ბლოგითვისსიახლეებიტექსტური

ჭკვიანი სასტუმრო შანხაიში WeChat-სგან

WeChat-მა (უმსხვილესი ჩინური აპლიკაცია) გადაწყვიტა InterContinental-თან პარტნიორობით შანხაიში გახსნას ჭკვიანი სასტუმრო, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებს ნომრების დაჯავშნას, დისტანციურ შემოწმებასა და გასაღები ბარათების ტელეფონით ჩანაცვლებას. ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება ყოველგვარი დამხმარე პერსონალის ჩარევის გარეშე. ჯავშნის იდინფიცირება მოხდება მომხმარებლის სახის ამოცნობის სისტემით. აქვე გეტყვით, რომ სასტუმრო მიწის ქვეშ, დაახლოებით 27 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს და აღჭურვილია სწრაფი ინტერნეტ კავშირებით.

2014 წლიდან მოყოლებული WeChat-ი და მისი დამაარსებელი კომპანია Tencent-ი აქტიურად მუშაობდნენ ჭკვიანი სასტუმროს შექმნაზე. ჩინეთში ტრადიციულ სასტუმროებში ნომრის აღებამდე ითხოვენ სურათის გადაღებას, ID ბარათის სკანირებასა და მის ასლს. ხოლო ახალი ტექნოლოგიების დახმარებით სახის ამომცნობი გაამარტივებს ოთახის დაჯავშნის პროცესს.

მომხმარებელს WeChat-ის მეშვეობით შეუძლიათ ოთახში კონდიციონერის კონტროლი, ფარდებისა და განათების რეგულირება. აპლიკაციაში მომხმარებლის მონაცემებთან ერთად საკვების ვაუჩერს შეხვდებით, სახის ამოცნობით კი შეუკვეთავთ კერძს თქვენი სურვილისამებრ. ასევე 24 საათის განმავლობაში სასტუმროს მსახურების გამოძახებასაც შეძლებთ აპლიკაციიდან. დღესდღეობით WeChat-ი ინტეგრირებულია რესტონრების ქსელში და შოპინგ ცენტრებშიც. რამდენიმე კვირის წინ Tencent-მა გარიგება დადო Shangri-La-სთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლო მომავალში მეტ ჭკვიან სასტუმროს ვიხილავთ.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close