TOPთვისმთავარიმობილური სამყაროსიახლეები

4 ყველაზე ცუდი 2018 წლის სმარტფონი ტოპ ბრენდებისგან: გთავაზობთ ალტერნატივას!

2018 წელი სმარტფონების სამყაროსთვის საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო და მე უკვე შემოგთავაზეთ სტატია, სადაც გირჩევდით საუკეთესო სმარტფონებს კატეგორიების მიხედვით. ახლა კი გთავაზობთ 4 ყველაზე ცუდ სმარტფონს ტოპ ბრენდებისგან და ასევე გთავაზობთ ალტერნატიულ ვარიანტებს კვლავ 2018 წლის სმარტფონებიდან.

Samsung Galaxy A8 (2018)

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოდელის დიზაინი უმაღლესი სტანდარტებით არის შესრულებული, დაცულია წყლისგან და თანამედროვეა! მისი შიგთავზი არ იმსახურებს მოწონებას, რადგან აქ არ გვხდება Android 8.0 ოპერაციული სისტემა, 4K ვიდეო გადაღება და ოპტიკური ან ელექტრონული სტაბილიზაცია. შეიძლება იფიქროთ, რომ საშუალ კლასის სმარტფონში 4K ვიდეოს გადაღება არ არის საჭირო, მაგრამ Galaxy A8-ს საშუალ საბაზრო ღირებულება საქართველოში შეადგენს დაახლოებით 1200 ლარს… მსგავსი ფასის კატეგორიაში კარგი იქნება არჩევანს თუ გააკეთებთ Nokia 7 Plus-ზე.

Nokia 7 Plus-ში გვხდება ბევრად მძლავრი Snapdragon 660-ის ჩიფსეტი, AndroidOne პროგრამა(რომელიც გულისხმობს სწრაფ სისტემურ განახლებებს) ორმაგი 12 და 13 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა ZEIS ლინზებით, 4K ვიდეო გადაღებით, Dual Pixel ავტოფოკუსით და სტაბილიზაციით. ჯერჯერობით საქართველოს ფარგლებში მისი შეძენა არ არის შესაძლებელი, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე Galaxy A8-ის ფასს უთანაბრდება.

Huawei P20 Lite

აღნიშნულ სმარტფონში გვხდება წინა წლის საშუალო კლასის ჩიფსეტი, რომელიც 2018 წლისთვის საშუალო კლასის სმარტფონში სუსტია და წარმადობით კონკურეციას ვერ უწევს სხვა ტოპ ბრენდებს. ასევე არ გვხდება 4K ვიდეო გადაღება, არააქვს HDR ვიდეო გადაღება, მის კამერას არანაირი სტაბილიზაცია აქვს(არც ციფრული, არც ელექტრონული და არც ოპტიკური), არააქვს სტერეო აუდიო ჩაწერვის შესაძლებლობა, არააქვს Bluetooth 5.0(კვლავ ძველ 4.1-ზეა) არააქვს LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება და წინა პანელზე კამერა ეკრანში არის შეჭრილი. მისი საბაზრო ღირებულება საქართველოში შეადგენს 999 ლარს, რაც ზედმედატ გაბერილად მიმაჩნია Galaxy A8-ის მსგავსად.

იგივე ფასის კატეგორიიდან და შედარებით ოდნავ უფრო დაბალ ფასადაც კარგი ფარიანტია Sony Xperia XA2, რომელის ფლაგმანური დონის დიზაინთან ერთად მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით გამოირჩევა: აქვს ბევრად მძლავრი Snapdragon 630-ის ჩიფსეტით, LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება, ბევრად უკეთესი ფლაგმანური დონის 23 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა 4K HDR ვიდეო გადაღებით და 5 არხიანი ელექტონული სტაბილიზაციით, 3300 მილიამპერიანი ბატარეა(300 მილიამპერიანით უფრო დიდი, მიუხედავად იმისა, რომ უფრო პატარა ეკრანი აქვს), Bluetooth 5,0 ასევე ბევრად უკთესი 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა ფართო ხედვის კუთხის მქონე ლინზებით(Huawei-ს 16 მეგაპიქსელიანი სენსორი აქვს, თუმცა ეს მხოლოდ ციფრებია), Android 8.0 ოპერაციული სისტემა Project Treble და AOSP პროექტებით, შეგიძლიათ დააყენოთ Sailfish ოპერაციული სისტემა, რაც მთავარია სისტემურ და უსაფრთხოების განახლებებს ღებულობს ბევრად სწრაფად. ასევე, XA2-ზე აყენია ბევრად უფრო სუფთა სისტემა, რაც მაც ბევრად სწრაფს ხდის.

Huawei P Smart

აღნიშნული სმარტფონი ასევე საშუალო კლასს მიეკუთვნება, თუმცა მისი დიზაინი არ არის პრემიუმი, P20 Lite-ის მსგავსად წინა წლის საშუალო კლასის ჩიფსეტი გვხდება, ინტერფეისი ნელია და აქვს “ლაგები”, კამერა ბიუეტური სმარტფონის დონის! მოკლედ რომ ვთქვა, ეს არ არის ის სმარტფონი, რომლის შეძენის შემდეგ ნასიამოვნები დარჩებით და მისი ფასიც საქართველოში საკმაოდ მაღალ 799 ლარს შეადგენს. საქართველოს ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ ბევრად დახვეწილი და სტაბილური სმარტფონი ბევრად დაბალ 670 ლარად Nokia 6 2018, რომელიც ბევრად მძლავ მახასიათებლებთან ერთად გვთავაზობს ბევრად უკეთეს პერფომანსს, ბევრად პრემიუმ დიზაინს და AndroidOne პროგრამას.

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი ფასის კატეგორიაში შეიძინოთ Xiaomi Redmi Note 5 Pro, რომელიც გვთავაზობს ფლაგმანური დონის მახასიათებლებს წარმოუდგენლად დაბალ ფასად: Snapdragon 660-ის ჩიფსეტი, LPDDR4X ოპერატიული მეხსიერება, ორმაგი მთავარი 12 მეგაპიქსელიანი კამერა, 4000 მილიამპერიანი ბატარეა, Android 8.1 ოპერაციული სისტემა Project Treble მხარდაჭერით და Bluetooth 5.0

Nokia 8 Sirocco

მიუხედავად იმისა, რომ მისი დიზიანი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება, ფასი ვერ ამართლებს მახასიათებლებს: აქ არ გვხდება Snapdragon 845-ის ჩიფსეტი, 4K HDR გადაღება 60 კადრით წამში, Super SloMo ვიდეო გადაღება და HDR ეკრანი. მისი ფასის კატეგორიაში(საწყისი ფასი 800 ამერიკული დოლარი) საუკეთესო ვარიანტებია: Sony Xperia XZ2, Huawei P20 Pro და Samsung Galaxy S9.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close