მთავარიმობილური სამყაროსიახლეებიფოტო გადაღების გაკვეთილი

სტატია, რომელიც გასწავლით სმარტფონით საუკეთესო ფოტოების გადაღებას!: ნაწილი #1

სმარტფონების სამყაროში კამერის ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და განვითარდა. თქვენ უკვე საშუალება გაქვთ სმარტფონით გადაიღოთ პროფესიონალური დონის ფოტოები ან ვიდეოები, რისთვისაც აუცილებელია სმარტფონს ჰქონდეს მინიმუმ საშუალო დონის კამერის სენსორი(სასურველია მინიმუმ 1/3 დიუმის ზომის სენსორი), საშუალო ზომის დიაფრაგმა(სასურველია F2.0 დიაფრაგმა და საუკეთესო ვარიანტი იქნება F1.8). რაც მთავარია სმარტფონის კამერის აპლიკაციას უნდა ჰქონეს ხელით მართვადი რეჟიმები ე.წ. Pro რეჟიმი და კამერის აპლიკაცია მაქსიმალურად უნდა იყოს ოპტიმიზირებული.

მოცემულ სტატიაში სმარტფონის კამერის გამოყენების სწავლებასთან ერთად შემოგთავაზებთ საუკეთეს ვარიანტებს, რომელი სმარტფონი გამოგადგებათ საუკეთესო შედეგის მისაღწევად კატეგორიების მიხედვით.

ISO(შუქმგრძნობელობა)

ISO კამერების ინდუსტრიაში არის სინათლის მგრძნობელობის სისწრაფის საზომი ერთეული, რაც უფრო მაღალია ISO მაჩვენები მით უფრო მაღალია სინათლის მგრძნობელობაც. შესაბამისად გამოსახულება მაღალ ISO მაჩვენებზე უფრო ნათელია, მაგრამ იკარგება დეტალები და ნათელი ფოტოს სანაცვლოდ ჩვენ გვიწევს უარი ვთქვათ ფოტოზე, რომელსაც უკეთესი დეტალიზაცია აქვს. დაბალ ISO მაჩვენებზე გამოსახულება უფრო ბნელია, მაგრამ გამოსახულება უფრო დეტალურია და მკვეთრი ფერები აქვს. რა თქმა უნდა შეიძლება საუკეთესო შუალედის პოვნაც! იმ შემთხვევაში თუ თქვენ დღისით იღებთ ფოტოს, სასურველია გამოიყენოთ ISO50, 100 ან მაქსიმუმ 200 შუქმგძნობელობა, რომ მოხდეს გამოსახულების დაბალანსება. ღამით გადაღების დროს ISO50 მაჩვენებზე შესაძლოა გამოსახულება ძალიან ბნელი იყოს, შესაბამისად სასურველია სცადოთ ISO200 ან ISO400 შუქმგრძნობელობა. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მაღალ ISO მაჩვენებს გამოიყენებთ, გამოსახულება რა თქმა უნდა ნათელი იქნება, მაგრამ ვერ ისიამოვნებთ გამოსახულების ფერებით და დეტალებით.

ISO შუქმგრძნობელობისთვის ამ დროისთვის საუკეთესო სმარტფონებია Huawei P20 Pro და Sony Xperia XZ2 Premium. სტანდარტულად სხვა სმარტფონებში ISO შუქმგრძნობელობა მინიმალური გვხდება 100 და მაქსიმალური 800, ხოლო P20 Pro-ში ფოტო გადაღების დროს მინიმალური გვხდება 50 და მაქსიმალური 102400, რაც სმარტფონისთვის ძალიან მაგარი ციფრებია. განსაკუთრებული ვარიანტი გვხდება XZ2 Premium-ში, ფოტო გადაღების დროს მინიმალური ISO მაჩვენებელი არის 50 და მაქსიმალური 51200, ხოლო ვიდეო გადაღების დროს მინიმალური 50 და მაქსიმალური 12800, რაც ნამდვილი სიახლეა. ორივე სმარტფონი ფოტოს გადაღების დროს ხელით მართვის შემთხვევაში ISO გრძნობელობიდან მაქსიმალურ ვარიანტიდან გვარჩევინებს 3200-ს ან 6400-ს, რადგან სხვა შემთხვეაში ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ. ორივე კამერას აქვს სპეციალური ღამის რეჟიმი, რის შედეგადაც სმარტფონები იყენებენ მაქსიმალურ შუქმგრძნობელობას ისე, რომ დეტალიზაციაც და ფერებიც იდეალურად ბალანსირდება, ამის მიზეზი კი მონოქრომული სენსორია, რომელიც ფერად კამერის სენსორთან ერთად მუშაობს! ამასთანავე, ორივე კამერა სპეციალური ღამის რეჟიმის დროს იღებს მულტი რაოდენობის ფოტოს საუკეთესო შედეგის მისაღებად. Sony-ს შემთხვევაში ვიდეო გადაღების დროსაც იგივე პრინციპია.

საშუალო კლასის სმარტფონებიდან მაღალ სტანდარტებს ISO შუქმგრძნობელობის შემთხვევაში აკმაყოფილებს Nokia 7 Plus, Sony Xperia XA2, Asus Zenfone 5 და Huawei P20 Lite

SS(სინათლის ჩამკეტი)

სინათლის ჩამკეტი(ინგლისურად: shutter speed) სასურველია დავარეგულიროთ ISO მაჩვენებელთან ერთად საუკეთესო შედეგის მიღებისთვის. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მაღალ ISO მგრძნობელობას გამოიყენებთ სმარტფონში, სასურველია სინათლის ჩამკეტის პარამეტრებიც შესაბამისად გავასწოროთ. სმარტფონების უმრავლესობაში გვხდება სინათლის ჩამკეტის მინიმალური 1 / 8000 წამიანი და მაქსიმალური 30 წამიანი დაყოვნება. მაღალი ISO და სინათლის ჩამკეტის სისწრაფის მაქსიმალური დაყოვნება სმარტფონის კამერაში მაქსიმალურად შეკრებს სინათლეს და შესაბამისად გამოსახულებასაც ვერ მივიღებთ. ამიტომ, თუ დაყოვნება მაქსიმალურია, ISO მაჩვენებელი უნდა იყოს დაბალი.

მოძრავი ობიექტის გამოსახულების “გასაყინად” უნდა გამოიყენოთ მინიმალური სინათლის ჩამკეტის სისწრაფე, მოძრაობის წარმოსაჩენად გამოიყენეთ ნელი სინათლის ჩამკეტის სისწრაფე(სასურველია პარამეტრებიდან შუალედური კომბინაცია აირჩიოთ), ხოლო სწორი ექსპოზიციის მისაღებად სასურველია მაქსიმალურად დავაყოვნოთ სინათლის სისწრაფე. ხანგრძლივი დაყოვნების შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოიყენოთ “ტრიპოდი”, სხვა შემთხვევაში გამოსახულებას ვერ მიიღებთ.

სინათლის სისწრაფის ჩამკეტის კატეგორიით საუკეთესო პოზიცია უჭირავს Huawei P20 Pro-ს. მას ასევე შეუძლია 6 წამიანი დაყოვნებით გადაღება ტრიპოდის გარეშეც და მაქსიმალური დაყოვნება 32 წამიანი აქვს. ამ კატეგორიით ასევე საუკეთესოა LG G7. საშუალო კლასის სმარტფონებიდან Huawei P20 Lite, Asus Zenfone 5 და Nokia 7 Plus.

F/(დიაფრაგმა)

სმარტფონების უმრავლესობაში გვხდება ფიქსირებული დიაფრაგმა, ხოლო დიაფრაგმით კამერების ინდუსტრიაში იზომება ლინზები. რაც უფრო პატარა არის დიაფრაგმის მაჩვენებელი ციფრებში, მით უფრო დიდი არის კამერის ლინზის ზომა/ხვრელი და პირიქით. ციფრებში ნაკლებ მაჩვენებლიანი დიაფრაგმის მქონე კამერაში შედის უფრო მეტი სინათლე, შესაბამისად გამოსახულება უფრო ნათელია, მაგრამ არა დეტალური. მარტივად რომ აგიხსნათ, კამერის დიდი ხვრელით ჩვენ მივიღებთ ნათელ ფოტოს მაღალი ISO მგრძნობელობის მსგავსად, მაგრამ რაც უფრო პატარა არის დიაფრაგმა, შესაბამისად უფრო დეტალურ და მკვეთრ გამოსახულებას ვღებულობთ. აქაც არის საუკეთესო შუალედი F1.8 ან F2.0 დიაფრაგმა.

გამოსახულების მკვეთრი ფერები და დეტალიზაცია რომ გადავდოთ გვერდზე. თუ თქვენ პორტრეტების გადაღება გიყვართ, აუცილებლად დაგჭირდებათ დიდი ზომის დიაფრაგმა(ციფრებში პატარა ზომის), რადგან ფოკუსში მოქცეული გამოსახულების უკანა ფონის დაბლურვა იყოს უფრო ბუნებრივი და არა ხელოვნური.

ამ დროისთვის საუკეთესო დიაფრაგმის მახასიათებლების გამოირჩევა Samsung Galaxy S9 Plus(პირველი სმარტფონი ცვლადი F1.5/F2.4 დიაფრაგმიანი ლინზებით), Sony Xperia XZ2 Premium(F1.6 და F1.8 დიაფრაგმიანი ლინზებით), Huawei P20 Pro (F1.6, F1.8 და F2.4 დიაფრაგმიანი ლინზებით) და LG G7(F1.6 და F1.9 დიაფრაგმიანი ლინზებით). საშუალო კლასის სმარტფონებიდან გამოირჩევა Nokia 7 Plus(F1.8 და F2.6 დიაფრაგმიანი ლინზებით) და Asus Zenfone 5(F1.8 და F2.0 დიაფრაგმიანი ლინზებით)

WB(თეთრი ფერის ბალანსი)

ამინდი და სხვა გარემო პირობები მოქმედებს გადაღების დროს მიღებულ ფერებზეც, საბედნიეროდ ფერების კორექციის ფუნქცია თქვენს სმარტფონში ნამდვილად არის და თავად შეგიძლიათ დაარეგულიროთ გამოსახულება, რომელსაც თქვენი სმარტფონი გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტად(რაც დამახსოვრებული აქვს სმარტფონის პარამეტრებში).

პარამეტრებიდან შეგიძლიათ აირჩიოთ ავტომატური რეჟიმი, ჩრდილიანი, ღრუბლიანი, დღის სინათლის და ჩვეულებრივი ნათურის სინათლის რეჟიმი.

ხშირ შემთხვევაში შესაძლოა სმარტფონმა ვერ შემოგთავაზოთ საუკეთესო ფერების ვარიანტი, თუმცა ეს არ არის ტრაგედი! ფერების რეგულირება ხელითაც შეგიძლიათ და აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე მისაღები. თეთრი ფერის ბალანსი კამერების ინდისტურიაში იზომება Kelvin-ით.

P.S.

იმ შემთხვევაში თუ მოგეწონათ სტატია, აცილებლად დააგომენტარეთ და მეც რა თქმა უნდა აუცილებლად გავაგრძელებ მოცემული სტატიის შემდეგ ნაწილ(ებ)ს, ასევე მსგავსი ტიპის სტატიებსაც, რომელიც გასწავლით სმარტფონის გამოყენებას ისე, რომ თქვენი სმარტფონი კიდეფ უფრო პროდუქტიული გახდეს.

გაწვრიანდით ჩვენს ტექნოლოგიურ ჯგუფში და გაიგეთ უფრო მეტი ტექნოლოგიური სამყაროდა, გახდით უფრო ინფორმირებულნი. 😉

გაწევრიანება

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close