მთავარისიახლეები

ყველაფერი, რაც Apple-ის 12 სექტემბრის ღონისძიებაზე ვიცით

 

სულ რამდენიმე საათია გავრცელდა ინფორმაცია, რომ Apple-ის შემოდგომის ღონისძიება სტივ ჯობსის თეატრში, 12 სექტემბერს გაიმართება. უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია სამი სმარტფონის წარდგენას აპირებს. ერთი იქნება 5.8 ინჩიანი განვითარებული მოდელი, მეორე 6.1 ინჩიანი, შედარებით იაფი, სმარტფონი LCD ეკრანით და მესამე, მთავარი წარმომადგენელი ამ ღონისძიებისა – 6.5 ინჩიანი ფლეგშიფი. ალბათ, უნდა ვივარაუდოდ, რომ სწორედ ეს უკანასკნელი გაუწევს კონკურეციას კონკურენტი კომპანიების მთავარ წარმომადგენლებს.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. გავრცელდა ჭორები, რომ ეფლი აპირებს წარადგინოს ორი აიპად პრო – 10.5 და 12.9 ინჩიანი ეკრანებით, სახის ამოცნობით განბლოკვით და სხვა ფუნქციებიით.

ასევე, მეოთხე თაობის სმარტვოჩის წარდგენა ეფლის მთავარი კოზირია. ველოდებით, რომ საათი შედარებით დიდი ზომის იქნება, უფრო სოლიდურ შესახედაობას შეიძენს და ვიბრირებული ღილაკი დაემატება. თუმცა, მთავარი ფაქტი მაინც მისი დიზაინია, რომელზეც ვარაუდობენ, რომ წინა თობებისგან ძალიან განსხვავებული იქნება და შემოგვთავაზებს ახალ ხედვას ჭკვიანი საათების სამყაროში.

მოკლედ, ძალიან ბევრი საინტერესო რამ გველოდება წლის ერთ-ერთ მთავარ ტექნოლოგიურ მოვლენაზე, რომელიც 12 სექტემბერს სტივ ჯობსის თეატრში გაიმართება.

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close