მთავარისიახლეებისხვასხვა

მსოფლიო ჩემპიონატის პროგნოზი ხელოვნური ინტელექტისგან: იხილეთ გამარჯვებული გუნდი!

როგორც უკვე იცით, ახლა რუსეთში მიმდინარეობს 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი მოვლენა არის, განსაკუთრებით ფეხბურთის სამყაროში. გულშემატკივრებული სპეკულირებენ, თუ რომელი გუნდი მოიგებს ჩემპიონატს, თუმცა ნამდვილი პროგონოზი 100 000 სიმულაციაზე დაყრდნობით ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთა.

სამი სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმით და წინა ტურნირებიდან მიღებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მკვლევართა გუნდი მივიდა დასკვნამდე, რომ მსოფლიო ჩემიონატის გამარჯვებული გუნდი ესპანეთი გახდება.

100 000 სიმულაციის მიხედვით ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოტანილი ანალიზით გუნდების შანსები გახდნენ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულნი, პროცენტულად ასე გადანაწილდა: ესპანეთს შანსი აქვს მოიგოს 17.8 პროცენტით, გერმანიას შანსი აქვს მოიგოს 17.1 პროცენტით, ბრაზილიას 12.3 პროცენტით, საფრანგეთს 11.2 პროცენტით, ხოლო ბელგიას 10.4 პროცენტით.

განსხვავებული სურათი გვაქვს Goldman Sachs-ის ფინანსური გუნდის ხელოვნური ინტელექტის გამოთვლებით! აქ გამარჯვებულად ბრაზილია გვევლინება, რომელსაც ფინალში გერმანია დაუპირისპირდება, ხოლოდ არგენტინა და ესპანეთი საერთოდ გამეთიშებიან თამაშს მეოთხედფინალიდან.

თუმცა, ჩემი აზრით პირველი გამოთვლები უფრო რეალურად გამოიყურება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფორმულა შედგა გუნდების გასული თამაშების მიხედვით და რეიტინგი მათი სიძლიერის მიხედვით გადანაწილდა.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

2 thoughts on “მსოფლიო ჩემპიონატის პროგნოზი ხელოვნური ინტელექტისგან: იხილეთ გამარჯვებული გუნდი!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close