თამაშებიმთავარიტექსტური

2018 წლის 10 საუკეთესო თამაში სმარტფონებზე

მას შემდეგ, რაც მობილურმა ტექნოლოგიამ განვითარების მაღალ ეტაპს მიაღწია, თამაშები სმარტფონებისთვის უფრო და უფრო მრავალფეროვანი და დახვეწილი ხდება. Vortex.ge წარმოგიდგენთ აუკეთესო თამაშების ათეულს:

10. PES 2018

ფეხბურთის მოყვარულებს ყოველთვის ქონდათ ფუფუნება ნებისმიერ პლატმორმაზე ეთამაშათ საყვარელი სპორტი, PES 2018 კი ამ სპორტის საუკეთესო წარმომადგენელია. დახვეწილი გრაფიკა, მოსახერხებელი კონტროლი ფეხბურთლებზე, გუნდის შექმნა, ფეხბურთლების განვითარება, მეგობრების წინააღმდეგ თამაში, ონლაინ ტურნირები – მოკლედ ამ თამაშს აქვს ყველაფერი, რათა ჩაგითრიოთ ფეხბურთის საოცრად აზარტულ სამყაროში.
თამაში მაქსიმალურად მორგებულია მომხარებლის კომფორტზე, მაგრამ ამავე კომფორტისგან ძალიან შორსაა, როდესაც საქმე გუნდის შექმნას და ფეხბურთლებს ეხება. აქ ყველაფერი იღბალზეა დამოკიდებული, რადგან თქვენ არ შეგიძლიათ ფეხბურთელების ყიდვა, თქვენ უნდა იყიდოთ ბურთების დატრიალების შესაძლებლობა, სადაც თამაში თვითონ გადაწყვეტს, თუ რომელი ფეხბურთელი გყავდეთ.

9. Plants vs Zombies 2

ეპიკური თამაში სტრატეგიების მოყვარულთათვის. ძალიან მარტივი სიუჟეტი – ზრდი მცენარეებს, რომლებიც ებრძვიან ზომბებს. ამ მოსაწყენი სიტყვების უკან კი დაძაბულობის, სისწრაფის და ფიქრის უდიდესი შესაძლებლობა დგას. ლეველების გავლასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ან გააძლიეროთ მცენარეები, თამაშის სირთულე კი სწორედ აქ არის – კონკრეტულ მომენტში თქვენ კონკრეტული მცენარე გჭირდებათ, რადგან სხვადასხვა ტიპის ზომბებს სხვადასხვა ტიპის იარაღები უნდა დაუპირისპიროთ, რისთვისაც დრო ძალიან ცოტაა. ალბათ, ამიტომაც არის თამაშის მთავარი ფრაზა – ეს ყველაფერი დროზეა!

8. Battlelands

Fortnite უკვე ხელმისაწვდომია აიფონზე, თუმცა ანდროიდის მომხარებლებს ჯერ კიდევ ლოდინი უწევთ. ლოდინის სასიამოვნო პროცესად ქცევაში კი Battlelands Royale დაგეხმარებათ. თამაშის პრინციპი თითქმის არ არის განსხვავებული, სხდებით კუნძულზე, ეძებთ იარაღებს აშენებთ და იბრძვით გადარჩენისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის პროცესი განსხვავდება Fortnite-სგან, ეს განსხვავებაც კი მალე შეგიყიყვარდებათ. ცოცხალი ფერები და უფრო ცოცხალი კონკურენცია, რასაც სხვა ადამიანებთან დაპირისპირება განაპირობებს არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს თამაში ასეთი პოპულარობით სარგებლობს.

7.  Plague, Inc.

ალბათ, ყველას გვიოცნებია სამყაროს გადარჩენაზე და ხშირადაც გვითამაშია ამ სიუჟეტის თამაშები. აქ ყველაფერი პირიქითაა, თქვენ უნდა გაანადგუროთ დედამიწა ვირუსით, სანამ ადამიანები შეძლებენ წამლის პოვნას. წითელი მთელი თამაშის განმავლობაში თქვენი ფერია, ვირუსის არეალის გაზრდის და სისასტიკის. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა სიმპტომებს უფრო ფატალური სიმპტომები დაამატოთ, შეცვალოთ ისინი და  დაფაროთ დედამიწა სიწითლით. შესაძლებლობების მრავალფეროვნება ამ თამაშის მთავარი ღირსებაა.

6. Monument Valley

მინიმალისტური ტიპის ერთ-ერთი საუკეთესო puzzle თამაში. ოპტიკური ილუზია, არარსებული ნივთები, ულამაზესი გამოსახულებები და ძალიან საინტერესო სიუჟეტი. ყველასთვის ცნობილი თამაში მის ჟანრში ფაქტობრივად უკონკურენტოა. ყველაზე საინტერესო რამ კი ერთი პერსონაჟია და მისი მოკლე სიტყვები, რომელიც თითქოს რაღაც ისტორიას ქმნის. სულის ან მრჩეველის სიტყვებიდან შექმნილ სიუჟეტებზე კი ხუთი წლის მერეც ფიქრობენ, წერენ და ეძებენ პასუხს. იმ ტიპის თამაშებს განეკუთვნება, რომლებზეც ვერ ისაუბრებ, უბრალოდ უნდა გამოსცადო.

5. Limbo

ძალიან სევდიანი, ლამაზი და მუქი თამაში, ოდნავ საშიშიც კი. Limbo puzzle ტიპის თამაშია, ჩამთრევი სიუჟეტით, რომელიც შეიძლება ეპიკური ანიმაციური სერიალის “კედელს მიღმა” შევადაროთ. თქვენ ბნელ ტყეში ხართ დაკარგული და უნდა გადარჩეთ, ამისთვის უნდა მიხვდეთ მინიშნებებს და საშუალებებს, რომ გაექცეთ ობობეს, გადაცუროთ მდინარეები და საბოლოოდ გამოაღწიოთ. თამაშს ხიბლს მისი შავ-თეთრი გრაფიკა და პერსონაჟის გამოსახულება სძენს. ამასთანავე, ეს ამ ყველაფერს უფრო სევდიანს ხდის.

4. Dandara

ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული თამაში და, ალბათ, ლოგიკურადაც. რეტროს ტიპის გრაფიკა და გეიმფლეი ყველაზე განსაკუთრებულ გამოცდილებას გპირდებათ. სიუჟეტი მარტივია –  თქვენ უნდა დაამარცხოთ ცუდი ბიჭები, მაგრამ როდესაც საქმე უშუალოდ პერსონაჟის კონტროლთან მიდის, თქვენ ხვდებით რატომაც ღირს ამდენად ძვირი. თამაში puzzle ტიპისაა, თქვენ მართავთ პერსონაჟს მოკლე დისტანციაზე გადახტომით, ესვრით და კლავთ უცნაურ არსებებს, ყოველი ლეველის ბოლოს კი კარები გხვდებათ, რომელიც ახალ თავგადასავალს გპირდებათ.

3. Superbrothers sword & Sworcery EP

თამაში, რომელიც თამაშზე მეტად ხელოვნების ნიმუშია. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს გამოვიდა ახლაც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თამაშია, ეს კი მისი საუნდთრექების და პიქსელირებული გამოსახულების დამსახურებაა.ულამაზესი და ძალიან სევდიანიუნი სიუჟეტი, უნიკალური გეიმფლეი და, რაც მთავარია, გამოსახულება წარმოუდგენელ გამოცდილებას გპირდებათ, რომელიც ჯერ არცერთი თამაშისგან არ მიგიღიათ.

2.  Alto’s Adventure & Alto’s Odyssey

სმარტფონების ეკრანის მზარდი განვითარების გამო, ლამაზი, დამამშვიდებელი თამაშები უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ამის ერთ-ერთი მაგალითი კი Alto’s advanture და Alto’s odyssey-ია. სიქველი გამოირჩევა ულამაზესი პეიზაჟებით და ლამაზი მუსიკის ფონით(რეკომენდირებულია ყურსასმენებით თამაში). სიუჟეტი მარტივია, სრიალებ უდაბნოში, აგროვებ ქულებს, თუმცა, ეს ერთი შეხედვით მოსაწყენი განვითარება საერთოდ გვავიწყდება, როცა უდაბნოს ლამაზი ხედები ჩნდება. თამაში მარტივია, ძალიან მცირე რაოდენობის კონტროლით, რაც უფრო მეტად ამშვიდებს მოთამაშეს.

1. PUBG Mobile

სილამაზის გარდა, თამაშებში მომხარებლებს ყოველთვის ხიბლავდათ მათში დაძაბულობა, სროლები და სწრაფი მოქმედებები. ამიტომაც, საუკეთესო თამაშად twitch – ზე ერთ-ერთი ყველაზე მეტჯერ ნახვადის თამაშის მობილურ ვერსიას დავასახელებთ. Pubg mobile არის ონლაინ თამაში, რომელიც წამითაც არ მოგცემთ საშუალებას მოადუნოთ გონება. თამაშის ინტერესს ზრდის რანკების ამაღლება, რაც დამოკიდებულია, თუ რამდენად კარგად თამაშობთ. მეორე მხრივ, მეგობრებთან ერთად თამაშის შესაძლებლობა მთლიანად გიკარგავთ დროის აღქმას და გადაყავყართ მოქმედ პირებთან ერთად იმ კუნძულზე, სადაც იმარჯვებს ის, ვინც გადარჩება

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close