მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

ექსკლუზივი: Sony Xperia XZ3-ის რეალური რენდერი

Sony სექტემბერში მხოლოდ ერთ ფლაგმანურ სმარტფონს წარმოგვიდგენს, რომელიც Xperia XZ2 Premium-ის და XZ2-ის ტექნიკური მახასიათებლების შერწყმა იქნება. თუმცა საინტერესო სიახლეებიდან იქნება ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი და Qualcomm-ის X50-ის 5G მოდემი, რომელსაც პირველად სწორედ ამ ახალ ფლაგმანურ სმარტფონზე ვიხილავთ, რომლის კოდური სახელწოდებაც “AKATSURI” გახლავთ.

ბექა ცინცაძემ ექსკლუზიურად Vortex.ge-ისთვის დაამზადა Xperia XZ3-ის ფოტო რენდერები.(იხილეთ ბექას რენდერების Facebook გვერდი)

ახალი ფლაგმანური სმარტფონის შემადგენლობაში იქნება 5.7 დიუმიანი FHD+ რეზოლუციის IPS LCD HDR ეკრანი კორპუსთან 80%-იანი თანაფარდობით, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, Snapdragon 845-ის ჩიფსეტი, 3180 მილიამპერიანი ბატარეა ორმაგი 19+12 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა AUBE პროცესორით და Android P ოპერაციული სისტემა.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close