მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

რას უნდა ველოდოთ Samsung Galaxy Note 9-ში?!

მოახლოვდა Samsung-ის ახალი ფლაგმანური სმარტფონის Galaxy Note 9-ის გამოსვლის დროც და მას ივლისის თვეში ვიხილავთ. შევეცდები მოცემულ სტატიაში გაგაცნოთ ყველა სიახლე, რაც აქამდე გავრცელდა აღნიშნული სმარტფონის შესახებ.

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ “Note” სერია “S” სერიისგან ყოველთვის მხოლოდ სტილუსით განსხვავდებოდა, თუმცა გასულ წელს გამონკლისი ფაქტი დაფიქსირდა და Note 8-ში Samsung-მა პირველად შემოგვთავაზა ორმაგი კამერის სისტემა, მაგრამ წელს როგორც ჩანს დაბრუნდა ძველი ტრადიცია და Note 9-ში ზუსტად იმ კამერებს ვიხილავთ, რაც უკვე არსობს Galaxy S9+-ში, თუმცა ექნება რაღაც მინიმალური გაუმჯობესება პროგრამულად ან ტექნიკური სახით, რაც უკეთეს შედეგს მოგვცემს. ასევე არ შეიცვლება ჩიფსეტის შემადგენლობა და კვლავ Exynos 9810 იქნება შემოთავაზებული, ამჯერად 6 გიგაბაიტიან ოპერატიულ და 128 გიგაბაიტიან შესანახ მეხსიერებასთან ერთად შემოთავაზებული იქნება სპეციალური ვერსია 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით და 512 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით.

უკანა პანელზე კამერების განლაგება Note 8-ის მსგავსად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იქნება და ამ კამერების ქვემოთა ნაწილიში იქნება განთავსებული თითის ანაბეჭის ბიომეტრიული სკანერი, რაც შესაძლოა უცნაური ფორმის დიზაინის წინა პირობა გახდეს. დიახ, თითის ანაბეჭდის სენსორი სამწუხაროდ კვლავ უკანა პანელზე იქნება და არა ეკრანში. არ იცვლება დიზაინი, არც ფორმებით და არც ზომებით. რა თქმა უნდა გაგრძელდება სტილუსის მხარდაჭერის ტრადიციაც. ვიხილავთ გაზრდის ბატარიის მოცულბას(3850 ან 4000 მილიამპერს საათში) და Bixby 2.0 ხმოვან ასისტენტს.

გავრცელებული ინფორმაციით, Galaxy Note 9-ში სრულიად იცვლება სამომხმარებლო ინტერფეისი და ის უფრო მეტად ინტერაქტიული გახდება, რაც ვფიქრობ სასიხარულო ამბავია, რადგან სამომხმარებლო ინტერფეისი Samsung-ს ნამდვილად დასახვეწი აქვს.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close