ბლოგიმეცნიერებასიახლეებიტექსტური

მალე სოლარული პანელები ჩვენს სახლებს გააგრილებს!

დღესდღეობით უკვე ძალიან ბევრი ადამიანი აყენებს საკუთარი სახლის სახურავზე სოლარული სისტემის პანელებს. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული პანელები გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და იმუხტება მზის სხივებით. ხოლო ახლა მეცნიერებმა შექმენს მოწყობილობა, რომელიც ორ ტექნოლოგიას ერთმანეთთან აერთიანებს. ჯერ-ჯერობით არსებობს პროტოტიპი, თუმცა სამომავლოდ აუცილებლად გახდება ფართოდ გამოყენებადი.

ზოგადად, სოლარული პანელი მზის სითბოს გარდაქმნის ენერგიად, თუმცა ახალი გამოგონების შემთხვევაში საქმე პირიქითაა: ეს არის რევერსული პროცესი, სახელწოდებით რადიაციული გაგრილება, რომლითაც შთანთქმული სითბო ისევ ატმოსფეროში ბრუნდება.

ყველა ობიექტი ინფრაწითელი რადიაციის ხარჯზე კარგავს სითბოს, რომელიც ადამიანის თვალისთვის უხილავია. ჩვეულებრივ, ატმოსფერო ამ სითბოს უკან გზავნის, მაგრამ გარკვეული ინფრაწითელი ტალღები, ჩვენამდე მოღწევის ნაცვლად, შესაძლოა ისევ სივრცეში გავრცელდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ მატერიები გამოსცემენ ტალღებს, რომელიც გარშემო ტემპერატურასთან შედარებით გრილად გარდაიქმნება.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ, ერთ დღესაც ეს მეთოდი გამოყენებადი გახდება შენობების გასაგრილებლად. შესაბამისად, კონდიციონერების მიერ გამოყოფილი საზიანო ნივთიერებების სუნთქვა აღარ მოგვიწევს. ფაქტი ისაა, რომ აღნიშნული მოწყობილობის მიზანი არაა კომერციალიზაცია და გასაყიდად ჩაშვება. აქცენტი კეთდება სოლარული ბადეების უფრო ეფექტურ დანიშნულებასა და გამოყენებაზე.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close