მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

სამი ახალი iPhone-ი განახლებული პერფომანსით და კამერით, რომლითაც Apple-ი ბაზრის დაპყრობას შეეცდება!

ინსაიდერის ცნობით, წელს Apple-ის ახალ სმარტფონებში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, რადგან iPhone-ში  დიზაინერული ცვლილებები 2 ან 3 წელიწადში ერთხელ ხდება. თუმცა იქნება ისეთი ცვლილებები, რომელი ნამდვილად მიიქცევს მომხმარებლის ყურადღებას. უფრო მეტიც, Apple გეგმავს ერთი წლის განმავლობაში 350 მილიონი სმარტფონი გაყიდოს და ამით შესაძლოა გაყიდვებით Samsung-საც გადაუსწროს.

აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ ახალ iPhone-ებში ვიხილავთ მსოფლიოში პირველად 7 ნანომეტრიან ჩიფსეტს, რომელიც ერთი თვის დაგვიანებით ასევე წარმოდგენილი იქნება Huawei-ს ახალ ფლაგმანურ სმარტფონზეც. გარდა ახალი არქიტექტურისა, Apple-ი შეეცდება სამომხმარებლო ინტერფეისს ასწრაფებას და მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სმარტფონის შემოთავაზებას.

სექტემბრის დასაწყისში 3 ახალ iPhone-ს ვიხილავთ. 6.1 დიუმიანი LCD ეკრანის მქონე საშუალო კლასის ვარიანტის და ორ ფლაგმანს, 5.8 და 6.5 დიუმიანი ეკრანებით. ფლაგმანურ მოდელებზე განახლებულ პერფომანსთან ერთად ახალ კამერის ალგორითმსაც შევხდებით.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close