მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

სმარტფონები, რომელსაც უნდა დაელოდოთ წლის ბოლომდე!

2018 წლის პირველი ნახევარი უკვე გავიდა და ჩვენ უამრავი საინტერესო სმარტფონი ვიხილეთ, მათ შორის სრულიად უჩარჩოო დიზაინის მქონე სმარტფონებიც და კამერის ახალი ტექნოლოგიის მქონე სმარტფონებიც. მიუხედავად ბაზარზე წარმოდგენილი საინტერესო სიახლეებისა, ყველაზე საინტერესო სმარტფონები წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება. აღნიშნულ სტატიაში გაგაცნობთ ყველაზე საინტერესო სმარტფონებს, რომელსაც წლის მეორე ნახევარში ვიხილავთ.

Google Pixel 3

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე საკმაოდ განსხვავებული სმარტფონები ვიხილეთ, Google-ს თავისი ხედვა აქვს. ორმაგი და სამმაგი კამერის სისტემის ნაცვლად კვლავ გადაწყვიტა თავის სმარტფონზე ერთი მთავარი კამერა შემოგვთავაზოს თავის კამერისთვის განკუთვნილ Visual Core პროცესორთან და იდეალურ HDR+ ალგორთმთან ერთად. გარდა ამისა, Google-ი ყველაზე სტაბილური და სწრაფად განახლებადი Android სმარტფონების მწარმოებელია. მთავარი არ არის რამდენად ვიწრო ჩარჩოები ექნება სმარტფონს, მთავარია სტაბილურობა და საუკეთესო ხარისხი.

Nokia 9

2018 წელს Nokia-მ სმაინტერესო სმარტფონები შემოგვთავაზა, თუმცა ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინ არის. ახალი ფლაგმანური სმარტფონი კამერაფონის წოდებით წარსდგება და ის იქნება Nokia 808 Pureview-ს აღორძინება. გარდა ამისა, ნახესებია ხუთმაგი მთავარი კამერის სისტემა, თუმცა გაურკვეველია მუშაობის პრინციპი.

Sony Xperia XZ3

Sony კვლავ ინარჩუნებს განსხვავებული სმარტფონების მწარმოებლის ტიტულს. ზოგს მოსწონს ახალი დიზაინი და ზოგს ძველი ვარიანტი ურჩევნია. მიუხედავად ამისა, Xperia XZ2 საკმაოდ საინტერესო და პოპულარული სმარტფონი გახლავთ, განსაკუთრებით გამოირჩევა Xperia XZ2 Premium-ი 4K HDR10 ეკრანით და ორმაგი კამერის სისტემა AUBE პროცესორით. Xperia XZ3-ში ყველა ახალი ტექნოლოგია გაერთიანებული იქნება და ამასთანავე ვიხილავთ ახალ კამერის AI ალგორითმს.

OnePlus 6T

OnePlus-ის ოჯახიდან Oppo-სგან და Vivo-სგან უკვე ვიხილეთ სრულიად უჩარჩოო სმარტფონები ამოსაწევი კამერით, შესაბამისად OnePlus-ის ახალ მოდელშიც იქნება შემოთავაზებული მსგავსი, თუმცა OnePlus-ი რადგან Oppo-ს ქვე-ბრენდად ითვლება, შესაბამისად Find X-ის მსგავს დიზაინს უნდა ველოდოთ.

Huawei Mate 20

Huawei P20 Pro-ში სამმაგი კამერის სისტემა უკვე ვიხილეთ, რომელიც სასწაულებს ახდენს და რა თქმა უნდა Mate 20-ში განმეორდება აღნიშნული სიახლე. გარდა ამისა, წელს Android სმარტფონებში პირველად იქნება შემოთავაზებული 7 ნანომეტრიანი ჩიფსეტი, რომელსაც Huawei-ს შემთხვევაში KIrin 980-ის სახით ვიხილავთ.

ახალი Appe iPhone X

ახალ iPhone-ში პირველად სმარტფონების სამყაროში შევხდებით 7 ნანომეტრიან ჩიფსეტს, ასევე გაზირდება პერატიული მეხსიერებაც 4 გიგაბაიტამდე და უნდა ვივარაუდოთ კამერის გაუმჯობესებაც.

Samsung Galaxy Note 9

მიუხედავად იმისა, რომ Note 8-ისთან შედარებით არ უნდა ველოდოთ დიზაინერულ ცვლილებებს, Note 9-ის ფუნქციები უფრო მრავალფეროვანი გახდება და ახალი ორმაგი კამერის სისტემაც განახლებული ახალი ტექნოლოგიის სენსორით იქნება წარმოდგენილი.

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

2 thoughts on “სმარტფონები, რომელსაც უნდა დაელოდოთ წლის ბოლომდე!”

  1. ათასგვარ უაზრობებს თავაზობენ მომხმარებელს, როცა მომხმარებელს (და არა მფლობელს) ჭირდება სმარტფონი, რომლის აკუმულატორი დიდხანს ძლებს, მსუბუქია, გამძლეა, სტაბილური და შეუძლია გახდეს კომპაქტური

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close