მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

5 გრანდიოზული სმარტფონი 2019 წლის თებერვლის MWC ღონისძიებაზე: Galaxy S10, Xperia XZ4, Huawei P30, OnePlus 7 და Nokia 9

ტრადიციულად თებერვლის ბოლო კვირას მობილური მოწყობილობების საერთაშორისო ღონისძეა MWC ტარდება და რა თქმა უნდა ეს ტრადიცია არც წელს დაირღვება. სწორედ ამ ღონისძიებაზე ვიხილავთ ისეთ სმარტფონებს, რომლებზეც მთელი წელი ვისაუბრებთ.  მოდით გადავხედოთ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ამ ღონისძიებიდან.

Galaxy S10 სერია

Samsung-ი ამჯერად უფრო მრავალფეროვანს ხდის კონკურენციას, რადგან 2018 წელი ბრენდისთვის სმარტფონების ბაზარზე არ იყო სახარბიელო, რადგან ვერ ინარჩუნებს პოზიციებს და ადგილს სხვა ბრენდები ანაცვლებენ. მათ შორის Huawei, Vivo, Oppo და Xiaomi.

Samsung-მა ბიუჯეტური და საშუალო კლასის სეგმენტზე მნიშვნელოვნად დაკარგა მომხმარელები, ეს დანაკარგი კი ყოველ კარტალში იზრდება. Galaxy S10-ის 5 ვარიანტს ვიხილავთ წელს, ჩემთვის ყველაზე საინტერესო Lite ვერსია არის, რომელსაც არ ექნება Edge ეკრანი, თუმცა ზომებით იმაზე კომპაქტრუ იქნება ვიდრე S9 და სტანდარტული S10. მასში ასევე ვიხილავთ ორმაგი მთავარი კამერის სისტემას და Snadragon 855-ის ჩიფსეტს, Edge ვერსიას შედარებით დიდი ზომის 6.1 დიუმიანი ეკრანი ექნება და გაიმეორებს Lite-ის მახასიათებლებს, თუმცა Plus ვერსიაში 6.44 დიუმიანი ეკრანთან ერთად სამმაგი მთავარი კამერის სისტემას ვიხილავთ. განსაკუთრებულად მძლავრ მოდელზე ოთხმაგ კამერის სისტემას, 6.7 დიუმიან ეკრანს და 5G ტექნოლოგიას. არსებობს მეხუთე Bolt ვერსიაც, თუმცა რა მახასიათებლებით იქნება ჯერჯერობით უცნობია.

Xperia XZ4

Sony-ს ახალი დიზაინით კრიტიკოსებიც კი მოიხiბლნენ, რადგან ძალიან ვიწრო ჩარჩოებთან ერთად ახალ ტიპის 21:9 ფორმატიან OLED ეკრანს ვიხილავთ ახალ ფლაგმანში 1620×3840 პიქსელ რეზოლუციით. გარდა ამისა სიახლე იქნება კამერებშიც. სამმაგი მთავარი კამერის სისტემა, საიდანაც ერთი 3D ToF კამერა იქნება, მეორე 48 მეგაპიქსელიანი Quad Pixel ტექნოლოგიის ავტოფოკუსით და მესამე მონოქრომული 12 მეგაპიქსელიანი.

საბედნიეროდ დაბრუნდა თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი გვერდზე პანელზე და ის ახალ ფუნცქციებსაც შეითავსებს. ჩიფსეტად Snapdragon 855-ს ვიხილავთ 8 გიგაბაიტიანი ოპერატიულით.

Huawei P30 სერია

კამერაფონებში ლიდერი ბრენდი ამჯერად სამმაგი კამერის სისტემას ჩვეულებრივ ვერსიაში შემოგვთავაზობს, ხოლო წინა პანელზე ეკრანში შეჭრილ ერთ კამერას, დიზაინი საკმადო მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ საინტერესო მაინც Pro ვერსია არის, რადგან კიდევ უფრო გაუმჯობესეული 4 მთავარი კამერის სისტემა, გაძლიერებული AI პროცესორი და 5G ტექნოლოგია უფრო მეტ შესაძლებლობეს მოგვცემს.

Huawei საბედნიეროდ სმარტფონებში ტექნოლოგიურ განახლებებს უფრო მასშტაბურს ხდის ვიდრე სხვა ბრენდები და ეს Mate 20 Pro-თი დაამტკიცა.

Nokia 9

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ Nokia-ს ახალ კამერაფონსაც ვიხილავთ,რომელსაც მსოფლიოში პირველად 5 მთავარი კამერის სისტემა ექნება, მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მასში წინა წლის ფლაგმანურ ჩიფსეტს Snapdragon 845-ს ვიხილავთ. შესაბამისად ვერ იქნეა 5G ტექნოლოგიაც. თუმცა Nokia კიდევ ერთ ფლაგმანურ სმარტფონს აგვისტოში გამოუშვებს Snadragon 855-ის ჩიფსეტით და 5G ტექნოლოგიით.

OnePlus 7

მსოფლიოში პირველი სმარტფონი Snadragon 855-ის ჩიფსეტით და 5G ტექნოლოგიით სწორედ აღნიშნული სმარტფონი იქნება. ასევე ვიხილავთ მულტი კამერას, ახალი უსაფრთხოეის სისტემას და 12 გიგაბაიტიან ოპერატიულ მეხსიერებას. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტი ბრენდების სმარტფონები 1000 ან უფრო მეტი დოლარი ეღირება, OnePlus 7 არ გასცდება 800 დოლარის ნიშნულს.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close