TOPთვისმთავარიმობილური სამყარო

2018 წლის ინოვაციური სიახლეები სმარტფონებში

2018 წელი თითქოს ერთფეროვანი გახდა სმარტფონების სამყაროში და ყველა ბრენდმა აიტაცა ეკრანში შეჭრილი კამერის დიზაინი. თუმცა მოდით გადავხედოთ, რა ინოვაციები ვიხილეთ 2018 წლის სმარტფონებში.

4K HDR10 ეკრანი

უკვე წლებია 4K რეზოლუციის ეკრანებს სმარტფონებში მხოლოდ Sony გვთავაზობს, ამჯერად კი შემოთავაზებულია 4K რეზოლუციის ეკრანი RGBW პიქსელების განლაგების, 765 პიქსელის სიმჭიდროვით დიუმზე და HDR10 ტექნოლოგია, რომელიც 1.07 მილიარდ ფერს აღიქვამს.

4K HDR10 ვიდეო გადაღება

ისევ Sony-მ შემოგვთავაზა 4K HDR10 ვიდეო გადაღება, რომელიც კვლავ 1.07 მილიონ ფერს აღიქვამს.

40 მეგაპიქსელიანი კამერის სენსორი

Huawei-მ თავის ახალ ფლაგმანურ სმარტფონში 40 მეგაპიქსელიანი Sony-ს კამერის სენსორი შემოგვთავაზა, რომლის ზომაც 1/1.7 გახლავთ და თანამედროვე სმარტფონებში მსგავსი ზომის კამერა არცერთ სმარტფონს აქვს. გარდა ამისა, აღნიშნულ კამერის სენსორში პიქსელების შეკუმშვის ტექნოლოგია არის გამოყენებული, რაც გულისხმობს 4 პიქსელის 1-ში შეკუმშვას, შედეგად 40 მეგაპიქსელიანი ფოტოს ნაცვლად 10 მეგაპიქსელიან ფოტოს ვღებულობთ, თუმცა იზრდება პიქსელების ზომა და 1 მიკრონის ზომის პიქსელების ნაცვლად 2 მიკრონს ვღებულობთ.

SONY AUBE კამერის პროცესორი

Sony-მ Xperia XZ2 Premium-ში შემოგვთავაზა კამერისთვის განკუთვნილი AUBE პროცესორი, რომელიც ორმაგი კამერის სისტემას ეხმარება გამოსახულების გადამუშავებაში და უკეთესი ხარისხის მიღებაში. Sony-ს ორმაგი კამერის მუშაობის პრინციპი განსხვავებულია სხვებისგან, აქ უკვე ორივე კამერა ვიდეოს და ფოტოს გადაღების დროს მუშაობს ერთდროულად, შედეგად ვღებულობთ უკეთეს დეტალიზაციას და ნაკლებ ხმაურს.

Google Project Treble

აღნიშნულ პროგრამა გვეხმარება ლოდინის გარეშე ახალი ოპერაციული სისტემის გამოსვლიდან იმავე დღეს განვაახლოთ ჩვენი სმარტფონი! ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართული ბრენდები გახლავთ: Sony, Essential, Nokia, VIVO, OPPO, XIAOMI და OnePlus.

Super SloMo ვიდეო გადაღება FHD რეზოლუციით

გასულ წელს Sony-მ პირველმა შემოგვთავაზა და სხვებმა 1 წლით დააგვიანეს Super SloMo ვიდეოს გადაღების შესაძლებლობა თავიანთ კამერებში. პირველად Xperia XZ Premium-ში იყო შემოთავაზებული სუპერ შენელებული ვიდეო 960 კადრით წამში HD რეზოლუციით, თუმცა წელს ისევ პირველად Sony-მ თავის ახალი ფლაგმანური სმარტფონების Xperia XZ2-ის სერიაში FHD რეზოლუციით შემოგვთავაზა.

ეკრანში ჩაშენებული ბიომეტრიული სკანერი

დიახ, ეკრანში ჩაშენებული ბიომეტრიული სკანერი უკვე ორ სმარტფონში ვიხილეთ და ორივე კომპანია VIVO-მ გამოუშვა.

სრულიად უჩარჩოო დიზაინი ამოსაწევი კამერით

სმარტფონებში განსხვავებული დიზაინი ისევ VIVO-მ შემოგვთავაზა, სრულიად უჩარჩოო ეკრანის მქონე სმარტფონი VIVO APEX ყოველგვარი ჭრილების გარეშე და ამოსაწევი კამერით.

Google Duplex

წლის მთავარი მოვლენა, Google-ის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც უკვე 8 სხვადასხვა ხმაზე საუბრობს და შეუძლია თქვენს მაგივრად შესრულოს სატელეფონო ზარები, დააშვნოს ადგილები სხვადასხვა დაწესებულებებში და იყოს სრულიად ბუნებრივი.

 

 

 

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close