თვისმთავარი

საუკეთესო Android სმარტფონები, რომლის შეძენაც შესაძლებელია[2018 წლის მარტი]

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს საკმაოდ საინტერესო სმარტფონები ვიხილეთ, ჯერ კიდევ შესაძლებელია ამოვარჩიოთ საუკეთესო სმარტფონები 2017 წლიდანაც. გთავაზობთ სტატიას, რომელშიც შემოთავაზებული იქნება ჯერ კიდევ აქტუალური სმარტფონები.

სიაში შემაქვს ის სმარტფონები, რომლებიც აკმაყოფილებენ მინიმალურ მოთხოვნებს: Android O ოპერაციული სისტემა, სწრაფი უსაფრთხოების განახლებები და სტაბილურობა.

Google Pixel 2 XL: საუკეთესო სმარტფონი ყველაზე სწრაფი სისტემური და უსაფრთხოების განახლებებით

Google-ის აღნიშნული სმარტფონი 2017 წლის ოქტომბერშია გამოშვებული და შეგვიძლია 2018 წლის სმარტფონადაც მივიჩნიოთ. Pixel 2 XL-ში გვხდება 6 დიუმიანი 18:9 ფორმატიანი QHD რეზოლუციის pOLED ეკრანი, Snapdragon 835-ის ჩიფსეტი, 4 გიგაბაიტიაანი ოპერატიული მეხსიერება, 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, 3520 მილიამპერიანი ბატარეა სწრაფი დამუხტვის ფუნქციით, 12 მეგაპიქსელიანი კამერა იდეალური HDR+ ალგორითმით და Visual Core პროცესორით, IP68 სერთიფიკატი წყალ და მტვერ გამძლეობისთვის, სტერეო დინამიკები კორპუსის წინა პანელზე და Android 8.1 ოპერაციული სისტემა, რომელიც ყოველთვის პირველი ნახლდება ახალ სისტემაზე და ყოველთვის პირველი ღებულობს უსაფრთხოების განახლებებს.

Essential Phone: საუკეთესო დიზაინის მქონე სმარტფონი მისაღებ ფასად

Essential-ის პირველი სმარტფონი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, ანაწყობიც იდეალურია და ფასიც საშუალო კლასს უთანაფრდება, მიუხედავად იმისა, რომ ფლაგმანური სმარტფონია. მასში ვხდებით 5.71 დიუმიან QHD რეზოლუციის 17:9 ფორმატიან ეკრანს, ეკრანში შეჭრილ წინა კამერას, ორმაგ 13 მეგაპიქსელიან მთავარ კამერას, Snapdragon 835-ის ჩიფსეტს, 4 გიგაბაიტიან ოპერატიულ მეხსიერებას, 128 გიგაბაიტიან შესანახ მეხსიერებას, 3040 მილიამპერიან ბატარეას სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით, IP54 სერთიფიკატს წყალგამძლეობისთვის და Android 8.1 ოპერაციულ სისტემას, რომელიც Google-ის მსგავსად ძალიან სწრაფად ღებულობს უსაფრთხოების განახლებებს.

 

Samsung Galaxy S9|S9+: საუკეთესო კომპაქტური ფლაგმანური სმარტფონი

მიუხედავად იმისა, რომ Galaxy S9-ს ეკრანი 5.8 დიუმიანია(S9+-ის შემთხვეაში 6.2 დიუმიანი), ის ძალიან კომპაქტურია და შეგძნება მრჩება, რომ ხელში 4.7 დიუმიანი ეკრანის მქონე სმარტფონი მიჭირავს. მისი ეკრანის ფორმატი 19.5:9 გახლავთ Super Amoled HDR ტექნოლოგიით. მასში ვხდებით Exynos 8910-ის ჩიფსეტს, 4 გიგაბაიტიან ოპერატიულ მეხსიერებას, 64 გიგაბაიტიან შესანახ მეხსიერებას, 12 მეგაპიქსელიან კამერას ცვლადი F1.5 და F2.4 ლინზებით(S9+ის შემთხვევაში გვხდება მეორე კამერაც ოპრიკური ზუმის და პორტრეტისთვის), 3000 მილიამპერიან ბატარეას სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით, IP68 სერთიფიკატს წყალგამძლეობისთვის და Android 8.0 ოპერაციულ სისტემას.

 

Sony Xperia XZ2|XZ2 Compact: საუკეთესო კამერაფონი საუკეთესო აუდიო სისტემით

Sony-მ გადმოიღო ტრენდული მახასიათებლები თავის სმარტფონში და ახალი ფლაგმანი 18:9 ფორმატიანი 5.7 დიუმიანი(XZ2 Compact-ის შემთხვევაში 5.0 დიუმიანი ეკრანი) HDR LCD ეკრანით წარმოგვიდგინა, მასში ასევე ვხდებით Snapdragon 845-ის ჩიფსეტს, 6 გიგაბაიტიან ოპერატიულ მეხსიერებას, 64 გიგაბაიტიან შესანახ მეხსიერებას, 3180 მილიამპერიან ბატარეას სწრაფი დამუხტვის ფუნქციით, 19 მეგაპიქსელიან მთავარ კამერას 4K HDR ვიდეო გადაღებით და სუპერ SloMo ვიდეო გადაღების შესაძლებლობით FHD რეზოლუციით 960 კადრით წამში(კამერისთვის განკუთვნილია 1 გიგაბაიტიანი DRAM მეხსიერება), საუკეთესო HiRes აუდიო სისტემა მძლავრი სტერეო დინამიკებით წინა პანელზე და Android 8.0 ოპერაციული სისტემა, რომელიც სწრაფად ღებულობს სისტემურ და უსაფრთხოების განახლებებს.

Huawei Mate 10 Pro: კამერაფონი საუკეთესო პროფესიონალური რეჟიმებით

Huawei სმარტფონების ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელია და თავისი ბოლო ფლაგმანური სმარტფონიც Mate 10 Pro სერიოზულ კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ სხვა ბრენდის ფლაგმანებს. მასში ვხდებით 6 დიუმიან 18:9 ფორმატიან HDR Amoled ეკრანს, Kirin 970-ის ჩიფსეტს, 4000 მილიამპერიან ბატარეას წრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით, ორმაგ 12 და 20 მეგაპიქსელიან მთავარ კამერას LEICA-ს ლინზებით და საუკეთესო პროფესიონალური რეჟიმებით, 6 გიგაბაიტიან ოპერატიული მეხსიერებას, 128 გიგაბაიტიან შესანახ მეხსიერებას და Android 8.0 ოპერაციულ სისტემას.

 

P.S. საუკეთესო ბიუჯეტურ სმარტფონებს შემოგთავაზებთ სხვა სტატიაში. ?

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close