მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

როდის ვიხილავთ iPhone SE 2-ს და რას უნდა ველოდოთ მასში!

Apple-ის ფანები მოუთმენლად ელოდებიან iPhone SE-ს მეორე თაობას, რომელზეც ინტერნეტ სივრცეში უამრავი ჭორი დადის, რომ თითქოს მას ექნება iPhone SE-ს კორპუსის დიზაინი და iPhone X-ის მსგავსი უჩარჩოო ეკრანი! კომბინაცია საკმაოდ საინტერესო ჩანს და მეც კი მოვიხიბლე, თუმცა ჭორების საწყის ისევ Apple-ის ფანია და რეალობასთან არაფერი ესაქმება.

Ming-Chi Kuo გახლავთ Apple-ის აქტივისტი ინსაიდერი, რომელიც ყოველთვის ზუსტ ინფორმაციებს გვაწვდის და მან გვესაუბრა სამ ახალ iPhone-ზე, რომლებიც iPhone X-ის პირდაპირი გაგრძელებაა და ეკრანის ზომაც 5.8 დიუმიანიდან იწყება. მისი თქმით წელს საერთოდ არ იქნება iPhone SE 2 და რადგან წელს არ იქნება, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ შემდეგ წლებშიც არ ვიხილავთ. რეალურად ნამდვილად არ არის საჭირო პატარა ზომის სმარტფონი, რადგა iPhone SE კი არის კომპაქტური და ჯიბით კომფორტულად სატარებელი, თუმცა მისი ეკრანის ზომა კომფორტულ გამოყენების საშუალებას არ იძლევა. საკმაოდ კარგი ზომები აქვს iPhone X-ს და ვფიქრობ, რომ ეს არის მინიმალური ზომა, რაც უნდა ჰქონდეს სმარტფონს.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close