განხილვებიმთავარიმობილური სამყაროსიახლეები

საქართველოში სმარტფონების ბაზარზე ახალი ამერიკული ბრენდი შემოვიდა!

Energizer Holdings არის 122 წლის წინ შექმნილი ამერიკული კომპანია, რომელიც Energizer-ით და სხვადასხვა ბრენდით ბაზარზე წარმოდგენილია ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი ბატარიების მწარმოებლის სტატუსით.

2016 წელს Energizer-ი ტექნლოგიურ სამყაროში ახალი და ყველაზე მოთხვნადი კატეგორიით “მობილური” მოწყობილობების წარმოებით მოგვევლინა. Energizer Mobile-ი უკვე საქართველოშია და Vortex.ge-ს ერგო პატივი მისი პროდუქტი გაგვეცნო თქვენთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ Energizer-ის სმარტფონები ძირითადად არ არის ტრენდს მორგებული და ის სუპერ გამძლე სმარტფონებს გვთავაზობს, რომლებიც უძლებენ წყალს, მტვერს, დავარდნას და სხვადასხვა სტრესულ მდგომარეობებს.

თავდაპირველად Energizer-ის სამი სმარტფონი Hardcase H240S LTE, Hardcase E400 LTE და Hardcase H500S LTE იქნება წარმოდგენილი.

Hardcase H240S LTE

აღნიშნული სმარტფონი ბიუჯეტური კლასის სერიას მიეკუთვნება და სტანდარტული ღილაკებიანი ტელეფონის დიზაინით არის წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვეულებრივ ტელეფონს მოგვაგონებს, მასში Android ოპერაციული სისტემა გვხდება, რომელშიც მარტივად შეგიძლიათ გადმოიწეროთ სტანდარტული აპლიკაციები და სოციალური ქსელები.

H240S მხარდაჭერილია VoLTE ტექნოლოგიით, რომელიც ფუნქციონირებს ორივე სიმ-ბარათზე, ხოლო ბატარეა ლოდინის რეჟიმში 10.5 დღეს ძლებს. რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალო მოხმარების შემთხვევაში(იმ შემთხვევაში თუ სმარტფონის ფუნქციებს გამოიყენებთ საშუალო დონეზე) ბატარეა დაახლოებით 2-3 დღე გაძლებს სრულად.

H240S-ის ერთ-ერთი მთავარი ღირსება IP68 სერთიფიკატია, რომელიც წყალში 1.2 მეტრის სიღრმეზე 30 წუთის განმავლობაში ძლებს. მისი კორპუსი ასევე უძლებს 1.2 მეტრის სიმაღლიდან ვარდნასაც.

Hardcase E400 LTE

E400 კვლავ ბიუეტური კლასის სერიას მიეკუთვნება, თუმცა ამ შემთხვევაში არ გვხდება ღილაკები და მის შემდგენლობაში 4 დიუმიანი სენსორული ეკრანია, ხოლო კორპუსი დაცულია IP67 სერთიფიკატით. ოპერაციული სისტემა რა თქმა უნდა კვლავ Android გახლავთ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ Energizer-ი მოდიფიკაციებს არ აკეთებს სისტემაზე და “სუფთა” Android ვერსიას გვთავაზობს, რომელიც სმარტფონის მუშაობას უფრო სტაბილურს ხდის.

E400-ის ბატარიის მუშაობა ლოდინის რეჟიმის შემთხვევაში 9.5 დღით განისაზღვრება. მის შემადგენლობაში ვხდებით Sony-ს წარმოებულ მთავარ და წინა კამერებსაც და ორივე სიმ-ბარათის სლოტი მხარდაჭერილია 4G LTE ტექნოლოგიებით.

Hardcase H500S LTE

აღნიშნული სმარტფონი უფრო დახვეწილი დიზაინით არის წარმოდგენილი და საშუალო კლასის სერიას მიეკუთვნება. ამჯერად აქ 5 დიუმიანი HD ეკრანი გვხდება, ხოლო ბატარეა ლოდინის რეჟიმში 10 დღეს ძლებს.

განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო H500S-ის რეზინის კორპუსი, რომელიც IP68 სერთიფიკატით არის წყლისგან და მტვრისგან დაცული. სმარტფონი ასევე უძლებს სხვადასხვა სტრესულ მდგომარეობას და 1 მეტრი სიმაღლიდან ვარდნას. მის შემადგენლობაში ასევე ვხდებით 13 და 5 მეგაპიქსელიან Sony-ს წარმოებულ კამერებს, Android ოპერაციულ სისტემას, VoLTE ტექნოლოგიას ორივე სიმ-ბარათზე და თხელ კორპუსს, რომელიც მსგავსი ტიპის სმარტფონებში იშვიათობა არის.

უახლეს პერიოდში საქართველოში Energizer-ის სხვა სმარტფონებსაც ვიხილავთ, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი მოდელი Power Max P600S გახლავთ, რომელიც თანამედროვე ტრენდული უჩარჩოო დიზაინით არის წარმოდგენილი და კონკურენციას უწევს ისეთ სმარტფონებს, როგირიცაა Huawei P20 Lite და Samsung Galaxy A8 2018.

P600S-ში წარმოდგენილია 5.99 დიუმიანი 18:9 ფორმატიანი FHD+ რეზოლუციის ეკრანით, 8 ბირთვიანი პროცესორით, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით, 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით, 13+5 მეგაპიქსელიანი ორმაგი Sony-ს კამერის სისტემით 4K ვიდეო გადაღების შესაძლებლობით, 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერით, Android ოპერაციული სისტემით, VoLTE ტექნოლოგიით ორივე სიმ-ბარათზე, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერით და გიგანტური 4500 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც 400 საათი ძლებს ლოდინის რეჟიმის შემთხვევაში.

2018 წლის თებერვალში Energizer-მა წარმოგვიდგინა სმარტფონი, რომელშიც მსოფლიოში პირველად ვხდებით გიგანტურ 16 000 მილიამპერიან ბატარას, რომელიც საოცარ შედეგებს მოგვცემს ენერგიის მოხმარების დროს. აღნიშნული სმარტფონი გაყიდვაში ამავე წლის მეოთხე კვარტალში ჩაეშვება.

საქართველოს ბაზარზე უკვე არსებული Energizer-ის სმარტფონების შეკვეთა შესაძლებელია ჩვენი საიტის დახმარებით, რის შემდეგაც ნივთს საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე მოგაწვდით. ნივთის შეძენა განვადების შემთხვევაშიც არის შესაძლებელი. დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ Facebook გვერდზე. 

შეგახსენებთ, რომ Energizer-ის სმარტფონებზე მოქმედებს 2 წლიანი ოფიციალური გარანტია, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც სხვა ბრენდის სმარტფონების შემთხვევაში არ გვხდება.

ფასები

Hardcase H240S LTE- 399 ლარი

Hardcase E400 LTE – 599 ლარი

Hardcase H500S LTE- 729 ლარი

ამ დროისთვის აღნიშნულ ფასებზე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება, რომელიც ჩვენს საიტზე რამდენიმე დღე გაგრძელდება.

 

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close