მთავარისიახლეები

რა არის SMART TV?!

როგორც ვხედავთ ტექნიკა სინათლის სისწრაფით ვითარდება, სწორედ ამ განვითარებას არც ტელევიზორები ჩამორჩა და დღეს უკვე ბაზარზე ხელმისაწდომია ჭკვიანი ტელევიზორები მარკეტინგული სახელით ‘’SMART TV’’! ამ სტატიაში მინდა გაგაცნოთ თუ რა არის SMART TV და რა შესაძლებლობები გააჩნია მას სტანდარტული ტელევიზორებისგან განსხვავებით.
რა ხდის თქვენ ტელევიზორს ჭკვიანს? შევეცდები ამ კითხვაზე გაგცეთ პასუხი! ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ფუნქციაა ინტერნეტთან კავშირი როგორც ინტერნეტ პორტით ისე Wi-Fi კავშირით , ხოლო ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტში უყუროთ სხვადასხვა ფილმებს და გადაცემებს.

თითქმის ყველა ჭკვიან ტელევიზორს აქვს ინტერნეტ ბრაუზერის მხარდაჭერა რის შედეგადაც შესაძლებელია ნებისმიერ საიტზე უპრობლემოდ შესვლა ასევე თანამედროვე ჭკვიანი ტელევიზორები აღჭურვილია ყველა პოპულარული აპლიკაციებით როგორიცაა Youtube , Facebook , Twitter , Skype , BBC News , Netflix და აშ
ასევე აღსანიშნავია, რომ ბევრი ჭკვიან ტელევიზორი საშუალებას იძლევა გადმოწეროთ სხვადასხვა გასართობი თუ საინტერესო აპლიკაცია, რომლებიც გამოგადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში
ასევე თითქმის ყველა ჭკვიან ტელევიზორს შეუძლია თქვენს მიერ ხმოვან ბრძანებაზე მოახდინოს რეაგირება ეს იქნება ხმის დაწევა სხვა არხზე გადართვა თუ რომელიმე აპლიკაციაში შესვლა, ასევე ზოგიერთ ჭკვიან ტელევიზორს გააჩნია ჟესტებით მართვა რაც უფრო კომფორტულს ხდის მის გამოყენებას.

აქვე მინდა დავამატო, რომ შემდეგ სტატიაში დეტალურად განვიხილავ როგორც ტოპ ბიუჯეტურ ჭკვიან ტელევიზორებს, ასევე საკმაოდ მაღალ ფასიანსაც.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close