მთავარიმობილური სამყაროსიახლეებიტექსტურიტექსტური

თუ თქვენ ახალი სმარტფონის შეძენას აპირებთ, გთავაზობთ რეკომენდაციებს ბრენდების და ფასების მიხედვით!

2018 წელს ტოპ სმარტფონების ბრენდებმა უკვე შემოგვთავაზეს თავიანთი სმარტფონები კატეგორიების მიხედვით და ტრადიციულად გთავაზობთ რეკომენდაციებს კატეგორიების ამ ბრენდებიდან ფასის და კატეგორიების მიხედვის, რომელიც გაგიმარტივებთ არჩევანის გაკეთებას და სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

Google

ალბათ უკვე ყველამ იცით ან თუ არ იცით გეტყვით, რომ Google-ი არის Android ოპერაციული სისტემის შემქნელი და მწარმოებელი, მიუხედავად ამისა, 2016 წლამდე საკუთარი ბრენდით სმარტფონებს არ გვთავაზობდა და მხოლოდ ოპერაციული სისტემის განვითარებას უთმობდა მთელს დროს, რადგან Google-ი პრესტიჟული და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია, შესაბამისად არ სურდა საკუთარ სმარტფონში არასრულყოფილი სისტემის შემოთავაზება, როგორც ახლა ამას ჭკვიანი საათების მაგალითზე აკეთებს. 2016 წელს დადგა დრო და შემოგვთავაზა “PIXEL” სერიის სმარტფონები, რომელის საკუთარი ბრენდით წარმოგვიდგინა და აღნიშნული სმარტფონების ოპტიმიზაციით აღფრთოვანებულიც კი დავრჩით.

Pixel 3: ყველაზე ოპტიმალური არჩევანი

Google-ის მესამე თაობის ფლაგმანური სმარტფონი Pixel 3 უკვე ვიხილეთ, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება და თამამად შესაძლებელია 2018 წლის საუკეთესო სმარტფონადაც მოვიხსენიო. ამ უკანასკნელის შემადგენლობაში 5.5 დიუმიანი HDR სერთიფიკატის მქონე 18.9 ფორმატიანი OLED ეკანი გვხდება, რომელსაც წინა პანელზე სტერეო დინამიკები ამშვენებს და ამ ყველაფერთან ერთად ის კომპაქტურ კორპუსში არის მოთავსებული.

რადგან სმარტფონი ფლაგმანურია, შესაბამისად ტექნიკური მახასიათებლებიც ფლაგმანურია, თუმცა აქ არ გვხდება ორმაგი და სამმაგი მთავარი კამერის სისტემა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ Pixel 3-ს რომელიმე კონკურენტი აჯობებს გადაღებაში. უფრო მეტიც, Google-ის კამერის ალგორითმი ზებუნებრივ შესაძლებლობებს მოგვაგონებს, ერთი შეხედვით თითქოს არაფრის მთქმელი კამერა, რომელიც მუდმივად გვაოცებს. კამერისთვის განკუთვნილი 8 ბირთვიანი სპეციალური Visual Core პროცესორი, HDR+ რეჟიმი, Night Sight ღამის გადაღების პარამეტრი და Super Res Zoom ტექნოლოგიით მოახლოებული გამოსახულება, რომელიც არ კარგავს ხარისხს, ეს ყველაფერი Pixel 3-ს საუკეთესო კამერაფონად ხდის, თუმცა სამწუხაროა 4K ვიდეოს გადაღება მხოლოდ 30 კადრით წამში არის შემოთავაზებული და ასევე არ გვხდება Super SloMo ვიდეოს გადაღება, მაგრამ არ არის გამორიცხული ეს ყველაფერი განახლებით დაემატოს.

გარდა იმისა, რომ Google-ის სმარტფონები ყოველთვის პირველი თვეებით ადრე ღებულობს სისტემურ და უსაფრთოების განახლებებს, Pixel 3 უკვე ყველაზე დაცულ სმარტფონად შეგვიძლია ვაღიაროთ, რადგან მასში ახალი ტიპის უსაფრთხოების TITAN-M პროცესორი არის შემოთავაზებული. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ულიმიტო ღრუბლოვანი მეხსიერება, სადაც ხარისხის დაკარგვის გარეშე 2022 წლამდე შეძლებთ ვიდეოებს და ფოტოების ატვირთვას.

Pixel 3-ის საბაზრო ღირებულება 799 ამერიკულ დოლარს შეადგენს, მიუხედავად საკმაოდ მაღალი ფასისა, თუ გავითვალისწინებთ სმარტფონის უპირატესობებს, ნამდვილად არ მოგიწევთ ზედმეტი თანხის გადაყრა. სამწუხაროდ ამ დროისთვის საქართველოში მისი შეძენა ოფიციალურად შეუძლებელია და გირჩევთ გამოიწეროთ Google-ის ოფიციალური საიტიდან.

SAMSUNG

ბრენდი, რომელიც ტრენდს ქმნის Android სმარტფონების სამყაროში და განსხვავებულ სტილს გვთავაზობს, დიახ, ეს ბრენდი Samsung-ი გახლავთ! მიუხედავად იმისა, რომ უაჩარჩოო ეკრანის ტრენდს სხვა ბრენდებიც მიჰყვება, Samsung-ს აქვს ჯერ კიდევ ყველაზე განსხვავებული სერია, რომელიც ბიზნეს კლასის სეგმენტისთვის უკონკურენტოა და ეს Galaxy Note სერია გახლავთ. მოგეხსენებათ Note სერია გამორჩეულია ელექტრონული კალამის მხარდაჭერით(ე.წ. სტილუსით), რომელიც თავად სმარტფონის შემადგენლობაში გვხდება.

Galaxy Note 9: საუკეთესო ბიზნეს კლასის სმარტფონი

აჩარჩოო 6.4 დიუმიანი ეკრანი, სტერეო დინამიკები, სტილუსი ბლუთუზ კონტროლერით, Dex მხარდაჭერა, ორმაგი მთავარი კამერის სისტემა, 10 ნანომეტრიანი ჩიფსეტი, გიგანტური 4000 მილიამპერიანი ბატარეა, უსაფრთოხების KNOX სისტემა და დახვეწილი დიზაინი Note 9-ს ბიზნეს კლასის სეგმენტში უკონკურენტოს ხდის. მისი საბაზრო ღირებულება 1000 ამერიკული დოლარით განისაზღვრება და საქართველოშიც ზუსთად იგივე ფასად არის მისი შეძენა შესაძლებელი.

Galaxy S9: ყველაზე დახვეწილი სმარტფონი

ძნელია სმარტფონის შერჩევის დროს იპოვო კომპაქტური, კომფორტული, პრემიალური, მძლავრი და ტრენდული სმარტფონი Galaxy S9-ის გარდა. 5.8 დიუმიანი ეკრანის მქონე სმარტფონი ძალიან კომფორტულ და კომპაქტურ ზომებში, რა თქმა უნდა იმეორებს ფლაგმანურ მახასიათებლებს, თუმცა მისი ფასი სკმაოდ მაღალ 2200 ლარის ნიშნულს აღწევს, რაც ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის უინტერესო ხდება, თუმცა გული ნუ დაგწყდებათ, საინტერესო სმარტფონებზე ქვემოთ გავაგრძელებ საუბარს.

Galaxy A7 2018: საშუალო კლასის სმარტფონი

რა თქმა უნდა სამმაგი კამერის იდეამ საშუალო კლასის სმარტფონში არ იყოს ის ფაქტორი, რის გამოც Galaxy A7 2018 ამ სიაში შევიყვანე. ძალიან დახვეწილი დიზაინი, კარგი ხარისხის ეკრანი, მძლავრი ბატარეა, საკმაოდ კარგი კამერა და თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი კორპუსის გვერდზე პანელზე 1000 ლარის ფარგლებში ერთ-ერთი საუკეთესოა. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში Samsung-ის საშუალო კლასის და ვიუჯეტური სმარტფონები არ მხიბლავდა, აღნიშნულმა სმარტფონმა ჩემი მოწონება დაიმსახურა.

SONY

ბრენდი, რომლისგანაც ყოველთვის მეტს მოითხოვენ ვიდრე გვთავაზობს, თუმცა რეალურად უნდა მოვითხოვოთ მისგან მეტი, როცა ისედაც საუკეთესო ტექნიკური მახასიათებლებით გვთავაზობს სმარტფონებს? ხშირად Xperia-ს სმარტფონებში დიზაინს იწუნებენ, თუმცა გემოვნებაზე უნდა ვდაობდეთ? მოდი ვნახოთ რეალურად რას გვთავაზობს Sony.

PREMIUM სერია, სადაც უკვე 4 წელია საუკეთესო მახასიათებლებს ვხდებით, მათ შორის 4K რეზოლუციის ეკრანს, რომელიც Sony-ს გარდა სხვა ბრენდში არ გვხდება.

Xperia XZ2 Premium: საუკეთესო ტექნოლოგიების მქონე სმარტფონი

5.8 დიუმიანი 4K რეზოლუციის HDR10 ტექნოლოგიის MLCD ტიპის RGBW პიქსელების განლაგების მქონე ეკრანი. ორმაგი დიდი ზომის სენორის მქონე კამერის სისტემა AUBE ხელოვნური ინტელექტის კამერის პროცესორით, 1 გიგაბაიტიანი DRAM კამერის მეხსიერება, ორივე კამერაზე 7 ლინზიანი სისტემა გვხდება F1.8 და F1.6 დიაფრაგმით, Super SloMo ვიდეოს გადაღება 960 კადრით წამში FHD რეზოლუციით, 4K HDR ვიდეო გადაღება, ISO12800 შუქმგრძნობელობა ვიდეო გადაღებაზე, ISO51200 შუქმგრძნობელობა ვიდეო გადაღებაზე. ფლაგმანური ტექნიკური მახასიათებლები, გაგრილების სისტემა, ვიბრაციის ტექნოლოგია, HiRes აუდიო, სტერეო დინამიკები და სწრაფად განახლებადი სისტემა. სხვა რა უნდა ინატრო ფლაგმანურ სმარტფონში ტექნოლოგიების მოყვარულმა? თუმცა ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი სიამოვნება 1000 ამერიკული დოლარი გახლავთ.

Xperia XZ3: ტრენდული სმარტფონი Sony-სგან

მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელსაც ყუთიდანვე Android 9 Pie ოპერაციული სისტემა აქვს და შემდეგ ვერსიებსაც ყოველთვის პირველი მიიღებს კოკურენტებთან შედარებით, თუ არ გავითვალისწინებთ Google-ს. ფლაგმანური მახასიათებლები, 6 დიუნიამი 18:9 ფორმატიანი QHD რეზოლუციის HDR OLED ეკრანი უჩარჩოო დიზაინით და Edge ტიპის გვერდებით, 19 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა XZ2 Premium-ის მსგავსი მახასიათებლებით, 13 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, ვიბრაციის ტექნოლოგია, AI სამომხმარებლო ინტერფეისი და დახვეწილი დიზაინი. Sony-მ წელს მთავარი აქცენტი და მარკეტინგული გათვლები სწორედ ამ მოდელზე გააკეთა, ფასიც საკმაოდ მაღალ 900 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

Xperia XZ2 Compact: ყველაზე კომპაქტური სმარტფონი

ტექნიკური მახასიათებლებით Xperia XZ3-ის იდენტური სმარტფონი 5 დიუმიანი ეკრანით და მისი საბაზრო ღირებულება სულ რაღაც 450 ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც ფლაგმანური სმარტფონისთვის საკმაოდ მიმზიდველი ფასია.

Xperia XZ2: ერთ-ერთი საუკეთესო სმარტფონი

უახლესი ფლაგმანური სმარტფონის Xperia XZ3-ისგან განსხვავებით ამ მოდელში 5.7 დიუმიანი LCD ეკრანი გვხდება, სხვა ტექნოლოგიებით იდენტური სმარტფონი Sony-სგან ამჯერად 700 ამერიკულ დოლარად არის შემოთავაზებული, რაც მსგავსი დონის სმარტფონებში მისაღები ფასია.

Apple

მიუხედავად იმისა, რომ iPhone-ებში წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გვინახავს, სასიხარულია ის ფაქტი, რომ გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებით iPhone XS იგივე ღირს, რაც ღირდა iPhone X ამ უკანასკნელის გამოსვლამდე და მისი ღირებულება კვლავ 1000 ამერიკული დოლარიდან იწყება, რაც 2018 წლის ფლამანებში სტანდარტული ფასია ტოპ ბრენდებში, რასაც სამწუხაროდ ვერ გავექცევით. მისი უფროსი ძმოლილი XS Max-ც რა თქმა უნდა იმსახურებს ამ სიაში მოხვედრას და თქვენ წარმოიდგინეთ, მიუხედავად იმისა, რომ XR-ში HD რეზოლუციის ეკრანი გვხდება, ის მოლოდინი რაც 750 დოლარის ღირებულების სმარტფონზე უნდა გვქონდეს აღნიშნულ მოდელზეც მართლდება და HD რეზოლუციის ეკრანი საერთოდ არ არის ტრაგედია, თუ გავითვალისწინებთ დაბალ ფასს ფლაგმანური დონის სმარტფონზე. აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ დღეისთვის ყველაზე მძლავრი 7 ნანომეტრიანი ჩიფსეტიც სწორედ აღნიშნულ სმარტფონებზე გვხდება.

Nokia by HMD.

ფინურმა კომპანია HMD Global-მა Nokia-ს ბრენდით სმარტფონების წარმოების უფლება 10 წლით მოიპოვა და რა თქმა უნდა შემდეგაც გაგრძელდება სმარტფონების გამოშვება, ახლა კი საკმაოდ მიმზიდველი სმარტფონების წარმოებით გვანებივრაბს, განსაუთრებით საშუალო კლასის სმარტფონებით ვარ აღფრთოვანებული, რადგან ფასს ზუსტად შეესაბამება ის ხარისხი და მახასიათებლები, რაც აქვს Nokia-ს.

Nokia X7(გლობალურ ბაზარზე 7.1 Plus): საუკეთესო საშუალო კლასის სმარტფონი

პრემიუმ მაღალის ხარისხის შუშის და მეტალის კორპუსი, HDR10 ტექნოლოგიის ეკრანი, ორმაგი ფლაგმანური დონის მთავარი კამერის სისტემა ZEISS ლინზეით, 10 ნანომეტრიანი Snapdragon 710-ის ჩიფსეტი, 4/6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 64/128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, 3500 მილიამპერიანი ბატარეა და Android One პროგრამა. მისი საბაზრო ღირებულება ჩინეთის ბაზარზე 250 ამერიკული დოლარიდან იწყება.

Nokia 7 Plus

ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი სმარტფონი, დახვეწილი მეტალის დიზაინით, მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით, Android One პროგრამით და Project Treble პროგრამით. მისი საბაზრო ღირებულება საქართველოში სულ რაღაც 1100 ლარია.

Nokia 6.1

ფლაგმანური დონის დიზაინი ბიუჯეტურ ფასად, Android One პროგრამით და საკმაოდ მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით, რომლის საბაზრო ღირებულება საქართველოში 700 ლარს შეადგენს.

OnePlus

5 წელია OnePlus-ი ფლაგმანურ სმარტფონს ვგთავაზობს კონკურენტებთან შედარებით ნახევარ ფასში, ახლა კი მან ახალი ფლაგმანი OnePlus 6T შემოგვთავაზა. რადგან ახალი ფლაგმანის შემდეგ წინა ფლაგმანი გაყიდვაში აღარ არის, შესაბამისად თქვენ ვერ შეძლებთ სხვა მოდელის შეძენას ამ ეტაპზე. თუმცა, ყველაზე მძლავრი პერფომანსის მქონე სმარტფონის შეძენა 550 ამერიკულ დოლარად შეგიძლიათ. OnePlus 6T-ს შემადგენლობაში გვხდება 6.41 დიუმიანი AMOLED ერანი, 6/8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 128/256 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, ორმაგი 16+20 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 16 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, 3700 მილიამპერიანი ბატარეა, ეკრანში ჩაშენებული ბიომეტრიული სკანერი, Snapdragon 845-ის ჩიფსეტი სპეციალური გეიმერებისთვის განკუთვნილი სამომხმარებლო ინტერფეისით და Android 9 Pie ოპერაციული სისტემა. იდეალური შემოთავაზებაა ყველა კატეგორიის მომომხმარებლისთვის.

Huawei

ტექნოლოგიების სწრაფ განვითერებაში Huawei ერთ-ერთი მოწინავე ბრენდია და წელს საკმაოდ საინტერესო სმარტფონების შემოგვთავაზა, თუმცა რადგან პრემიუმ კატეგორიის ბრენდშიც მოხვდა, შესაბამისად Huawei-ს სმარტფონების ფასების ეტაპობრივად იმატებს.

Mate 20 სერია: ახალი ტექნოლოგიები

HDR AMOLED ეკრანი, სამმაგი მთავარი კამერა 40 მეგაპიქსელიანი 1/1.7 დიუმიანი გიგანტური სენსორით, 3X ოპტიკური ზუმი, 16 მილიმეტრიანი ლინზები ფართო ხედვისთვის, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი ეკრანში, 4200 მილიამპერიანი ბატარეა ყველაზე სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით, Android სმარტფონებში პირველად 7 ნანომეტრიანი ჩიფსეტი ორმაგი ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი NPU პროცესორით, Android 9 Pie ოპერაციული სისტემა, HiRes აუდიო, სუპერ სწრაფი უკაბელო დამუხტვის და ენერგიის გაზიარების ტექნოლოგია, 6/8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 128/256 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება და მსოფლიოში პირველად ნანო მეხსიერების ბარათის სლოტი. ასეთი ტექნოლოგიებისთვის ალბათ 1000 ევროს გადახდაც არ დაგენანებათ და არც ფასზე დაიწუწუნებთ. მის გეუმერულ ვარიანტში Mate 20X-ში სტილუსსაც ვხდებით, ხოლო Mate 20-ში ბიომეტრიული სკანერი უკან არის განთავსებული, სანაცვლოდ წინა პანელზე შედარებით პატარა ზომის ჭრილი და LCD ეკრანი გვხდება. 

XIAOMI

მიუხედავად იმისა, რომ Xiaomi საკმაოდ წარმატებული კომპანია გახლავთ, რაიმე ტექნიკური მახასიათებლებით ან ინოვაციებით გამორჩეული სმარტფონი ჯერ არ წარმოუდგენია, თუ არ ჩათვლით ხელმისაწვდომი სმარტფონების Pocophone-ების სერიას, რომელიც საშუალო კლასის სმარტფონში ფლაგმანურ ჩიფსეტს გვთავაზობს, ამ შემთხვევაში Snapdragon 845-ს. გარდა ამისა, Pocophone-ის პირველ სმარტფონში F1-ში შემოთავაზებულია ორმაგი 12+5 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერის სისტემა, 4000 მილიამპერიანი ბატარეა და ტრენდული ფორმის დიზიანი, თუმცა ბიუჯეტური პოლიკარბონატის მასალით დამზადებული. მისი საბაზრო ღირებულება 300 ამერიკულ დოლარს შეადგენს და რადგან ამ კატეგორიაში მსგავსი პერფომანსით სმარტფონის მოძიება იშვიათობა გახლავთ, შესაბამისად საუკეთესო სმარტფონების სიაშიც შემყავს. საქართველოში მისი ღირებულება 1000 ლარის კატეგორიაში განისაზღვრება, რაც საკმაოდ მიმზიდველი ფასია.

 

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close