მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

ჰოლოგრაფიული სმარტფონის RED Hydrogen-ის ტექნიკური მახასიათებლების და გამოსვლის თარიღი ცნობილი გახდა

ვინ შემოგვთავაზებდა ინოვაციურ სიახლეს სმარტფონების სამყაროში? ისევ და ისევ ამერიკული ბრენდი! კომპანია RED-მა შემოგვთავაზა პირველი ჰოლოგრაფიული “Hydrogen”, რომელიც წარმოდგენილია ჰოლოგრაფიული ეკრანითა და კამერით.

Hydrogen-ის შემადგენლობაში 5.7 დიუმიანი QHD რეზოლუციის ნანოტექნოლოგიის 2D, სტერეო 3D და 4V ჰოლოგრაფიული გამოსახულების გამომტანი ეკრანი, Qualcomm Snapdragon 835X-ის ჩიფსეტი(ალბათ ვიხილავთ უფრო ძლიერ ვარიანტსაც, თუმცა აღნიშნული ჩიფსეტი სპეციალურად Hydrogen-ისთვის შეიქმნა), 4500 მილიამპერიანი ბატარეა, ორი სიმ-ბარათის სლოტი, Android 8.0 ოპერაციული სისტემა და აუდიო ჯეკი.

წინაც და უკანაც სმარტფონს ორმაგი კამერები აქვს, 4V ჰოლოგრაფიული ვიდეო გადაღების შესაძლებლობით და ვიდეო ჩატაობის შესაძლებლობით. მის შემადგენლობაში ასევე გვხდება მოდულარული კამერის და ბატარიის დიზიანი, თქვენ შეგეძლებათ გაზარდოთ კამერის და ბატარიის შესაძლებლობები.

მისი გამოსვლა აგვისტოში იგეგმება და საწყისი ფასი 1200 ამერიკული დოლარი იქნება, თუმცა მანამდე 19 მაისს Hollywood-ის სტუდიაში ვიხილავთ ანონსის სახით.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close