მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

რას ფიქრობს Sony “სრულიად უჩარჩოო” დიზაინის მქონე სმარტფონზე და როდისთვის გვპირდება სიახლეს?!

იაპონიაში ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებაზე Sony-მ თავი ახლანდელ ფლაგმანურ სმარტფონებთან ერთად მომავალ გეგმებზეც ისაუბრა, მაშინ, როდესაც დაუსვეს კითვხა თუ რატომ არ იყენებდნენ “სრულიად უჩარჩოო” დიზაინის ტრენდს.

Sony-მ განმარტა, რომ Xperia XZ2 სერიაში დაიწყეს ჩარჩოების შემცირება, თუმცა სრულიად უჩარჩოო დიზაინის შემოთავაზებას ამ ეტაპზე ვერ შემოგვთავაზებენ, რადგან უჩარჩოო დიზაინის შემთხვევაში ვერ ექნებათ სტერეო დინამიკები წინა პანელზე, მაღალი ხარისხის წინა კამერა და შესაბამისი კონტენტი, რომელიც განთავსდება მთლიან ეკრანზე. უფრო მეტიც, Sony-მ აღნიშნა, რომ 18:9 ფორმატიანი ეკრანის გამოყენება არაკონმფორტულია, რადგან რჩება გამოუყენებელი ეკრანის სივრცე, შესაბამისად XZ2 Premium-ში შემოგვთავაზეს 16:9 ფორმატიანი 4K რეზოლუციის ეკრანი, კონტენტის სრულყოფილად გამოყენებისთვის.

რაც შეეხება სრულიად უჩარჩოო დიზიანის მქონე სმარტფონს, Sony-ს თქმით მას აუცილებლად შემოგვთავაზებენ, მაგრამ მანამდე საჭიროა გარდამავალი ეტაპების გავლა, რადგან არ წავიდნენ კომპრომისზე და უჩარჩოო ეკრანი არ გახდეს მიზეზი სხვა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების დაკარგვის. უფრო მეტიც, ისინი უკვე მუშაობენ ეკრანში ჩაშენებულ დინამიკებზე, ეკრანში ჩაშენებულ კამერებზე და ეკრანში ჩაშენებულ თითის ანაბეჭდის ბიომეტრიულ სკანერზეც, რომელსაც ინსაიდერის ცნობით 2020 წლამდე ვერ ვიხილავთ.

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close