მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

მოდით ერთად ვნახოთ რა გველოდება საუბილეო Samsung Galaxy S10-ში!

Samsung-ის “S” სერიის სმარტფონები ფლაგმანური და ყველაზე პოპულაურია არამხოლოდ აღნინშულ ბრენდში.თებერვალში Galaxy S10-ის სხვადასხვა ვერსიებთან ერთად საუბილეო სმარტფონსაც ვიხილავთ, რომელიც ექსპერტების ანალიზით სმარტფონების ბაზარზე თამაშის წესებს შეცვლის, მაგრამ მოდის ვნახოთ თამაშის წესებს ნამდვილად შეცვლის თუ არა ის მახასიათებლები, რაც უკვე ვიცით.

ვარიანტები

Galaxy S10-ის 4 ვარიანტს ვიხილავთ! Lite ვერსიას, რომელიც ფლაგმანური მახასიათებლებით იქნება, თუმცა თავის უფროს ძმებთან შედარებით ხელმისაწვდომ ფასად, სტანდარტულ ვერსიას და “+” ვერსიას, ხოლო საუბილეო სმარტფონი “Beyond X” პროექტით არს ცნობი და სავარაუდოთ ბაზარზე კომერციული სახელი Galaxy S10 X ან Galaxy SX იქნება.

 

ჩიფსეტი

Samsung-მა თავისი ფლაგმანური ჩიფსეტი Exynos 9820 უკვე წარმოგვიდგინა, თუმცა კონკურენტების 7 ნანომეტრიანი ტექნოლოგიისგან განსხვავებით აღნიშნულს 8 ნანომეტრიანი ტექნოლოგია აქვს, რამაც შესაძლოა ბაზარზე მომხმარებლების ინტერესის დაკარგვა გამოიწვიოს. ამის გათვალსიწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ საუბილეო სმარტფონში Qualcomm-ის 7 ნანომეტრიან ჩიფსეტს გამოიყენებს, ამ უკანასკნელმა წელს მოახერხა ყველაზე მძლავრი ჩიფსეტი შეექმნა.

მეხსიერება

Samsung-საც და Qualcomm-საც უკვე აქვთ თავიანთ ჩიფსტებზე უნივერსალური შესანახი მეხსიერების UFS3.0-ის მხარდაჭერა, რაც სმარტფონის მუშაობას წინამორბედთან შედარებით მნიშვნელოვნად აასწრაფებს(წინა მორბედთან შედარებით 2-ჯერ სწრაფია) წამში 23გბ-თი. რაც შეეხება ოპერატიულ მეხსიერებას, აქაც სიახლე გვევლინება LPDDR5-ის სახით.

მთავარი კამერა

როგორც ირკვევა Lite და სტანდარტულ ვერსიას ორმაგი კამერის სისტემა ექნებათ, თუმცა სხვადასხვა სენსორის კომბინაციით. “+” ვერსიას 3 მთავარი კამერის სისტემა ექნება, საიდანაც ერთი სტანდარტული 12 მეგაპიქსელიანი სენსორი იქნება, მეორე 12 მეგაპიქსელიანი სენსორი ოპტიკური ზუმისთვის იქნება განკუთვნილი და 16 მეგაპიქსელიანი სენსორი ფართო ხედვის კუთხითვის. რაც შეეხება Beyond X პროექტს, მას მეოთხე კამერად ToF სენსორი ექნება დამატებული, რომელიც რეალურ დროში 3D გამოსახულებების გადასაღებად და ჰოლოგრამების შესაქმნელად იქნება გამოყენებადი.;

წინა კამერა

ინსაიდერები ამბობენ, რომ მეოთხე მოდელს სრულიად უჩარჩოო ეკრანი ექნება კამერის რგოლის ჭრილით, რომელიც მარცხენა მხარეს იქნება განთავსებული ზემოთა კიდეში, თუმცა Galaxy S10-ის რომელიღაც ვერსიის ეკრანის დამცავიც გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში, რომელსაც კამერის ჭრილი საერთოდ არააქვს. უნდა ვივარაუდოთ, რომ წინა კამერა ეკრანის ქვეშ არის გათავსებული, რაზეც ჭორები დიდი ხანია ვრცელდება, თუმცა ტექნოლოგიის დახვეწის მიზნით მსავსი ეკრანის გამოსვლა 2020 წლისთვის უნდა გადადებულიყო. ალბათ ბაზარზე მგრძნობიარე კონკურენციამ Samsung-ი აიძულა რაღაც ტექნოლოგიები დაგეგმილზე ადრე გამოეშვა.

ბიომეტრიული სკანერი

დასაწყისშივე გეტყვით, რომ თავლის ბიომეტრიული სკანერი ამოღებული იქნება, თუმცა ვიხილავთ Qualcomm-ის ულტრა მგრძნობიარე ეკრანქვეშა თითის ანაბეჭდის ბიომეტრიულ სკანერს, რომელიც უკვე არსებულთა შორის 30%-ით სწრაფი ქინება, მხოლოდ Lite ვერსიას ექნება თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი გევრდზე პანელზე განთავსებული.

სამომხმარებლო ინტერფეისი

Samsung-ის ამჟამინდელი სამოხმარებლო ინტერფეისი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ნელია Android ბრენდების სმარტფონეს შორის, თუმცა დეველოპერებისთვის განკუთვნილ ღონისძიებაზე ახალი სამომხმარებლო ინტერფეისი One UI შემოგვთავაზა, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებული არის სუფთა Android სისტემასთან და ასწრაფებულიც, რაც Galaxy S10-ის შეძენას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. გარდა იმისა, რომ სისტემური ინტერფეისი შეცვალა, ასევე შეიცვალა Samsung-ის ბრენდირებული აპების დიზაინი, თუმცა სხვა აპლიკაციებსაც მსგავსი ფორმის სკინი დაედება.

აუდიო

რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, Samsung-მა უკვე წარმოგვიდგინა ეკრანში ჩაშენებული სტერეო დინამიკები, შესაბამისად ახალ ფლაგმანში სიახლეს უნდა ველოდოთ, რადგან უჩარჩოო ეკრანის გათვალისწინებით დინამიკების ადგილი სხვაგან აღარ არის. სავაურადოთ ვეღარ ვიხილავთ 3.5 მილიმეტრიან აუდიო ჯეკსაც.

ფერების ვარიანტები

სამომხმარებლო ინტერფეისის გაფერადებასთან ერთად Samsung-ი სმარტფონების მრავალ ფერში წარმოდგენასაც აპირებს, თუმცა მათ შორის ყველაზე მიმზიდველ ვერად ყვითელი და მწვანე შემიძლია აღვნიშნო. გარდა ამ ორი ფერისა, ასევე შემოთავაზებული იქნება გარდამავალი ფერებიც.

5G

ახალი ერა და ტრენდი სმარტფონების სამყაროში, თუმცა აღნიშნული როგორც ინფორმაციები ვრცელდება, მხოლოდ Beyond X პროექტზე იქნება წარმოდგენილი, ხოლო დანარჩან სამ ვერსიას კვლავ სტანდარტული 4G მოდემი ექნება.

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close