მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

რეკომენდაცია: ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი Galaxy Note 9-ის შესაძენად საქართველოში!

როგორც უკვე იცით, Samsung-მა წარმოგვიდგინა ახალი ფლაგმანური სმარტფონი Galaxy Note 9, რომელსაც ტექნოლოგიურ სამყაროში მოუთმენლად ელოდნენ და მის შეძენას Samsung-ის პარტნიორ მაღაზიებში 31 აგვისტოდან უკვე შესაძლებელია.

სანამ გადაწყვეტდეთ სად შეიძინოთ Galaxy Note 9, მინდა მოგცეთ რჩევა, თუ სად არის მისი შეძენა რეკომენდირებული და რატომ არ უნდა შევიძინოთ ის ჰოლოგრამის გარეშე. “პირველ რიგში” მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია Samsung-ის სმარტფონი შეიძინოთ ჰოლოგრამით, რომელიც გულისხმობს, რომ სმარტფონი დამზადებულია ჩვენი რეგიონისთვის და არ წარმოადგენს სხვა რეგიონისთვის განკუთვნილ ვარიანტს, რომლის შეძენის შემთხვევაში მიდიხართ რისკზე თანხის მცირე სხვაობის მიზეზით, რის შემდეგაც შესაძლოა შეგექმნათ პრობლემები სისტემურ და უსაფრთოხების განახლებებზე, საგარანტიო პირობებზე, LTE სიხშირეებზე და თავად სმარტფონის ანაწყობის ხარისხზე(ხშირ შემთხვევაში დალუქული ყუთის ნაცვლად გახსნილი ყუთითაც ხდება აზიური ვერსიის გაყიდვა მომხმარებლებზე გაურკვეველი მიზეზების გამო). მერწმუნეთ, 100-300 ლარიანი სხვაობა ნამდვილად არ ღირს რისკზე წახვიდეთ, როცა საქმე 2600 ლარიან სმარტფონთან გაქვს.

ჩვენი რეკომენდაციით სასურველია Samsung-ის სმარტფონები შეიძინოთ ჰოლოგრამით Samsung-ის პარტნიორ მაღაზიებში: ალტაოქეიში, სმაილში, ელიტ-ელექტრონიქსში, გალაქსიში, სმაილში, მეტრომარტში და მაგთიში.

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close