Motorola არ გახლდათ).

პირველად ტელეფონი გამოჩნდა 1948 წელს რობერთ ჰაირლაინის ფილმში “კოსმოსური კადეტი”. 1958 წელს ართურ კლარკის ესეში აღწერილია „პერსონალური პატარა და კომპაქტური გადამცემი, რომლის ტარებაც ყველა ადამიანს შეუძლია“. კლარკი წერს: „მოვა დრო, როცა ჩვენ დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეგვეძლება სხვა ადამიანისთვის დარეკვა, უბრალოდ ნომრების აკრეფით“. კლარკის ხედვით, ამ მოწყობილობას ასევე ექნებოდა გლობალური პოზიციონირების სისტემა, ისე, რომ „არასოდეს არავინ აღარ დაიკარგება“. მოგვიანებით, „მომავლის პროფილებში“ მან იწინასწარმეტყველა, რომ მსგავსი მოწყობილობა 1980-იანი წლების შუაში გამოჩნდებოდა.

დღეს, 2018 წლის 3 აპრილს მობილური ტელეფონებში გვხდება შემდეგი მახსიათებლები: Android|iOS ოპერაციული სისტემა, 4-6.5 დიუმის ზომის ეკრანები, 4K რეზოლუციის OLED|AMOLED|LCD|IPS LCD|LTPS|TFT LCD ეკრანები, 4-10 ბირთვიანი ცენტრალური პროცესორი 2-20 ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი, 1-8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 16-512 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, ბატარიის დამუხტვა სრულად 50 წუთის განმავლობაში და მისი ენერგიის გამოყენება 3 დღის გამოვლობაში საშუალო გამოყენების რეჟიმით. ორმაგი, სამმაგი, ხუთმაგი DSLR დონის კამერები 20, 40, 50 მეგაპიქსელიანი სენსორებით. ეს ყველაფერი კი ყველაზე კარგ ვარიანტში შესაძლოა ვნახოთ 6 მილიმეტრის სისქის წყალგამძლე კორპუსში. ჩვენ ასევე ვიხილეთ სრულიად უჩარჩოო და ჰოლოგრამული სმარტფონებიც. 😉

მეგობრებო, ჩვენ წინ კიდევ გველის რევოლუციური ტექნოლოგიები ისეთები, როგორებიც მაქსიმუმ წარმოუდგენიათ ჩვენს გონებას.

დაკავშირებული სტატიები

1 thought on “ზუსტად 45 წლის წინ “მარტინ კუპერმა” შექმნა სამყარო, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ: მტკიცებულება იმისა, რომ “ადამიანის გონებაში წარმოდგენილი ნებისმიერი ფანტაზია რეალობაა”!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close