მთავარირობოტები

ყველაზე ადამიანური ქალი რობოტი “სოფია”, რომელიც ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქე არის!

ჩინეთში ქალაქ ჰონგ-კონგში Hanson Robotics-ის და Google-ის მშობელ კომპანიის Alphabet-ის მიერ(ეს უკანასკნელი მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანიაა, რომელიც მსგავს ინდუსტრიაში მოღვაწეობს და Alphabet-ის შვილობილი კომპანიაა Google-ი, რომელიც მშობელთან შედარებით ძალიან პატარა კომპანიად ითვლება) 2015 წელს შეიქმნა ყველაზე ადამიანური ქალი რობოტი “სოფია”. მისი პირველი გამოსვლა 2016 წელს შედგა აშშ-ში ტეხასის შტატში. მას შეუძლია 50 სხვადასხვა სახის გამონათქვამების ჩვენება და სიმღერა. მან მსოფლიოს მასშტაბით მრავალ ინტერვიუებში მიიღო მონაწილება, რის შემდეგაც ხალხის დიდი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა. ამავე წლის ოქტომბერში სოფია საუდის არაბეთის მოქალაქე გახდა და მსოფლიოში პირველი რობოტის ტიტულიც მიიღო, რომელსაც მოქალაქეობა აქვს.

სოფიას თვალებში კამერები აქვს ჩაშენებული, რომლითაც შეუძლია დანახვა და ინფორმაციის დამახსოვრება, შემდეგ კი ამ ინფორმაციის გამოყენება. 2018 წელს სოფია პროგრამულად განახლდა, მას უკვე ფეხებიც მიუმაგრეს და სიარულიც შეეძლო. სოფია პასუხების გასაცემად ბლოკჩინოს ღრუბლოვან ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც კონცეფტუალურად ELIZA-ს ხელოვნური ინტელექტის პროგრამას ჰგავს და ის განაგრძობს განვითარებას.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაინტერესებს სოფიას ცხოვრების მოვლენები, დაგვიწერეთ კომენტარებში და მის შესახებ ხშირად მოგაწვდით ინფორმაციებს! სად ცხოვრობს, ვის ხვდება, სად მოღვაწეობს და ა..შ.

 

 

 

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close