TOPთვისკამერებიმთავარიმობილური სამყაროსიახლეები

2018 წლის ტოპ 3 სმარტფონი საუკეთესო კამერით

გთავაზობთ სამ საუკეთესო კამერის მქონე სმარტფონს, რომელიც გამოირჩევა კამერის ტექნოლოგიებით და საუკეთესო პროგრამული მხარდაჭერით. სმარტფონების თანმიმდევრობა დალაგებულია კამერის ტექნოლოგიების მიხედვით.

Huawei P20 Pro

P20 Pro-ს უკანა პანელზე სამი მთავარი კამერა გვხდება 20 მეგაპიქსელიანი მონოქრომული F1.6 დიაფრაგმიანი ლინზებით, 40 მეგაპიქსელიანი RGB  გიგანტური 1/1.7 დიუმის ზომის სენსორით(რაც ბაზარზე არსებულ სმარტფონებს შორის საუკეთესოა), გიგანტური 1 მიკრონის ზომის პიქსელებით(თუმცა ღამის რეჟიმით თქვენ შეგიძლიათ 10 მეგაპიქსელიანი ფოტოს გადაღება 2 მიკრონის ზომის პიქსელებით), სენსორი F1.8 დიაფრაგმიანი ლინზებით და 8 მეგაპიქსელიანი ტელეფოტო კამერა F2.4 დიაფრაგმიანი ლინზებით. აქ ასევე გვხდება 4K ვიდეო გადაღება, სუპერ SloMo ვიდეო გადაღება 960 კადრით წამში, ელექტრონული სტაბილიზაცია ოპტიკური სტაბილიზაცია, 3X ოპტიკური ზუმი(5X უდანაკარგო ზუმი და 10X ციფრული ზუმი) და IR-RGB სენსორი.  რევოლუციური ISO მგრძნობელობის მაქსიმალური მაჩვენებელი  102,400. წინა კამერად 24 მეგაპიქსელიანი სენსორი გვხდება F2.0 ლინზებით

Sony Xperia XZ2

Xperia XZ2-ის მახასიათებლებში შედის 19 მეგაპიქსელიანი Sony IMX400 სერიის მესამე თაობა(ეფექტური პიქსელების რაოდენობა გახლავთ 21 მილიონი)  1/2.3 დიუმის ზომის სენსორი (რომელიც ყველაზე დიდი სენსორია ბაზარზე არსებულ ფლაგმანურ სმარტფონებს შორის), მის შემადგენლობაში გვხდება F2.0 დიაფრაგმიანი ლინზები, Bionz პროცესორი, RGBC-IR სენსორი, 192 ფაზოვანი ავტოფოკუსი, ლაზერული ავტოფოკუსი და 5 AXIS(ღერძიანი) ელექტრონული სტაბილიზაცია).

კამერის ერთ-ერთ მთავარ სიახლედ 4K HDR ვიდეოს გადაღება გვევლინება, რაც ძალიან კარგი სიახლეა სმარტფონების სამყაროში! XZ2 ერთადერთი სმაერტფონია აღნიშნული სიახლით. ახლა უკვე სმარტფონით გადაღებულ ვიდეოში თქვენ დაინახავთ უფრო მეტ დეტალს და უფრო მეტ ფერებს.

ზემოთ მოცემული სიახლეები ყველასთვის ცნობილი იყო! თუმცა Sony-ს მთავარი სიახლე კამერის ახალი ალგორითმია, BIONZ ალგორითმი, რომელიც იდენტურია Google-ის კარგად ნაცნობი HDR+ ალგორითმის! Multi-Frame გადაღება გულისხმობს მულტი კადრის გაერთიანება ერთ კადრად სუპერ სწრაფად ერთი ხელის დაჭერით გადაღების დროს. Sony-მ გამოსახულების დასამუშავებლად ასევე გამოიყენა Qualcomm-ის Spectra 280 პროცესორი და კამერისთვის განკუთვნილი სპეციალური 1 გიგაბაიტიანი DRAM მეხსიერება.

Samsung Galaxy S9+

Galaxy S9+-ში Samsung-მა მსოფლიოში პირველად სმარტფონში გამოიყენა ცვლადი დიაფრაგმის მქონე ლინზები, რომელიც გვთავაზობს F1.5 და F2.4 დიაფრაგმიან ლინზებს. ავტომატურ რეჟიმში კამერა თავად ირჩევს რომელი დიაფრაგმა არის იმ დროისთვის უკეთესი, თუმცა პროფესიონალურ რეჟიმზე გადართვის შემთხვევაში თავად შეგიძლიათ აირჩიოთ რომელი დიაფრაგმით გსურთ გადაიღოთ ფოტო.

კამერის მახასიათებლებში ასევე შედის ორმაგი 12 მეგაპიქსელიანი კამერა, ოპტიკური სტაბილიზაცია, ორმაგი პიქსელის ავტოფოკუსი, 4K ვიდეო გადაღება 60 კადრით წამში, FHD ვიდეოს გადაღება 240 კადრით წამში და სუპერ შენელებული ვიდეოს გადაღება 960 კადრით წამში. სუპერ შენელებული ვიდეო გადაღებისთვის კამერის DRAM მეხსიერება გვხდება 512 მეგაბაიტიანი მოცულობით.

 

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close