TOPთვისკვირისმთავარიმობილური სამყაროსიახლეებიწლის

2018 წლის საუკეთესო სმარტფონები კატეგორიების მიხედვით

ხშირ შემთხვევაში მომხმარებელს უძნელდება გააკეთოს სწორი არჩევანი სმარტფონის შეძენის დროს და შეცდომაში შედის, როცა არ ყიდულობს “A” ბრენდის შედარებით ძვირიან სმარტფონს და არჩევანს “B” ბრენდის სმარტფონებზე აკეთებს, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ უფრო ნაკლებ ფასში ბევრად უკეთესს ტექნიკურ მახასიათებლებს. იმ მომხმარებლების საყურადღებოდ, ვინც ასეთ მცდარ გადაწყვეტილებას ღებულობს! სმარტფონის შეძენის დროს თანხის დაზოგვა არ არის რეკომენდირებული, რადგან ის თქვენი პირადი ნივთია და მნიშვნელოვანია მისი მწარმოებელი იყოს სანდო ბრენდი, რომელიც თქვენს პერსონალურ ინფორმაციას არ გასცემს, სწრაფად მოდის უსაფრთხოების და სისტემური განახლებები, ანაწყობის ხარისხზე არ აკეთებს ეკონიმიას დაბალი ფასის შემოთავაზებლად და კომპრომისების სანაცვლოდ, ტექნიკურ მახასიათებლებში გვთავაზობს ხარისხს და არა ციფრებს, ითვალისწინებს მომხმარებლის შენიშვნებს და ა.შ.

“A” ბრენდში შედის ტოპ სმარტფონების მწარმოებლები: Google, Apple, Samsung, Sony, Nokia, Huawei, LG, HTC და OnePlus.

“B” ბრენდში შედის ისეთი სმატფონების მწარმოებლები, რომლებიც ჯერ კიდევ ახლებია ამ ბაზარზე:  Xiaomi, OPPO, VIVO, Meizu, ZTE და ა.შ.

გთავაზობთ ყველაზე ოპტიმალურ სმარტფონებს კატეგორიების მიხედვით, რომლის შეძენასაც ვუწევ რეკომენდაციას.

Google Pixel 2 XL: ლიდერი Android სმარტფონების სამყაროში

მიუხედავად იმისა, რომ Pixel 2 XL არ არის გამორჩეული საუკეთესო ტექნიკური მახასიათებლებით, ის წამყვან პოზიციას იკავებს Android სმარტფონების სამყაროში. Google-ის აღნიშნული სმარტფონი ვფიქრობ დღემდე ინარჩუნებს საუკეთესო კამერაფონის ტიტულს, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი კამერით გადაღებული ფოტოები და ვიდეოები გამოდის იდეალური. გარდა კამერისა, Google-ის სმარტფონი არის ძალიან სწრაფი, შესაბამისად მუშაობს შეფერხებების გარეშე. Pixel სერიის სმარტფონებზე ყოველთვის პირველად მოდის სისტემური და უსაფრთოხოების განახლებები. მოკლედ რომ აგიხსნათ, Google Pixel 2 XL არის ბიზნეს კლასის სმარტფონი, რომელიც არასდროს შეგიქმნით პრობლემებს გამოყენების პროცესში.

Apple iPhone X: საუკეთესო სმარტფონი iOS ოპერაციული სისტემით

საერთოდ iPhone-ებში არ გვხდება რაიმე განსაკუთრებული ფუნქციები, უბრალოდ ის აქვს, რაც უნდა ჰქონდეს ჩვეულებრივ ბიზნესს კლასის სმარტფონს, როგორც არის Google Pixel 2 XL-ის შემთხვევაშიც. ყველაფერი მარტივი, უსაფრთხო და ხარისხიანია. iPhone X ამ ეტაპზე მთავარი ფლაგმანია Apple-ის სმარტფონებში, თუმცა არც მის უფროსს და უმცროსს ძმებს აქვთ პრობლემები.

OnePlus 6: საუკეთესო ფლაგმანური სმარტფონი ხელმისაწვდომ ფასად 

კიდევ ერთი ფლაგმანური სმარტფონი, რომელიც სხვა ბრენდის ფლაგმანურ სმარტფონებთან შედარებით ორჯერ დაბალი ფასი აქვს, თუმცა ტექნიკური მახასიათებლებით უფრო მძლავრია. მაგრამ ფასის სხვაობა არ არის ანაწყობის ხარისხის ხარჯზე! პირიქით, OnePlus 6 ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასის სმარტფონია, რომელიც Project Treble პროგრამაშიც არის ჩართული და უკვე პირველივე დღიდან შეგეძლოთ Android P სისტემის დაგემოვნება.

Sony Xperia XZ2 Premium: საუკეთესო ტექნოლოგიები და საუკეთესო მულტიმედიური სმარტფონი

Sony-მ თავის ახალ ფლაგმანურ სმარტფონში ბევრი ინოვაციური სიახლე შემოგვთავაზა, მათ შორის განსაკუთრებით აღსაღნიშნავია 4K HDR10 RGBW MLCD ეკრანი! ორმაგი 19 და 12 მეგაპიქსელიანი კამერის სისტემა დიდი ზომის დიაფრაგმით, დიდი ზომის პიქსელებით, Super SloMo ვიდეოს გადაღება 960 კადრით წამში FHD რეზოლუციით, 4K HDR10 ვიდეო გადაღება, ISO12800 შუქმგრძნობელობა ვიდეოს გადაღების დროს, ISO51200 შუქმგრძნობელობა ფოტოს გადაღების დროს და კამერისთვის განკუთვნილი სპეციალური პროცესორი AUBE. ასევე გვხდება HI-Res LDAC აუდიო სისტემა, DVS ვიბრაციის ტექნოლოგია, რომელიც თამაშების და ვიდეოების ყურების დროს გადმოსცემს ვიბრაციას შესაბამის მომენტებში. XZ2 Premium საუკეთესოა 4K კონტენტის საყურებლად, თამაშების მოყვარულებისთვის, ფოტოგრაფიისთვის და ვიდეოგრაფიისთვის.

Samsung Galaxy S9: საუკეთოს კომპაქტური ფლაგმანური სმარტფონი

Samsung-ს წელს რაიმე განსაკუთრებული სიახლე წინა წელთან შედარებით არ შემოუთავაზებია, თუმცა თავისი უახლესი ფლაგმანური სმარტფონი Galaxy S9 ერთ-ერთი საუკეთესო სმარტფონის ტიტულს მაინც ატარებს. განსაკუთრებით თუ ავღნიშნავთ მის დიზაინს, მიუხედავად 5.8 დიუმიანი ეკრანისა, ის საკმაოდ კომპაქტურია და ყველაზე კომფორტულიც 2018 წლის სმარტფონებს შორის, თუმცა სხვა გამორჩეული მახასიათებლები მას არ გააჩნია.

Nokia 7 Plus: საუკეთესო საშუალო კლასის AndroidOne სმარტფონი

Nokia-ს სმარტფონები ძალიან კარგ ხარისხთან ერთად საკმაოდ საინტერესო სიახლეებს გვთავაზობს, ის ჩაერთო AndroidOne პროგრამაში, რაც გულისხმობს სისტუმურ და უსაფრთხოების სწრაფ განახლებებს. ჩემი განსაკუთრებული მოწონება Nokia 7 Plus-მა დაიმსახურა, რომელიც დიზაინითაც ძალიან დახვეწილია და ბევრად ძვირად ღირებული სმარტფონის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ფლაგმანურ მახასიათებლებს არანაირად ჩამოუვარდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი საბაზრო ღირებულება საქართველოში 1100 ლარს შეადგენს. 18:9 ფორმატიანი ეკრანი, ორმაგი კამერის სისტემა Zeiss ლინზებით, Project Treble პროგრამა, AndroidOne პროგრამა, 3800 მილიამპერიანი ბატარეა და მეტალის კორპუსი! ეს კომბინაცია თქვენ პროდუქტიულობას კიდევ უფრო გაზრდის.

Sony Xperia XA2 Plus/XA2: საუკეთესო საშუალო კლასის სმარტფონი

Sony ამ კატეგორიაში ლიდერ პოზიციას იკავებს, 18:9 ფორმატიანი 6 დიუმიანი ეკრანი კორპუსთან 80 პროცენტიანი თანაფარდობით, 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა 120 გრადუსიანი ხედვის კუთხით, 23 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა 1/2.3 დიუმის ზომის სენსორით და 4K ვიდეოს გადაღებით, რომელსაც გააჩნია ელექტრონული სტაბილიზაციაც! ასევე შემოთავაზებულია Hi-Res LDAC აუდიო სისტემა, 6 გიგაბაიტიანი LPDDR4X ოპერატიული მეხსიერება, 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა 400 გიგაბაიტით 3580 მილიამპერიანი ბატარეა. მისი უმცროსი ძმა 5.2 დიუმიანი ეკრანით და 3300 მილიამპერიანი ბატარიით არის შემოთავაზებული. მეტალის ძალიან დახვეწილი დიზაინი მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

Huawei P20 Pro: საუკეთესო კამერაფონი

Huawei მსოფლიოში პირველია, რომელმაც P20 Pro-ს სახით წარმოგვიდგინა სმარტფონი სამმაგი კამერის სისტემით. კამერის განსაკუთრებული მახასიათებლებიდან გამორჩეულია 3X ოპტიკური ზუმი და 40 მეგაპიქსელიანი 1/1.7 დიუმის ზომის სენსორი, რომელიც 2018 წლის სმარტფონებს შორის ყველაზე დიდია. გარდა ამისა, Huawei-ს აქვს კამერის საუკეთესო აპლიკაცია საუკეთესო პროფესიონალური რეჟიმებით.

Nokia X6: საუკეთესო საშუალო კლასის სმარტფონი ხელმისაწვდომ ფასად

iPhone X-ის დიზაინის სტილში Nokia-ს 200-250 ამერიკული დოლარის ფარგლებში თავისი საშუალო კლასის სმარტფონი X6 შემოგვთავაზა, რომელსაც ყველაფერი აქვს რაც სმარტფონში გჭირდება. Qualcomm-ის ტოპ ჩიფსეტი Snapdragon 636, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, ორმაგი კამერის სისტემა 4K ვიდეო გადაღებით, 5.84 დიუმიანი ეკრანი 80.3 პრცენტიანი თანაფარდობით კორპუსთან და Android 8.1 ოპერაციული სისტემა

Nokia 2.1: საუკეთესო ბიუჯეტური სმარტფონი

საუკეთესი ბიუჯეტური სმარტფონის მწარმოებლადაც Nokia მოისაზრება. Nokia 2.1-ში გვხდება Android Go Edition ოპერაციული სისტემა, რაც გულისხმობს მის სტაბილურად მუშაობას. ასევე გვხდება დახვეწილი პრემიუმ დიზაინი, ორმაგი დინამიკი წინა პანელზე და 4000 მილიამპერიანი ბატარეა. მისი საბაზრო ღირებულება სულ რაღაც 100 ევრომდეა.

წელს საუკეთესო სმარტფონებიდან ასევე უნდა ველოდოთ შემდეგ ფლაგმანებს: Google Pixel 3 სერიას, Samsung Galaxy Note 9-ს, Apple-ის 2018 წლის iPhone-ებს, Huawei Mate 20 სერიას, Sony Xperia XZ3-ს და OnePlus 6T-ს.

 

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close