მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

პირველი სმარტფონი 10 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით?

ალბათ გაგიკვირდათ, რატომ არ გაზარდა რომელიმე ბრენდმა საკუთარ ფლაგმანურ სმარტფონში ოპერატიული მეხსიერება და მაქსიმალური ვერსია კვლავ 8 გიგიბაიტი მეხსიერების გვხდება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Asus-მა შეეცადა თავის ფლაგმანურ სმარტფონში გამოეყენებინა 10 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, სამწუხაროდ ვერცერთი ჩიფსეტი აღმოჩნდა 10 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებისთვის თავსებადი, რადგან ოპერატიული მეხსიერების გაზრდა დამოკიდებულია ჩიფსეტის მხარდაჭერაზე, ამ ეტაპისთვის არსებულ Qualcomm-ის ყველაზე მძლავ ჩიფსეტსაც კი მაქსიმალური 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა აქვს.

Asus-ი მზად არის თავის სმარტფონში გამოიყენოს 10 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით, როგორც ინსაიდერი გვარწმუნებს, თუმცა ელოდება ახალ ჩიფსეტს, რომელსაც ამის მხარდაჭერა ექნება და სავარაუდოთ ეს ახალი ჩიფსეტით Qualcomm-ის შემდეგი თაობის ფალგმანი იქნება.

მარტივად რომ აგიხსნათ, ნებისმიერი სმარტფონის ტექიკური მახასიათებლები დამოკიდებულია Qualcomm-ზე, შესაბამისად თუ რაიმე ჭორი გავრცელდა 8 გიგაბაიტზე მეტი ოპერატიული მეხსიერების მქონე სმარტფონზე, ნუ დაიჯერებთ. 🙂

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close