მთავარისიახლეებიტექსტური

კალიფორნიაში Waymo-ს ნება დართეს დაეწყოთ უპილოტო ავტომობილების ტესტირება

ბოლო წლებია აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სვადასხვა კომპანიების მიერ უპილოტო ავტომობილების ექსპლუატაციაზე. Waymo-ს, Alphabet-ის შვილობილ კომპანიას, კალიფორნიის ტერიტორიაზე უფლება მიენიჭა უპილოტო ავტომობილების ტესტირების ჩატარებაზე. ეს გახლავთ პირველი კომპანია, რომელმაც მოიპოვა ნებართვა საზოგადოებრივ გზებზე აღნიშნული ტექნოლოგია გამოეცადა.

Waymo უპილოტო ავტომობილების ტესტირებას კონკრეტულ ლოკაციებზე გეგმავს, ესენია: Mountain View-ი, Sunnyvale-ი, Los Altos-ი, Los Altos Hills-ი და Palo Alto. მათი თქმით, ეს კონკრეტული ადგილები ყველაზე კარგად აქვთ შესწავლილი. თუ კომპანია ეცდება ტესტირებისთვის არეალის გაფართოებას, ისინი აცნობებენ  DMV-ს, (California Department of Motor Vehicles) რათა აიღონ ნებართვა.

კომპანიას ნებადართული აქვს ტესტირება დღისა და ღამის საათებში ჩაატაროს, რომელიც მოიცავს ქალაქის ქუჩებს, სოფლის გზებსა და ავტობანებს, სადაც სიჩქარე ლიმიტირებული იქნება 105 კმ/სთ-მდე. Waymo-ს განცხადებით, მათი ავტომობილები ნისლისა და სუსტი წვიმის პირობებშიც კი თავს გაართმევენ. მათ ასევე თქვეს, რომ ტესტირება ლიმიტირებულ ლოკაციებზე ჩატარდება, რომელიც ზემოთ აღვნიშნე. კომპანიის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ მიღებული გამოცდილებისა და ნდობის მოპოვების შემდგომ, ისინი გააფართოვებენ ლოკაციების არეალს ტესტირების გასაგრძელებლად. ამასთანავე, Waymo ახლოსაა იმ მიზანთან, რომ არიზონაში უპილოტო ტაქსის სერვისი წარადგინოს. მძღოლის გარეშე მოძრავი მინივენები მოემსახურება მომხმარებელს.

კალიფორნიამ, ჯერ კიდევ 2 აპრილს დაიწყო განაცხადების მიღება უპილოტო ავტომობილების ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით. ამით მათ კარი გაუხსნეს კომპანიებს, რათა აღნიშნული ტექნოლოგია ფართოდ გამოყენებადი გახდეს. ახალი წესების თანახმად, ნებადართულია უპილოტო ავტომობილებს არ ჰქონდეთ საჭე, ფეხის პედლები, სარკეები და რა თქმა უნდა ადამიანი მძღოლის სახით. დღესდღეობით, DMV-სგან ლიცენზია აქვს აღებული 60 კომპანიას, რომელიც ტესტავს 300-მდე უპილოტო ავტომობილს. შეჯახების შემთხვევისას, კომპანიამ DMV-ს 10 დღის მანძილზე უნდა აცნობოს მომხდარზე და ყოველწლიური რეპორტინგი აწარმოოს.

 

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close