სიახლეები

ტექნოპარკში Galaxy S9 და S9+ სმარტფონების პრეზენტაციაზე გაუთვალისწინებელი ინციდენტი მოხდა

სამსუნგმა ტექნოპარკში Galaxy სერიის ახალი S9 და S9+ სმარტფონები სპეციალურად ტექნოლოგიური სფეროს სტუდენტებისა და პროფესიონალებისათვის წარადგინა. ღონისძიებზე, რომელსაც ყველა ასე ველოდით მოულოდნელი ინციდენტი მოხდა. სამსუნგის ახალ  სმარტფონებზე საუბრისას წამყვანი შემთხვევით სცენიდან ჩამოვარდა და სასწაულებრივად გადაურჩა სერიოზულ დაზიანებებს. სამწუხაროდ, „ტრავმებს“ ვერ გადაურჩა ახალი Galaxy S9+, რომელსაც დავარდნისას ეკრანი გაუტყდა.

სამსუნგის პრეზენტაცია <3

Samsung Georgia ???

Posted by Bakhva Bregvadze on Tuesday, May 1, 2018

ინციდენტი შემთხვევით მოხვდა ფეისბუქის ლაივ ვიდეოში, რომელსაც მსახიობი ბახვა ბრეგვაძე იღებდა. მიუხედავად დაშავებისა, წამყვანმა გამოსვლა არ შეწყვიტა, სცენას დაუბრუნდა და პრეზენტაცია განაგრძო. უხერხულობის მომენტიდან მან მოხერხებულად დაიძვრინა თავი სამსუნგის “უსაზღვრო ეკრანის გარანტიაზე” საუბრით, რომელიც სწორედ ეკრანის დაზიანების შემთხვევებზეა გათვალისწინებული და 1 წლის განმავლობაში გატეხილი ეკრანის საჩურად შეცვლას გულისხმობს. სასაცილოა, რომ უსაზღვრო ეკრანის გარანტია პირველად სწორედ სამსუნგის წარმომადგენელს დასჭირდა.

 

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close