მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

შეცდომა iOS12-ში, რომელიც თქვენს iPhone-ში არსებულ ფოტოებს და კონტაქტებს მარტივად გატეხვადს ხდის!

iPhone-ის ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის უკვე რამდენიმე დღეა ოფიციალურად ჩაეშვა ახალი ოპერაციული სისტემა iOS12 და მალევე iOS12.1-ის ბეტა ვერსიაც შემოგვთავაზა Apple-მა. თუმცა ოფიციალურ სტაბილური სისტემაში iOS12-ში დიდი შეცდომა დაფიქსირდა, რომელიც მომხმარებლებისთვის შესაძლოა დიდი პრობლემაც გახდეს.

ე.წ. პასკოდის შემთხვევაში “ხმოვანი ბრძანებებით” მესამე პირისთვის მარტივად შესაძლებელი გახდა შეაღწიოს მომხმარებლის კონტაქტებში და ფოტოებში, რისთვისაც საერთოდ არ არის საჭირო ე.წ. ჰაკერულ დონეზე სისტემის ცოდნა.

იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ მსგავსი უსიამოვნო შემთხვეა, თქვენს iPhone-ში განახორციელეთ შემდეგი ქმედება: Settings > Face ID & Passcode და დაინახავთ ღილაკს შემდეგი წარწერით “Allow access when locked”.

იხილეთ ვიდეო, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ მარტივად შეაღწია ვიდეოს ავტორმა კონტაქტებში და ფოტოებში.

 

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close