TOPთვისკვირისწლის

2018 წლის 13 საუკეთესო სმარტფონი კატეგორიების მიხედვით: Vortex.ge-ს რეკომენდაცია!

2018 წელი სმარტფონების სამყაროსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოდგა, მოდით ერთად გადავხედოთ და შევარჩიოთ სასურველი სმარტფონი კატეგორიების მიხედვით.

P.S. რადგან ქვემოთ რეკომენდირებული სმარტფონებიდან რამდენიმეს ოფიციალურად ოქტომბრის თვეში ვიხილავთ, სტატია ოქტომბრის ბოლოს განახლდება. თუმცა ტექნიკური მახასიათებლებიც და დიზაინიც აღნიშნულიდან ზუსტია

Samsung Galaxy Note 9: სრულიად განსხვავებული ხაზი, რომელსაც ბაზარზე ამ დროისთვის არ ჰყავს კონკურენტი

Samsung-მა თავის ახალ ფლაგმანურ სმარტფონში Galaxy Note 9-ში საკმაოდ ბევრი სიახლე შემოგვთავაზა, მათ შორის განახლებული ორმაგი კამერის სისტემა ცვლადი F1.5/F2.4 დიაფრაგმიანი ლინზებით და AI ხელოვნური ინტელექტის ალგორითმით. ელექტრონულ კალამს დაემატა Bluetooth კონტროლერი, შემცირდა კორპუსის ზომა და გაიზარდა ეკრანის ზომა, გაიზარდა ბატარიის მოცულობაც და ახლა მისი სიმძლავრე 4000 მილიამპერს შეადგენს საათში. ასევე აღსაღნიშნავია 4K ვიდეოს გადაღება 60 კადრით წამში, Super SloMo ვიდეოს გადაღება 960 კადრით წამში და DeX-ის მხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს სმარტფონის სამაგიდე კომპიუტერად გადაქცევას.

Sony Xperia XZ2 Premium: ყველა ინოვაციური ტექნოლოგია ერთ სმარტფონში

Samsung-ის Note სერიის მსგავსად Sony-საც აქვს უკონკურენტო Premium სერიის ფლაგმანური სმარტფონი, რომელელიც უკვე 4 წელია მსოფლიოში ერთადერთი სერია გახლავთ 4K რეზოლუციით ეკრანით. Xperia XZ2 Premium-ში ამჯერად 5.8 დიუმიანი 4K რეზოლუციის MLCD HDR10 ტიპის ეკრანი გვხდება RGBW პიქსელების განლაგებით და მისი სიხშირე შეადგენს 144 ჰერცს(სხვა ფლაგმანური სმარტფონების უმრავლესობა ჯერ კიდევ 60 ჰერცით გვთავაზობს ეკრანებს). Sony-ს აღნიშნულ სმარტფონში ასევე გვხდება ორმაგი კამერის სისტემა AUBE ხელოვნური ინტელექტის პროცესორით, მსოფლიოში პირველად ორივე კამერა დიდი ზომის სენსორებით და მსოფლიოში პირველად ორივე კამერა 7 ფენის F1.6/F1.8 დიაფრაგნიანი ლინზებით არის წარმოდგენილი, ISO12800 შუქმგრძნობელობა ვიდეო გადაღების დროს, ISO51200 შუქმგრძნობელობა ფოტოს გადაღების დროს, მსოფლიოში პირველად Super SloMo ვიდეოს გადაღება FHD რეზოლუციის 960 კადრით წამში. მისი უარყოფითი მხარედ დიზაინი შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ტექნოლოგიური მახასიათებლები ნამდვილად შთამბეჭდავია.

Apple iPhone XS და XS Max: საუკეთესო სმარტფონი iOS ოპერაციული სისტემით

Apple-მა თავის ახალ ფლაგმანურ სმარტფონში მსოფლიოში პირველად შემოგვთავაზა 7 ნაონომეტიანი ტექნოლოგიით დამზადებული ჩიფსეტი A12 Bionic, რომლის პერფომანსიც ნამდვილად შთამბეჭდავია და ამასთანავე ენერგოეფექტურიც. რადგან დიდ 6.5 დიუმიანი ეკრანის მქონე ვერსიაში Apple-ი არანაირ სხვაობას გვაძლევს, უფრო მეტად კომფორტულობისთვის ვფიქრობ 5.8 დიუმიანი ვერსია ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია

Samsung Galaxy S9: ყველაზე დაბალანსებული სმარტფონი

აღნიშნული სმარტფონი შეგვიძლია ყველაზე დაბალანსებულ სმარტფონად მივიჩნიოთ, მისი დახვეწილი და კომპაქტური დიზაინის გათვალისწინებთ. მასში გვდება ინოვაციური ცვლადი F1.5/F2.4 დიაფრაგმიანი ლინზების მქონე კამერა, 5.8 დიუმიანი HDR10 QHD რეზოლუციის Super AMOLED ეკრანი Edge დიზაინით, სტერეო დინამიკები, თვალის ბიომეტრიული სკანერი და სხვა ყველა ის ტექნოლოგიები, რაც აუცილებელია მომხმარებლისთვის.

Sony Xperia XZ3: საუკეთესო პერფომანსის მქონე Android სმარტფონი

Sony-მ შეძლო და მსოფლიოში პირველად შემოგვთავაზა ფლაგმანური სმარტფონი Xperia XZ3, რომელსაც ქარხნულად ყუთიდანვე აქვს ახალი Android 9 Pie ოპერაციული სისტემა, რომელშიც ახალი AI ხელოვნური ინტელექტი შემოგვთავაზა და Google-თან ერთად ასისტენტისთვის სპეციალური შემდეგი ბრძანებები შეიმუშავა:

  • Hey Google, open Side sense settings.
    • Which will let you change which apps appear in your Side sense menu
  • Hey Google, what is Side sense? (or) Hey Google, tell me about Side sense.
    • Will activate Google Assistant and have it teach you more about how Side sense works
  • Hey Google, what is Smart launch?
    • This command will show you about the phones new Smart launch feature and it will also see an introduction demo for it as well.
  • Hey Google, take a 4K HDR movie.
  • Hey Google, take a Super-slow-motion video.
  • Hey Google, open 3D Creator.
    • Each of these commands uses Google Assistant to open up specific apps and some of them will actually perform specific actions once the application has been launched.
  • “Try Dynamic Vibration with YouTube” or “Try Dynamic Vibration with Album”.

Xperia XZ3-ში Sony-მ ასევე შემოგვთავაზე AI კამერის ალგორითმი, AI სამომხმარებლო ინტერფეისი Edge Sense ტექნოლოგიით და 6 დიუმიანი 18:9 დიუმიანი P-OLED ტიპის QHD+ რეზოლუციის CURVED დიზაინის HDR10 ეკრანი, რომელიც ექპერტებმა უკვე აღარეს საუკეთესო სმარტფონის ეკრანად.

Google Pixel 3: საუკეთესო კომპაქტური სმარტფონი

Google-ი უკვე მესამე წელია გვთავაზობთ თავის სმარტფონების ხაზს “Pixel” სერიას, რომელშიც სამწუხაროდ არ გვხდება ინოვაციური ტექნოლოგიური მახასიათებლები, თუმცა სრულყოფილად ე.წ. სუფთა Android-ის დასაგემოვნებლად და სისტემური განახლებების ყველაზე სწრაფად მისაღებად რა თქმა უნდა Google-ის სმარტფონი საუკეთესოა. Pixel 3-ში ამჯერად 5.5 დიუმიანი 18:9 ფორმატიანი OLED ეკრანი გვხდება ყოველგვარი ჭრილების გარეშე და ამასთენავე ორივე დინამიკი წინა პანელზე არის გადმოტანილი. ასევე მინდა აღვნიშნო მისი კამერის ალგორითმი, რომელიც სასწაულებს ახდენს HDR+ ალგორითმის და კამერისთვის განკუთვნილი სპეციალური 8 ბირთვიანი Visual Core 2 პროცესორის დახმარებით.

Nokia 9: საუკეთესო კამერაფონი

ახლად აღორძინებულმა Nokia-მ ლინზების გერმანულ მწარმოებელ კომპანიასთან ZEISS-თან გააგრძელა ურთიერთობა და წელს პირველი კამერაფონიც შექმნა. Nokia 9-ის შემადგენლობაში 5 მთავარი კამერა, ZEISS ლინზებით და ლაზერული ავტოფოკუსით. მის შემადგენლობაში ასევე ვხდებით Snapdragon 845-ის ჩიფსეტს, 6 გიგაბაიტიან ოპერატიულ მეხსიერებას, 128 გიგაბაიტიან შესანახ მეხსიერებას, 6.2 დიუმიან ეკრანს, 3400 მილიამპერიან  ბატარეას და Android 9 Pie ოპერაციულ სისტემას.

Huawei Mate 20 Pro: საუკეთესო AI ხელოვნური ინტელექტის მქონე სმარტფონი

Huawei-მ წელს Qualcomm-ს სერიოზული კონკურენცია გაუწია და 7 ნანომეტრიანი ჩიფსეტის გამოსვლა დაასწრო Kirin 980-ის სახით, რომელშიც ორმაგი NPU ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი პროცესორიც გვხდება და ის წამში 6.9 მილიონ ინფორმაციას ამუშავებს. Mate 20 Pro-ში  გაზრდილია ბატარიის მოცულობა და ამჯერად მისი სიმძლავრე საათში 4200 მილიამპერით განისაზღვრება. მასში ასევე ვხდებით 6.3 დიუმიან QHD+ რეზოლუციის მქონე HDR10 ტექნოლოგიის OLED ტიპის ეკრანს და სამმაგ მთავარი კამერის სისტემას 3X ოპტიკური ზუმით, საიდანაც ერთი კამერის სენსორის ზომა გიგანტურია და შეადგენს 1/1.7 დიუმს, ხოლო პიქსელებს რაოდენობა 40 მილიონს.

Nokia 7 Plus: საუეთესო საშუალო კლასის სმარტფონი

Nokia-მ შეძლო და შექმნა იდეალური საშუალო კლასის სმარტფონი 7 Plus, რომელშიც გვხდება AndroidOne და Project Treble პროგრამები, ფაქტობრივად დაბალფასიანი Google-ის სმარტფონის წოდებაც შეგვიჭლია მივანიჭოთ, რადგან მასში სუფთა Android ოპერაციულ სისტემასთან ერთად ვხდებით სწრაფ სისტემურ და უსაფრთხოების განახლებებსაც. Nokia 7 Plus ერთადერთი სმარტფონია, რომელიც Android 9 Pie სისტემის დეველოპერული და ბეტა ვერსიების დაგემოვნების საშუალებას აძლევდა მომხმარებლებს ანონსის დღიდანვე და ახლა უკვე მასზე ოფიციალურად არის განახლებული სრულყოფილ Android 9 Pie სისტემაზე. გარდა ამისა, მასში ხვდებით მძლავრ ჩიფსეტს, მეტალის კორუპსს, გიგანტურ 3800 მილიამპერიან ბატარეას, 6 დიუმიან 18:9 ფორმატიან ეკრანს და ყველა იმ ტექნიკურ მახასიათებლებს, რაც ამ სმარტფონს იდეალურს ხდის სტანდარტული მომხმარებლისთვის.

OnePlus 6T: საუკეთესო დაბალფასიანი ფლაგმანური სმარტფონი

OnePlus უკვე წლებია გვანებივრებს ფლამანური მონაცემების სმარტფონით, რომელსაც დაბალი ფასი აქვს. 6T-ც რა თქმა უნდა არ არს გამონაკლისი, კონკურენტებთან შედარებით მას ფლაგმანური სმარტფონი თითქმის ნახევარ ფასად აქვს. მასში ვხდებით .6.4 დიუმიან AMOLED ეკრანს კორპუსთან 86%-იანი თანაფარდობით, 8 გიგაბაიტიან ოპერატიულ მეხსიერებას, 256 გიგაბაიტიან შესანახ მეხსიერებას, Android 9 Pie ოპერაციულ სისტემას, ორმაგ 12 და 20 მეგაპიქსელიან მთავარი კამერის სისტემას გაზრდილი პიქსელებით 1.4 მიკრონამდე და F1.5/F2.4 დიაფრაგმიანი ცვლადი ლინზებით, Super SloMo ვიდეოს გადაღებას 1 წუთის განმავლობაში 480 კადრით წამში, 4K ვიდეოს გადაღებას 60 კადრით წამში, 3700 მილიამპერიან ბატარეას და Gorilla Glass 6-ის დამცავ შუშას.

Xiaomi Pocophone F1: საუეთესო ბიუჯეტური ფლაგმანი

Xiaomi-ს აღნიშნული სმარტფონი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პოპულარულია, მიუხედავად იმისა, რომ მასში Snapdragon845-ის ჩიფსეტს ვხდებით, მისი საბაზრო ღირებულება 300 ამერიკულ დოლარს შეადგენს(საქართველოში 800-1000 ლარის საბაზრო ღირებულებას). მასში ასევე ვხდებით საკმაოდ მძლავრ 4000 მილიამპერიან ბატარეას, 6/8 გიგაბაიტ ოპერატიულ მეხსიერებას, 64/128/256 გიგაბაიტ შესანახ მეხსიერებას, ორმაგ 12 და 5 მეგაპიქსელიან მთავარი კამერის სისტემას ელექტრონული ვიდეო სტაბილიზაციით, Android 8.1 ოპერაციულ სისტემას და თავლის ბიომეტრიულ სკანერსაც კი. თუმცა, მისი უარყოფითი მხარე პლასმასის კორპუსი და NFC ტექნოლოგიის არარსებობა გახლავთ, მაგრამ ფასის გათვალისწინებით შესანიშნავი სმარტფონი გამოვიდა.

Nokia 6.1: საუკეთესო ბიუჯეტური პრემიუმ სმარტფონი

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბიუჯეტი არ აღემეტაბა 600-700 ლარის ფარგლებს, Nokia 6.1 იდეალურია. AndroidOne პროგრამა, სწრაფი განახლებები, სწრაფი სისტემა, კარგი კამერა, კარგი ბატარეა, მაღალი ხარისხის მეტალის კორპუსი და დახვეწილი დიზაინი, რომელიც სასიამოვნოა გამოყენების დროს. იმის გათვალისწინებით, რომ სმარტფონის ზომა 5.5 დიუმს შეადგენს, მისი გამოყენებაც საკმაოდ კომფორტულია.

 

 

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close