TOPმთავარიმობილური სამყაროსიახლეებიწლის

2016-2017 წლის სმარტფონები, რომელთა შეძენას 2018 წელსაც გირჩევთ!

ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ 2018 წელს გამოსული სმარტფონები, რომლებსაც რეკომენდაცია გავუწიეთ. ახლა კი გთავაზობთ გასულ წლებში გამოსულ სმარტფონებს, რომლის შეძენა უკვე დაბალ ფასად შეგიძლიათ და ისევ რჩება პოპულარულთან ერთად სტაბილურ სმარტფონად.

Google Pixel 2 XL

უკვე ერთ წელზე მეტი დრო გავიდა, რაც აღნიშნული სმარტფონი ვიხილეთ, თუმცა დღემდე ხდება მისი შედარება სხვა ბრენდის 2018 წლის სმარტფონებთან, განსაკუთრების აღსაღნიშნავია მისი კამერის შესაძლებლობი, რომელსაც ზოგიერთი უახლესი სმარტფონიც კი ვერ უწევს კონკურენციას. ასევე აღსაღნიშნავია განახლებები, რომელსაც კიდევ 2 წელი ტრადიციულად ყოველთვის პირველად მიიღებს თვეებით ადრე ვიდრე სხვა ბრენდები. მისი ალანდელი ოფიციალური ფასი 650 ამერიკულ დოლარს შეადგენს, თუმცა უფრო დაბალ ფასშიც მოახერხებთ მის შეძენას.

Sony Xperia XZ Premium

18 თვის შემდეგაც XZ Premium-ი კვლავ რჩება Sony-ს სმარტფონებს შორის ყველაზე პოპულარულ სმარტფონად. 5.5 დიუმიანი 4K რეზოლუციის HDR ეკრანი, რაც მსგავსი დონის ეკრანი ჯერ კიდევ სხვა ბრენდს არააქვს. 19 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა SuperSloMo ვიდეო გადაღებით 960 კადრით წამში, სტერეო დინამიკები, HiRes აუდიო სისტემა, უახლესი Android 9 Pie ოპერაციული სისტემა და საუკეთესო პერფომანსი, რომლითაც 2018 წლის სმარტფონებსაც კი უწევს კონკურენციას, ხშირ შემთხვევაში ჯობნის კიდეც. მისი ახლანდელი ოფიციალური ფასი 490 ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც მსგავსი დონის სმარტფონის იდეალური ვარიანტია.

Sony Xperia XZ1

14 თვის წინ გამოსული სმარტფონი Xperia XZ Premium-ის მახასიათებლებით, თუმცა უფრო კომპაქტური 5.2 დიუმიანი FHD რეზოლუციის ეკრანით. ფასი ნამდვილად შთამბეჭდავია და ის მხოლოდ 300 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

Sony Xperia XZ1 Compact

XZ Premium-ის და XZ1-ის პატარა ოჯახის წევრი იდენტური პერფომანსით და 4.6 დიუმიანი ეკრანით. მისი ღირებულებაც 300 ამერიკული დოლარი გახლავთ.

Huawei Mate 10 Pro

გასული წლის ოქტომბერში გამოშვებული მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელიც AI ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი NPU პროცესორით წარსდგა. 4000 მილიამპერიანი ბატარა, Kirin 970-ის ჩიფსეტი, ორმაგი 20+12 მეგაპიქსელიანი კამერა Leica-ს ლინზებით, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება და ეს ყველაფერი საქართველოს ბაზარზე მხოლოდ 1600 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.

Samsung Galaxy Note 8

15 თვის წინ გამოსული Samsung-ის შესანიშნავი ფლაგმანური სმარტფონი, რომლის შეძენაც 600 დოლარის ფარგლებში არის შესაძლებელი. 6.3 დიუმიანი უჩარჩოო დიზაინის Super AMOLED ეკრანი, სტილუსი, ორმაგი კამერის სისტემა და მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით ის კვლავ მოთხოვნად სმარტფონად გვევლინება.

LG G6

2017 წლის კიდევ ერთი შესანიშნავი სმარტფონი, რომელიც ფლაგმანური მახასიათებლებით არის წარმოდგენილი და ამ ყველაფერთან ერთად მაღალი ხარისხის პრემიუმ დიზაინი აქვს, სადაც უჩარჩოო ტიპის 5.7 დიუმიანი 18:9 ფორმატიანი ეკრანი გვხდება. სწორედ აღნიშნული სმარტფონი გახდა 18:9 ფორმატიანი ეკრანის მქონე სმარტფონების ტრენდი. მისი შეძენა საქართველოში 1100 ლარის ფარგლებში არის შესაძლებელი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ G6-ზე პრობლემები არ დაფიქსირებულა.

HTC 10

2016 წლის ფლაგმანური მოდელი, რომლის შეძენაც 150-160 დოლარის ფარგლებში შეგიძლიათ. მის შემადგელობაში Snapdragon 820-ის ჩიფსეტი შედის, რომელიც იდეალურად უმკლავდება ნებისმიერი სირთულის ამოცანას. აღნიშნული სმარტფონი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ სმარტფონად რჩება და განსაკუთრებით Hi-Res აუდიო სისტემა იმსახურებს მაღალ შეფასებებს.

 

სტატია განახლდება……..

 

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close