მთავარისიახლეები

კაპიტალიზმი-აკრძალულია იმპერიალისტური iPhone, შეიძინე Samsung!: თურქეთმა ამერიკას სავაჭრო ომი გამოუცხადა!

თურქეთში დაკავებული პასტორის მიზეზით დონალდ ტრამპა თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს სანქციები დაუწესა, რადგან მიიჩნევს, რომ ენდრიუ ბრანსონი უდანაშაულოა და მის გათავისუფლებას მოითხოვს. თურქეთი პასტორს ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასთან კავშირის ბრალდებით ასამართლებს. გარდა ამისა, ადგილობრივმა ვალუტამ(თურქეთის “ლირა”) 40%-ით დაკარგა ღირებულება(ვიდრე იყო წლის დასაწყისში) და რა თქმა უნდა ამ შედეგებით თურქეთის მთავრობა არ არის კმაყოფილი. ინფლაციის თავიდან ასაცილებლად ერდოღანმა და მისმა თანამემამულეებმა თავდაპირველად  მოსახლეობას რჩევა მისცეს, რომ უცხოური ვალურა ეროვნულ ვალუტაში გადაეცვალათ, თუმცა ამან უარესად იმოქმედა ლირაზე და ახლა მოსახლეობა მაქსიმალურად ცდილობს ლირა გადაცვალონ დოლარში და ევროში, რადგან შესაძლოა ლირა კიდევ უფრო გაუფასურდეს და მოსახლეობაც შესაბამის გადაწყვეტილებებს ღებულობს.

ერთოღანი თურქეთის მოსახლეობისგან მოითხოვს, რომ ამერიკული ბრენდის სმარტფონები(iPhone-ები) ჩაანაცვლონ Samsung-ით ან Venus-ით, ეს უკანასკნელი Vestel-ის ქვე-ბრენდია, რომელიც საკმაოდ წარმატებული და ხარისხიანი პროდუქტით გამოირჩევა, პოპულარულია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

ერდოღანი: აკრძალულია იმპერიალისტური iPhone, შეიძინე Samsung!

 

 

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close