განხილვებიმთავარიმობილური სამყაროსიახლეები

რატომ იქნება Google Pixel 3 საუკეთესო “Android” სმარტფონი?!

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ რომელი სმარტფონი შეიძინოთ და ელოდებით ახალ ფლაგმანურ სმარტფონს, მე გაგაცნობთ თავად Android ოპერაციული სისტემის შემქნელის Google-ის მომავალ ფლაგმანურ სმარტფონს Pixel 3-ს, რომელსაც ოქტომბერში ვიხილავთ!

სისტემა

Google-ი თავის სმარტფონში გვთავაზობს ე.წ. სუფთა Android ოპერაციულ სისტემას, ზედმეტი სკინების და რაიმე დანამატების გარეშე, რაც სამომხმარებლო ინტერფეისს უფრო სტაბილურს და სწრაფს ხდის, თან არ სჭირს ე.წ. დროის სენი, რომელიც გულისხმობს ახალი სისტემის გამოსვლის შემდეგ შენელებას! პირიქით, ყოველი ახალი სისტემა უფრო სტაბილური და სწრაფია.

განახლებები

Google-ი თავის სმარტფონებს იმავე დღეს ანახლებს, როგორც კი ახალი ოპერაციული სისტემა გამოდის ოფიციალურად! უფრო მეტიც, მანამდე შესაძლებლობა გაქვთ Beta ვერსია დააგემოვნოთ. სხვა ბრენდების შემთხვევაში სისტემური განახლებები თვეები ან წელზე მეტხანსაც კი აგვიანებს, გამონაკლისია Sony და Nokia, რომლებიც ახალი სისტემის გამოსვლიდან იმავე დღეს ანახლებენ სუფთა ანდროიდზე ან ერთი თვის განმავლობაში თავიანთ შემოთავაზებულ სამომხმარებლო ინტერფეისზე.

უსაფრთხოება

Android ოპერაციული სისტემისთვის მეტად მნიშვნელოვანია უსაფრთოხების განახლებები, რასაც Google-ი თავის სმარტფონებზე ხშირ შემთხვევაში თვეში რამდენჯერმეც კი აკეთებს, განსხვავებით სხვა ბრენდებისგან.

კამერა

Google-მა HDR+ ალგორითმის სახით ჯადოსნური კამერა შემოგვთავაზა და დაამტკიცა, რომ ერთი კამერითაც შეუძლია აჯობოს ორ ან სამ კამერიანი სისტემის მქონე სმარტფონებს, რომლებიც კი გვთავაზობენ საინტერესო ტექნიკურ მახასიათებლებს, მაგრამ Google-ის ალგორითმებთან ყველანი უძლურია და თან ამ ყველაფერში კამერისთვის განკუთვნილი სპეციალური 8 ბირთვიანი Visual Core პროცესორი ეხმარება, რომელიც თავად Google-მა შექმნა Intel-თან თანამშრომლობით. მიუხედავად იმისა, რომ Pixel 2-ის ერთი მთავარი კამერა ჯერ კიდევ ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს, Pixel 3-ში ორმაგ წინა და უკანა კამერის სისტემებს ვიხილავთ, რაც კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობებს.

დიზაინი

არ განვიხილავთ დიდი ზომის ვერსიის Pixel 3-ს, რადგან ჩვეულებრივი ვერსია ვფიქრობ ყველაზე პოპულარული იქნება, რადგან არ ექნება ეკრანში შეჭრილი კამერები და სხვა მსგავსი ულამაზო დეტალი. გარდა ამისა, Pixel 3-ში 5.3 დიუმიანი 18:9 ფორმატიან ეკრანს ვიხილავთ, რაც მის ზომებს მნიშვნელოვნად კომპაქტურს გახდის. წინა პანელზე განთავსებული სტერეო დინამიკები კიდევ ერთი დიდი სიამოვნებაა, რითაც Google-ი გვანებივრებს. ამჯერად Pixel 3 სერიას Google-ი Foxconn-ის ქარხანაში დაამზადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრად მაღალი ხარისხის კონტროლი ექნება. 🙂

ბატარეა

“წმინდა” Android ოპერაციული სისტემა მოიხმარს ნაკლებ ბატარიის ენერგიას, ვიდრე მოდიფიცირებული Android სისტემები, შესაბამისად კიდევ ერთი უპირატესობა იკვეთება.

პერფომანსი

როგორც უკვე აღვნიშნე, “სუფთა” Android სისტემა დროის გასვლის შემდეგ არ ნელდება და ახალი სისტემის გამოსვლით კიდევ უფრო ძლიერდება პერფომანსი! Google-თან ერთად ამ უპირატესობით გამოირჩევა Sony, Nokia, OnePlus და Essential

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close