მთავარიმობილური სამყაროსასპონსორებულისიახლეები

შეუკვეთე Samsung Galaxy Note 9 წინასწარ და საჩუქრად მიიღე უკაბელო ყურსასმენები JBL Duet!

Samsung-ის უახლესი და სუპერ მძლავრი ფლაგმანის, Galaxy Note9-ის წინასწარ შეკვეთები დაიწყო და 30 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს!!  შეუკვეთეთ წინასწარ Galaxy Note9 სამსუნგის ბრენდ მაღაზიასა და ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში სამსუნგის ჰოლოგრამით და მიიღეთ საჩუქრად JBL Duet უსადენო ყურსასმენები.

2018 წლის 9 აგვისტოს Samsung Electronics-მა სმარტფონების ტექნოლოგიური განვითარების პიკი წარადგინა  – Galaxy Note9.  განსაკუთრებული აქცენტი Galaxy Note9-ში სწორედ ისეთ ფუნქციებზე, შესაძლებლობებზე და მახასიათებლებზეა გაკეთებული, რომლებიც თანამედროვე ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება. ახალ ფლაგმანს შეუძლია გახდეს თქვენი თანაშემწე ყოველდღიური ამოცანების უფრო სწრაფად და ეფექტურად დაძლევაში.  მომხმარებელი უფრო პროდუქტიული და წარმატებული გახდება, რადგან მას უფრო მეტი შესაძლებლობები ექნება ვიდრე სხვას. Galaxy Note9 არის სმარტფონი მათთვის, ვისი სამსახურიც არ მთავრდება საღამოს 6 საათზე, ხოლო ცხოვრება არ მთავრდება საღამოს 9 საათზე. ამ სმარტფონის საშუალებით შეგვიძლია ვიმუშაოთ იქ სადაც გვინდა, და გავერთოთ მაშინ, როცა გვინდა.

Galaxy Note9 არის სამსუნგის პირველი სმარტფონი, რომლის საბაზისო მეხსიერება არის 128 GB (Galaxy Note9 32, ან 64 GB შიდა მეხსიერებით არ არსებობს).  ეს სიახლე გამომდინარეობს თანამედროვე მოთხოვნებიდან. შიდა მეხსიერების დიდი რაოდენობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც უყვარს ბევრი სურათისა თუ ვიდეოს გადაღება. Galaxy Note9-ს დღესდღეობით უმაღლესი ხარისხის 4K ვიდეოს გადაღება შეუძლია 60კადრი/წამში სიჩქარით. იმ იშვიათი შემთხვევებისათვის, როდესაც 128 GB არ იქნება საკმარისი არსებობს micro SD ბარათის დამატების შესაძლებლობა 512 GB-მდე, ასე რომ Galaxy Note 9-თან შეგიძლიათ დაივიწყოთ ყველანაირი შეზღუდვა.

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე Galaxy Note9-ში არის საოცრად დიდი, 4,000 მილიამპერიანი აკუმულატორი, რომლის საშუალებითაც სმარტფონი მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს სრული დატვირთვით და არასდროს გვიღალატებს. ხანგრძლივ მუშაობას და საოცრად მაღალ წარმადობას ხელს უწყობს Samsung-ის ამ დროისათვის უძლიერესი ცენტრალური პროცესორი 10 ნანომეტრიანი Exynos 9810 Octa,  რომელსაც აქვს გაგრილების ინოვაციური მექანიზმი და ფაქტიურად არ ხურდება. ეს კი დადებითად აისახება როგორც მუშაობის სისწრაფეზე ასევე ენერგომოხმარებაზე.

Galaxy Note სერიის განუყრელი ატრიბუტი სენსორული კალამი S Pen კიდევ უფრო საინტერესო და გამოყენებადი გახდა. მისი საშუალებით შესაძლებელია უწვრილესი 0.7მმ ხაზების გავლებაც კი. ის ძალიან მგრძნობიარეა და განარჩევს შეხების 4096 დონეს. რაც შეეხება ყველაზე საინტერესო ფუნქციას რაც დაემატა Galaxy Note9-ის S Pen-ს – მისი საშუალებით უკვე შესაძლებელია სმარტფონის დისტანციურად მართვა, სურათების გადაღება 10-15 მეტრის მანძილიდან, პრეზენტაციის სლაიდების გადართვა, მუსიკის მართვა და კიდევ სხვა ფუნქციები. ეს Bluetooth ტექნოლოგიით არის შესაძლებელი, რომელიც S Pen-შია ინტეგრირებული.

Galaxy Note9-ს აქვს უსაზღვრო ეკრანი. იგი იმდენად სრულყოფილია, რომ Mobile HDR Premium სერთიფიკატიც კი აქვს. სმარტფონის ეკრანის ფორმა 18.5:9-ზეა და შესაბამისად ის მორგებულია თანამედროვე ფილმებზე, თამაშებსა და მაღალი ხარისხის ვიდეოებზე. Galaxy Note9-ზე გამოსახულება გაიშლება მთლიანად, შავი ჩარჩოების გარეშე. შესაბამისად Galaxy Note9-ის 6.4” ინჩიანი ეკრანი იდეალურია ნებისმიერი მულტიმედია კონტენტით მაქსიმალური სიამოვნების მიღებისათვის.

Galaxy Note9 აღჭურვილია კამერით, რომელიც შთამბეჭდავი სურათებისა და ვიდეოების გადაღების საშუალებას გვაძლევს  დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ყველაზე შთამბეჭდავი Galaxy Note9-ის კამერაში მისი მოძრავი დიაფრაგმაა. (კამერის მოძრავი დიაფრაგმის ტექნოლოგია სმარტფონების ინდუსტრიაში მხოლოდ Samsung-ს აქვს).  ამ უნიკალური ფუნქციის დახმარებით თქვენ შეძლებთ გადაიღოთ მაქსიმალურად კონტრასტული და ნათელი სურათები. Galaxy Note9 აქვს მეორე ძირითადი კამერაც, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სურათის გადაღება ცოცხალი ფოკუსის რეჟიმით. ამ რეჟიმში ყურადღების

ეპიცენტრში ექცევა მთავარი ობიექტი, ხოლო მისი ფონი და ყველაფერი დანარჩენი ხდება ბუნდოვანი. ეს ძალიან ეფექტურია და სურათს კიდევ უფრო მომხიბვლელს და დასამახსოვრებელს ხდის. მეორე კამერის დახმარებით ასევე შესაძლებელია კადრის 2-ჯერ ახლოს მოტანა ხარისხის დაკარგვის გარეშე, ანუ ოპტიკურად მოახლოვება. ამის გაკეთება შესაძლებელია როგორც სურათის, ასევე ვიდეოს გადაღების დროს. Galaxy Note9-ს შეუძლია გადაიღოს სუპერ შენელებული გადაღება 960 კადრი წამში სიჩქარით (Super Slow-Mo) და დრო 32-ჯერ შეანელოს. Galaxy Note9 იღებს UHD გაფართოების ვიდეოს 60 კადრი წამში სიჩქარით, ან 30 კადრი წამში სიჩქარით ვიდეო სტაბილიზაციით.

არ დაგავიწყდეთ, რომ Galaxy Note9 IP68 სტანდარტით წყალ და მტვერგამძლეა (30 წუთის განმავლობაში 1.5 მეტრ სიღრმეზე). თქვენ შეგიძლიათ ჩადოთ ის წყალში ან გადაიღოთ სურათები წყალქვეშ. .

Galaxy Note9 გამოირჩევა უსაფრთხოების კუთხითაც. ის გვთავაზობს 4 სხვადასხვა მექანიზმით ერთდროულად სმარტფონის განბლოვკის შესაძლებლობას. შეგიძლიათ გამოიყენოთ პინ კოდი, თითის ანაბეჭდის სკანერი, სახის ამომცნობი სენსორი ან თვალის ფერადი გარსის სკანერი.

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close