მთავარისიახლეებიჩიპსეტები

მსოფლიოში პირველი 7 ნანომეტრიანი ჩიფსეტი Huawei Kirin 980 ოფიციალურად გამოვიდა

Huawei ჩიფსეტების წარმოების კატეგორიაში დაწინაურდა და მსოფლიოში პირველად წარმოგვიდგინა 7 ნანომეტრიანი არქიტექტურის მქონე Kirin 980-ის ჩიფსეტი. ჩიფსეტის ცენტრალურ პროცესორს 8 სხვადასხვა კატეგორიის ბირთვი ამუშავებს, აქედან 2 არის მაღალი წარმადობის Cortex A76-ის არქიტექტურის მქონე ბირთვი, 2 საშუალო წარმადობის Cortex A76-ის არქიტექტურის მქონე ბირთვი და 4 დაბალი წარმადობის  Cortex A55-ის არქიტექტურის მქონე ბირთვი. გრაფიკულ პროცესორად შემოთავაზებულია მრავალ-ბირთვიანი Mali-G76, რომელიც წინა თაობასთან შედარებით 46 პროცენტით ენერგო-ეკონომიურია და  178 პროცენტით მძლავრი.

ჩიფსეტზე  მსოფლიოში პირველად ასევე გვხდება LTE Cat 21-ის მოდემი, ორმაგი ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი პროცესორი და LPDDR4x ოპერატიული მეხსიერების ხმარდაჭერა 2133 მეგაჰერც სიხშირით.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close