მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

ჩინური ბრენდების სმარტფონები და მოტყუებული მომხმარებელი!: Xiaomi, Huawei, OnePlus და სხვა

ტოპ და ბევრად გამოცდილ ბრენდებთან შედარები ჩინური ბრენდები ბევრად დაბალ ფასად უფრო მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით გვთავაზობენ თავიან სმარტფონებს და ამით მომხმარებლის მოხიბვლასაც ახერხებენ. მოდით ერთად ვნახოთ რატომ გვთავაზობს ჩინური ბრენდები გაცილებით დაბალ ფასს და ამით არის თუ არა მოტყუებული მომხმარებელი.

განხილვას Huawei-თ დავიწყებ, რადგან ეს გახლავთ ყველაზე ძვირად ღირებული ჩინური ბრენდი, რომელიც ტოპ სმარტფონების მწარმოებლის სტატუსს ინარჩუნებს უკვე წლებია. თუმცა, მოდით გადავხედოთ, რეალურად რას გვთავაზობს.

რადგან Huawei ტოპ ბრენდი გახდა, თავისი საშუალო კლასის და ბიუჯეტური სმარტფონებიც ფასის გათვალისწინებით უთანაბრდება სხვა ტოპ ბრენდებს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ტოპ ბრენდები ტექნიკური მახასიათებლებით უკეთეს ვარიანტს გვთავაზობს. მაგალითისთვის, Huawei P20 Lite-ის საბაზრო ღირებულება საქართველოს ტერიოტირიაზე შეადგენს 999 ლარს, რაც ნამდვილად არ არის დაბალი ფასი, მაგრამ მიუხედავად მაღალი ფასისა, მის შემადგენლობაში არ გვხდება შემდეგი მახასიათებლები: კამერაზე არ გვხდება ოპტიკური ან თუნდაც ელექტრონული სტაბილიზაცია, არ გვხდება 4K ვიდეო გადაღება და ჩიფსეტიც უკვე კარგად მოძველებული Kirin 659 არის შემოთავაზებული, რომელიც კონკურენტებს ბევრად ჩამორჩება პერფომანში და საშუალო დონის თამაშების გაშვებაც შეუძლებელი ხდება.

ფლაგმანური Huawei P20 Pro-ს საბაზრო ღირებულება საქართველოში შეადგენს 2400 ლარს და ევროპაში 900 ევროს, რაც ხშირ შემთხვევაში სხვა ტოპ ბრენდის ფლაგმანზე მაღალი ფასიც კი არის ან უთანაბრდება. მაგრამ არააქვს ფლაგმანური სმარტფონისთვის დამახასიათებელი შემდეგი ტექნიკური მახასიათბლები: არააქვს მაღალი რეზოლუციის ეკრანი და მხოლოდ FHD რეზოლუციას გვთავაზობს, არააქვს HDR ტექნოლოგიის ეკრანი(რაც 2018 წლის ფლაგმანურ სმარტფონებში გვხდება და მნიშვნელოვანი სიახლეა), არააქვს 4K ვიდეოს გადაღება 60 კადრით წამში, არააქვს 4K HDR ვიდეო გადაღება, ვიდეო სტაბილიზაცია მხოლოდ FHD რეზოლუციაზე ირთვება და ისიც 30 კადრით წამში, არააქვს Bluetooth 5.0 ტექნოლოგია და ვერ ერთვება Project Treble პროგრამაში, რადგან Qualcomm-ის ჩიფსეტების მაგივრად საკუთარი წარმოების Kirin-ის ჩიფსეტებს გვთავაზობს თავის სმარტფონებში, შესაბამისად განახლებებიც კვლავინდებურად იგვიანებს. ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, Huawei-მ აღნიშნულ ფლაგმანურ სმარტფონში ლითიუმ პოლიმერის ტექნოლოგიის ბატარეა გამოიყენა, რაც საშუალებას აძლევს ციფრებში დიდი მოცულობის ბატარეა შემოგვთავაზოს, თუმცა რეალურად აღნიშნული ტექნოლოგიის ბატარეა სწრაფად იწყებს კვდომას. გარდა ამისა, P20 Pro-ში წარმოდგენილი Kirin 970-ის ჩიფსეტი ყველაზე სუსტი ჩიფსეტია 2018 წლის ფლაგმანურ სმარტფონებში და კონკურენციას ძლივს უწევს Qualqomm-ის შარშანდელ ჩიფსეტის Snapdragon 835-ს! აღარ შევადარებ Snapdragon 845-ს.

კიდევ ერთი წარმატებული ბრენდი Xiaomi საკმაოდ მიმზიდველ საშუალო კლასის და ბიუჯეტურ სმარტფონებს უშვებს, ფლაგმანურ სმარტფონებს არ შევეხები, რადგან ფაქტობრივად აღნიშნულ სეგმენტში Xiaomi-ს სმარტფონები ახლოსაც ვერ მიდის სხვა ბრენდის ფლაგმურ სმარტფონებთან. მიუხედავად იმისა, რომ საშუალო და ბიუჯეტური სმარტფონები ძალიან კარგები აქვს, კარგი ტექნიკური მახასიათებლებით და დაბალი ფასით! არსებობს ერთი ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც ეხება მომხმარებლის პირად მონაცემებს! Xiaomi სამწუხაროდ თავისი მომხმარებლის მონაცეებს სხვადასხვა კომპანიაზე ყიდის მომხმარებლის დაუკითხავად.

მონაცემების გაყიდვა ასევე დაფიქსირებულია ყველასთვის საყვარელ(მათ შორის ჩემთვისაც) ბრენდისგან OnePlus-ისგან, რომელიც მხოლოდ სხვა ბრენდის ფლაგმანების მკვლელ სმარტფონს გვთავაზობს, ბევრად მძლავრს ორჯერ დაბალ ფასად ვიდრე სხვა ბრენდებს აქვს. თუმცა, როგორც ცნობილია ახალ ფლაგმანურ სმარტფონში OnePlus-მა გაითვალისწინა მომხმარებლის შენიშვნები(რაც ჩემთვის საეჭვოა). თუმცა, OnePlus 6 დღეს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და პოპულარული სმარტფონია.

ჩემი რჩევა იქნება, ნუ მოუსმენთ მარკეტინგულ რეკლამებს, გაეცანით სხვადასხვა განხილვებს ობიექტური შეფასების გამოსატანად და შემდეგ გადაწყვიტეთ ღირს თუ არა 2000 ლარის ან მეტის გადახდა ისეთ სმარტფონში, რომელიც ბევრი უარყოფითი დეტალით ხასიათდება.

გაწევრიანდით ჩვენს ტექნოლოგიურ ჯგუფში და მიიღეთ რჩევა კონსულტანცია პროფესონალებისგან.

გაწევრიანება

 

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

1 thought on “ჩინური ბრენდების სმარტფონები და მოტყუებული მომხმარებელი!: Xiaomi, Huawei, OnePlus და სხვა”

  1. მართალი ხარ 100%-ით, მაგრამ რეალურად “შაომის” ბიუჯეტურ სეგმენტში არ ყავს ნამდვილი კონკურენტი, ერთადერთი იმედი ნოკიაა თავისი სუფთა ანდროიდით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close