მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

OnePlus 6: დიზაინი, ტექნიკური მახასიათებლები, ფასი და გამოსვლის თარიღი

OnePlus არის ჩინური წარმომავლობის საერთაშორისო სმარტფონების მწარმოებელი ბრენდი, რომელიც არამხოლოდ ტექნოლოგიურ სამყაროს მოყვარულთა საზოგადოებაში, არამედ ჩვეულებრივ მომხმარებლებშიც მოიპოვა პოპულარობა და წარმატებით განაგრძობს განვითარებას. 16 მაისს OnePlus-ისგან კიდევ ერთ ახალ ფლაგმანურ სმარტფონებს OnePlus 6-ს ვიხილავთ, რომელზეც უკვე თითქმის ყველაფერი ცნობილია დიზაინის ჩათვლით.

Onleaks-ის ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, OnePlus 6-ს ექნება 6.28 დიუმის ზომის FHD რეზოლუციის 19:9 ფორმატიანი ეკრანი კორპუსთან დაახლოებით 85 პროცენტიანი თანაფარდობით, Qualcomm Snapdragon 845-ის ჩიფსეტი, 6 და 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების ვერსიები, 128 და 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერების ვარიანტები, ორმაგი 20 და 16 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერის სისტემა, 16 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, 3300 მილიამპერიანი ბატარეა და Android 8.1 ოპერაციული სისტემა.

Google-ის ღონისძიებიდან გავიგეთ, რომ OnePlus 6-ს გამოსვლის დღესვე მიიღებს Android P სისტემის “Beta” განახლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ მოდელზე ძალიან სწრაფად მიიღებთ სისტემურ და უსაფრთხოების განახლებებს.

OnePlus-ის მიერ სხვადასხვა დროს გავრცელებული თიზერებიდან ვიგებთ, რომ ახალ ფლაგმანურ სმარტფონს ექნება Super SloMo ვიდეო გადაღების შესაძლებლობა, წყალგამძლე კორპუსი, შუშის დიზაინი და სუპერ სწრაფი სამომხმარებლო ინტერფეისი. OnePlus-ის პრეზიდენტი “კარლ პეი” გვპირდება, რომ ახალი ფლაგმანის კამერის შესაძლებლობები უკეთესი იქნება, ვიდრე აქვს Apple iPhone X-ს და Google Pixel 2-ს! ასევე გვპირდებიან მაღალ კამერის შეფასებას DXOMark-ზე.

Onleaks-ის მიერ გავრცელებული ვიდეო რენდერიდან ნათლად ჩანს, რომ OnePlus 6-ს ეკრანში შეჭრილი კამერა ექნება iPhone X-ის მსგავსად, თუმცა ეს უკვე ტრენდი გახდა სმარტფონების სამყაროში, მაგრამ შესაძლოა რაიმე განსხვავებული ვარიანტი შემოგვთავაზოს OnePlus-მა, როგორც ეს მისმა ძმობილმა ბრენდმა Oppo-მ გააკეთა და კამერის გვერდზე მოცემულ ეკრანებში ფუნქციები განათავსა, რომელიც გულისხმობს ჩაკეცილ აპლიკაციებზე მარტივად გადასვლას და შეტყობინებების პანელს.

OnePlus 6 ევროპაში ეღირება 64 გიგაბაიტიანი ვერსია 519 ევრო და 128 გიგაბაიტიანი ვერსია 569 ევრო, რაც ამ დონის სმარტფონისთვის ძალიან კარგი ფასებია.

 

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close