TOPმთავარისხვატექსტურიწლის

ჭკვიანი დინამიკები მუსიკის მოყვარულთათვის

მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გადავწყვიტე გაგაცნოთ რამდენიმე “ჭკვიან” დინამიკს. მოდი ჯერ მოკლედ განვიხილოთ რა არის და რა შეუძლია ჭკვიან(Smart) დინამიკს? მათ შეუძლიათ ხმოვანი ბრძანებების შესრულება. შეუძლია დაუკრას მუსიკა WiFi საშუალებით სხვა მოწყობილობასთან დაკავშირების გარეშე. ასევე უმეტესობა მათგანს აქვს Bluetooth და შეუძლია დაუკავშირდეს ჩვენს სმარტფონს. მათ შეუძლიათ გააკონტროლონ სახლის ჭკვიანი აქსესუარები ხმოვანი ბრძანებებით. შეუძლიათ მოგაწოდონ ინფორმაცია სიახლეების შესახებ, გითხრათ ამინდის პროგნოზი, დააყენოს მაღვიძარა, დაგეხმაროთ დღის დაგეგმვაში და შეასრულოს სხვა ბევრი დავალება. სამწუხაროდ არცერთ დინამიკს არ ესმის ქართული ენა. თუ გაქვთ იმის ფუფუნება რომ იყიდოთ მსგავსი ტიპის დინამიკი შემოგთავაზებთ მცირე გზამკვლევს, რაც დაგეხმარებათ არჩევანი გააკეთოთ თქვენთვის საუკეთესოზე.

Apple HomePod

ეს არის ჭკვიანი დინამიკი რომელიც Apple-ის ხელოვნურ ინტელექტ Siri-ს მხარდაჭერით მუშაობს. Siri და Apple Music შესანიშნავად თანამშრომლობენ. საჭიროა მხოლოდ უთხრათ Siri-ს დაუკრას რომელიმე მუსიკა, ის მოძებნის მას Apple Music-ში და დაუკრავს HomePod-ში. Apple-მ მართლაც კარგი დინამიკი წარადგინა, რადგან ის ხელოვნურ ასისტნენტთან ერთად შესანიშნავ ხმას გვთავაზობს, რომელიც მუსიკის მოსმენას სასიამოვნოს ხდის. ის შექმნილია Apple-ს ინჟინრების მიერ. შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ აქვს საუკეთესო ხმა. ოთახის ნებისმიერ ადგილას დადებისას მისი ხმა მთელ ოთახში გადანაწილდება და მისი მოსმენა სიამოვნებას მოგანიჭებთ. მას შეუძლია დაუკავშირდეს მეორე HomePod-ს და Stereo სისტემა შექმნას, ასევე როგორც სხვა ჭკვიან დინამიკებს შეუძლია მართოს სახლის ჭკვიანი მოწყობილობები და შეასრულოს სხვა დავალებები. ის გამოიყურება საკმაოდ ლამაზად და აქვს კომპაქტური ზომა, გვხვდება მუქ ნაცრისფერ და თეთრ ფერებში.
მისი ფასი Apple Store-ში 349 დოლარს შეადგენს, ხოლო საქართველოში საკმაოდ ძვირია და 1499 ლარი ღირს.

Google Home

Google Home ჭკვიანი დინამიკების ოჯახია, მას სამი წარმომადგენელი, Google Home Mini, Google Home და Google Home Max ყავს. როგორც მიხვდებოდით Google Home Mini არის პატარა დინამიკი, Google Home საშუალო ზომის, შედარებით უკეთესი ხმით, Google Home Max კი საკმაოდ დიდი დინამიკია მაღალი ხმით, რომელიც წვეულებების დროსაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. სამივე მათგანს აქვს Google Assistant მხარდაჭერა და როგორც სხვა ჭკვიან დინამიკების შემთხვევაში შეგვიძლია ვმართოთ ხმოვანი ბრძანებებით. Google Assistant-ს საკმაოდ ბევრი დავალების შესრულება შეუძლია, როგორიცაა სახლის ჭკვიანი ნივთების მართვა, ზარის განხორციელება, სიახლეების მოწოდება, ვალუტის კურსის თუ ამინდის გაგება. ის მართლაც ჭკვიანი დინამიკია. რადგან ვსაუბრობთ დინამიკებზე მუსიკის მოყვარულთათვის ბევრს არ ვისაუბრებ Google Home Mini-ზე, რადგან ვფიქრობ ის ვერ მოგხიბლავთ მუსიკის მოყვარულებს მისი ხმით, თუმცა იდეალურია თუ ჭკვიანი დინამიკი გსურთ, ხელმისაწვდომ ფასად. ის მხოლოდ 49 დოლარი ღირს. Google Home-ს ნამდვილად აქვს კარგი ხმა და დიზაინი, მისი ფასი 129 დოლარი არის და თუ არჩევანს მასზე გააკეთებთ ნამდვილად არ დარჩებით უკმაყოფილო. ხოლო რაც შეეხება Google Home Max-ს ის დიდი დინამიკია, რომელსაც შეუძლია მთელ ოთახში მაღალ ხმაზე მოგასმენინოთ მუსიკა, ის დიდ სივრცეშიც გაუმკვლავდება დავალებას და თავისუფლად შეძლებს თავი მოგაწონოთ. მისი ფასი 399 დოლარია.

Amazon Echo

Amazon-ი გვთავაზობს რამდენიმე ჭკვიან დინამიკს. ესენია: Amazon Echo Dot – პატარა დინამიკი 40 დოლარად რომელიც მუსიკისაც დაუკრავს თქვენთვის და თქვენს ხმოვან ბრძანებებსაც შეასრულებს; Amazon Echo – ეს დინამიკი 85 დოლარი ღირს, ის უკეთეს ხმას გთავაზობთ; Amazon Echo Plus – ამ დინამიკის ფასი 150 დოლარს შეადგენს და მას აქვს საკმაოდ კარგი ხმა, რომელიც მუსიკის მოყვარულებს ნამდვილად მოგეწონებათ; Amazon Echo Spot – მას აქვს პატარა ეკრანი და ვიდეოების ჩვენებაც შეუძლია, მისი ფასი 130 დოლარია; Amazon Echo Show ამ უკანასკნელს კი აქვს შედარებით დიდი ეკრანი. მისი ფასი შეადგენს 230 დოლარს. მას შეუძლია ხმოვან ბრძანებების შესრულებასთან ერთად ეკრანზე გიჩვენოთ გამოსახულებები. მაგალითად შეუძლია დაუკავშირდეს სახლის ჭკვიან კამერებს და გიჩვენოთ თუ რა ხდება მათ წინ ან გაყურებინოთ ვიდეო კლიპებს. ხუთივე მათგანს აქვს Amazon-ის ხელოვნური ასისტენტის Alexa-ს მხარდაჭერა და თქვენს ხმოვან ბრძანებებს სწორედ ის შეასრულებს. ეს დინამიკები საკმაოდ ხელმისაწვდომია მისი ფასებიდან გამომდინარე და ერთერთი საუკეთესო არჩევანია მომხმარებლისთვის.

Sonos One

ეს არის ჭკვიანი დინამიკი, საკმაოდ მოსახერხებელი დიზაინით და კარგი ხმით. მას აქვს Amazon Alexa-ს მხარდაჭერა და როგორც სხვებს მასაც შეუძლია თქვენი ხმოვანი ბრძანებების შესრულება. ასევე თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ Sonos-ის აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებით დინამიკის გაკონტროლებაში. მისი საშუალებით შეძლებთ 80-ზე მეტი მუსიკალური სერვისით სარგებლობას, როგორებიცაა Google Play Music, Spotify, Apple Music, რადიო თუ სხვა. მისი ფასი 199 დოლარია, რაც არ არის ძვირი. ეს დინამიკი ნამდვილად მოგეწონებათ მუსიკის მოყვარულებს. მას იხილავთ შავ და თეთრ ფერებში.

Ultimate Ears Blast & Megablast

და ბოლოს ცოტა რამ მინდა გითხრათ ამ დინამიკებზე, რომელიც ჩემი ფავორიტია. ეს არის კიდევ ერთი დინამიკი Amazon Alexa-ს მხარდაჭერით, თუმცა ამჯერად აღარ ვისაუბრებთ რა შეუძლია ხელოვნურ ასისტენტს, რადგან ეს უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ. ამ დინამიკების უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ მათ აქვთ ჩაშენებული ელემენტი და არ გიწევთ მისი გამოყენება მხოლოდ სახლში, ასევ ის არის წყალგამძლე. ის განკუთვნილია გარეთ ყოფნის დროს გამოყენებისთვის, მაგალითად ლაშქრობების თუ ტურების დროს ვიდრე იმისათვის, რომ სახლში გვედოს სადენზე მიერთებული. აქვს საკმაოდ კომპაქტური დიზაინი და მისი ჩატევა შესაძლებელია ზურგჩანთაში. UE Blast ღირს 180 დოლარი ხოლო UE Megablast 240 დოლარი. ის შეგიძლიათ დააკავშიროთ Bluetooth-ით თქვენს სმარტფონს და დაუკრათ თქვენთვის სასურველი მუსიკები. ასევე შეგიძლიათ დააკავშიროთ მეორე დინამიკთან და შექმნათ Stereo სისტემა. ეს დინამიკი გთავაზობთ 360 გრადუსიან ხმას, საუკეთესო ბასს, ხელოვნურ ასისტენტს, წყალგამძლეობას და ჩაშენებულ ელემენტს საკმაოდ პატარა ზომაში. ეს ორი მართლაც ერთერთი საუკეთესო დინამიკებია Bluetooth ტექნოლოგიით, ჩაშენებული WiFi-თ და Amazon Alexa-ს მხარდაჭერით. ნამდვილად ღირს რომელიმე მათგანის ყიდვა თუ ამის საშუალება გაქვთ. თქვენ აუცილებლად შეძლებთ იპოვოთ სასურველი ფერი რადგან ეს დინამიკები გვხვდება ლურჯ, ყვითელ, მუქ ნაცრისფერ, შინდისფერ და თეთრ ფერებში.

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close