მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

სმარტფონები, რომლებსაც აუცილებლად უნდა დაელოდოთ: Pixel 3, Nokia 9, Xperia XZ2 Premium, Mate 20, Note 9 და სხვა

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ საინტერესო ფლაგმანური სმარტფონები ვიხილეთ, მთავარი სიაახლეები ჯერ კიდევ წინ არის. გაგაცნობთ იმ სმარტფონებს, რომლებშიც ინოვაციურ სიახლეებს ვიხილავთ.

1. ჩემთვის ყველაზე საინტერესოა Sony-ს ახალი პრემიუმ ფლაგმანური სმარტფონი XZ2 Premium! რადგან მასში ვიხილავთ RGBW-OLED HDR ტიპის 4K+ რეზოლუციის 18:9 ფორმატიან ეკრანს. გარდა ამისა, დიდი სიახლე იქნება კამერის “ნაწილში”! Sony-ს ახალი გიგანტური 1 დიუმიანი ზომის ორმაგი კამერის სისტემა ორმაგი ოპტიკური სტაბილიზაციით, ორმაგი 5 AXIS ელექტრონული სტაბილიზაციით, ორი განსხვავებული დიაფრაგმის ზომით, სუპერ მგრძნობიარე ISO მაჩვენებლით(12800 ვიდეოს გადაღების დროს და 51200 ფოტო გადაღების დროს) და Fusion პროცესორით.

2. Google-მა უამრავი კრიტიკა დაიმსახურა Pixel 2 XL-ში წარმოდგენილი პრობლემური ეკრანის მიზეზით, თუმცა მოდელი მაინც საკმაოდ პოპულარული იყო, რადგან მას 2017 წლის საუკეთესო კამერაფონის ტიტული მიანიჭეს. მინდა შეგახსენოთ, რომ Google-ს აქვს მაგიურ HDR+ კამერის ალგორითმი და Visual Core კამერის პროცესორი, ეს ყველაფერი კი სასწაულებს ახდენს. Pixel 3-ში რა თქმა უნდა მივიღებთ გაუმჯობესებულ ეკრანს, თუმცა კამერის მხრივაც გველოდება სიახლეები! ორმაგი კამერის სისტემა და Visual Core 2 პროცესი.

გასული 2 წელი Google-ს უწევდა სხვა კომპანიებში აეწყო თავისი სმარტფონები, თუმცა ახლა მას აქვს თავისი ქარხანა, რომელიც HTC-სგან შეიძინა 2000 თანამშრომელთან ერთად, შესაბამისად ხარისხის ბევრად უკეთესი კონტროლიც ექნება.

3. Essential Phone 2 საკმაოდ საინტერესო იქნება ბაზარზე, რადგან პირველი მოდელიც კი დიდი ინტერესის ობიექტი იყო! 😉 ეს ხომ თავად Android ოპერაციული სისტემის შემქნელის ბრენდია. პირველ მოდელს ერთადერთი პრობლემა “კამერა” ჰქონდა, კომპანიის პრეზიდენტი “ენდი რუბინი” გვპირდება, რომ საუკეთესო კამერაფონს შემოგვთავაზებს. გარდა ამისა, მისი დიზაინი სრულიად უჩარჩოო იქნება. Essential უკვე დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და უსაფრთხო სმარტფონების მწარმოებლად.

4. Nokia 9-ში ინსაიდერები გვპირდება იმ “WoW” მომენტს, რაც გვქონდა წლების წინ “808 Pureview”-ს გამოსვლის დროს. აქ იგულისმება რევოლუციური კამერა, რომელსზეც მუშაობა დაწყებულია Sony-სთან და ძველ Pureview გუნდთან ერთად. შეგახსენებთ, რომ შემოთავაზებული იქნება 5 მთავარი კამერის სისტემა.

5. Huawei Mate 20-ში Android სმარტფონების ისტორიაში პირველად ვიხილავთ 7 ნანომეტრიან ჩიფსეტს, რომელიც სერიოზულ კონკურენციას გაუწევს Apple-ის ახალ 7 ნანომეტრიან ჩიფსეტს(რომელიც სექტემბერში იქნება წარმოდგენილი) და Snapdragon 855-ს (რომელსაც სავარაუდოთ მომავალ წლამდე ვერ ვიხილავთ სმარტფონებში). გარდა ამისა, ჩვენ უკვე კარგად ვიცით Huawei P20 Pro-ს კამერის შესაძლებლობები, რომელიც Mate 20-ში განმეორდება და გაუმჯობესდება კიდეც.

6. Apple iPhone 11-ში უკვე ავღნიშნე, რომ 7 ნანომეტრიან ჩიფსეტს ვიხილავთ, თუმცა კონკურენციის მიზნით უნდა ველოდოთ ცვლილებებს კამერაშიც, რაც უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალურა 2018 წლის სმარტფნებში.

7. Samsung-ი ალბათ არ აპირებს Note 9-ში სერიოზული ცვლილებების განხორციელებას, რადგან რადიკალურ და რევოლუციურ სიახლეებს მომავალი წლის თებერვალში გეგმავს! “Galaxy S” სერიას 10 წელი უსრულდება და არსებობს ინფორმაცია, რომ ახალ მოდელს Galaxy Z ან Galaxy X ერქმევა. თუმცა, მთავარი სიახლე ის არის, რომ ინსაიდერები რევოლუციურ დიზაინს გვპირდება

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close