მთავარი

ჰაკერებმა Facebook-ის 81 000 პირადი მიმოწერა გაასაჯაროვეს!

სულ ახლახანს, ჰაკერების ჯგუფმა 81000 Facebook მომხმარებლის მიმოწერები გაავრცელეს. ამასთანავე, დიდი შანსია იმისა, რომ დაახლოებით 120 მილიონამდე ადამიანი დაზარალდა. გავიხსენოთ გასული თვე, როდესაც ჰაკერების მორიგი თავდასხმა განხორციელდა და 30 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები გატეხეს. თუმცა, ახლანდელი შემთხვევა სრულიად განსხვავდება და არანაირ კავშირში არაა წინა თვის მომხდართან.

BBC-ის საგამოძიებო ჯგუფის განცხადებით, წინა ჰაკერთა გუნდი იყენებდა ბრაუზერის ექსთენშენებს, რათა შეეგროვებინათ მონაცემები. ხოლო, ახლანდელი ჰაკერები მომხმარებლებს შორის მხოლოდ გაგზავნილი მიმოწერების ფრაგმენტებს აგროვებდნენ, ნაცვლად იმისა, რომ აეღოთ Facebook სერვერებზე არსებული პერსონალური ინფორმაცია. სხვაობა ამ ორ თავდასხმას შორის არის სამიზნეშიც, პირველის შემთხვევაში, ამერიკული პირადი ანგარიშების პერსონალური მონაცემების მოპარვა იყო განზრახული, ხოლო, ამ შემთხევისას იმ მომხმარებლების, რომლებიც რუსეთსა და უკრაინაში ცხოვრობენ. ასევე, ზოგი მიმოწერა ფიქსირდება დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ბრაზილიიდან და სხვა ადგილებიდან, თუმცა, ესენი არ წარმოადგენენ მთავარ სამიზნეებს.

Facebook Messenjer-ის მიმოწერების მოპოვება ჰაკერებს სჭირდებოდათ იმისათვის, რომ შემდგომ, ონლაინ სივრცეში თითო ექაუნთი გაეყიდათ 10 ცენტად. ხოლო ასეთი 81000 მომხარებელი გახლდათ. იმის დასაზუსტებლად, რომ მიმოწერები ნამდვილად ავთენტური იყო, რუსული BBC-ის სამსახური, კიბერ-უსაფრთხოების კომპანია Digital Shadows-სთან თანამშრომლობით, დაზარალებულებს დაუკავშირდა. მათ კი დაადასტურეს, რომ გატეხილი Facebook Messenjer-ის საუბრები იყო რეალური და არა ყალბი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი Facebook-ის დაუცველობას ეხება, მეტი ბრალეულობა ედება სწორედ ბრაუზერების დეველოპერებს, Safari, Firefox-ი და Chrome-ი. კომპანიის იმიჯზე არც ისე სახარბიელოდ აისახება აღნიშნული ფაქტი, განსაკუთრებით კემბრიჯთან დაკავშირებით მომხდარი სკანდალის შემდგომ, რომელსაც არაერთი დიდი გამოხმაურება მოყვა.

 

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close