მთავარიმობილური სამყაროსიახლეებიწლის

7 ინოვაციური სმარტფონი, რომელიც 2019 წელს გამოვა: Google, Apple, Samsung, Sony, OnePlus, Nokia და Huawei

2019 წლის სმარტფონებზე საუბარი უკვე დაიწყო და ჩვენც გაგაცნობთ მათგან 5 სმარტფონს, რომლებიც ინოვაციებს გვპირდება. 2019 წლის სმარტფონების მთავარ ტრენდულ მახასიათებლებლად გვევლინება თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი ეკრანში, სრულიად უჩარჩოო 21:9 ფორმატიანი ეკრანი, 7 ნანომეტრიანი ჩიფსეტი, 5G, 3 ან მეტი მთავარი კამერა და დიდი ზომის ბატარეა. ასევე ცნობილია ინფორმაცია, რომ Qualcomm-ი ახალი 7 ნანომეტრიანი ჩიფსეტის გამოშვების შემდეგ 2019 წელს კიდევ ერთ ფლამანურ ჩიფსეტს გამოუშვებს, რომელიც მესამე კვარტალში ჩაეშვება გაყიდვაში. შესაბამისად OnePlus-ის ახალი ფლაგმი, Sony-ს Xperia XZ5 სერია და Google-ის Pixel 4 სერია უკვე ნახევარი წლის მოძველებული ჩიფსეტით კიარა, არამედ ახალი ჩიფსეტით გამოვა, რომელსაც ასევე ექნება ახალი 5G მოდემი X55.

 Google-ის “ULTRA” სმარტფონი

ჯერ კიდევ 2018 წლის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ Google-ი ამზადებდა სრულიად უჩარჩოო სმარტფონს, თუმცა ბოლო კვარტლის დასაწყისში ინსაიდერის ინფორმაციით ტექნიკური მიზეზების გამო მისი გამოსვლა შემდეგი წლისთვის გადაიდო და დიახ, მასში სრულიად უჩარჩოო ეკრანს და ორმაგი კამერის სისტემას ვიხილავთ. თუმცა, Google-ი ერთი კამერითაც ახერხებს ტოპ კამერაფონის სტატუსით სმარტფონის გამოშვებას.

 Apple iPhone XI MAX

მიუხედავად იმისა, რომ Apple-ს სმარტფონები ისედაც გამორჩეული დიზაინით გვაწონებს თავს, 2019 წელს დიზაინერულ ცვლილებას კვლავ ვიხილავთ და ეკრანის ჭრილიც შემცირდება. ასევე ნახსენებია სამი მთავარი კამერა, რომელზეც ინფორმაციები ჯერ კიდევ iPhone XS-ის გამოსვლამდეც ვრცელდებოდა.

Sony Xperia XZ5 Premium

მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგული სახელი Sony-ს მომავალი ფლაგმანური სმარტფონის ჯერ კიდევ არ ვიცით, უნდა ვივარაუდოთ, რომ მთავარი ფლაგმანის სახელი XZ5 Premium იქნება, რადგან ინსაიდერის ცნობით Sony ახალ სტრატეგიულ გეგმას 2019 წლის იმ პერიოდში წარადგენს, როცა უკვე გამოსული იქნება ახალი PREMIUM და COMPACT სმარტფონები. მიუხედავად იმისა, რომ XZ4-ის ფოტოები უკვე ვიხილეთ, სადაც ნაჩვენებია 3 მთავარი კამერის სისტემა და 21:9 ფორმატიანი ეკრანი, მთავარი ფლაგმანური სერია სექტემბერში XZ5-ის სახით იქნება წარმოდგენილი. XZ5 და XZ5 Compact-ის გაიმეორებს XZ4-ის მახასიათებლებს, 21:9 ფორმატიან ეკრანს და სამმაგ კამერის სისტემას, თუმცა XZ5 Premium-ში ცვლილების სახით 17:9 ფორმატიან ეკრანს და 4 მთავარი კამერის სისტემას ვიხილავთ.

ინსაიდერის ინფრომაციის მიხედვით Sony ამავე წელს ასევე წარადგენს გეიმერული და ჰოლოგრამულ სმარტფონებს.

Samsung-ის საუბილეო სმარტფონი

10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველი Galaxy S მოდელი ვიხილეთ, შესაბამისად საუბილეო სმარტფონის გამოსვლის დროც დადგა. უკვე ვრცელდება ინფორმაციები, რომ საუბილეო სმარტფონს 4 მთავარი კამერა ექნება! მთავარი, ფართო ხედვის ლინზებით, ტელეფოტო და ToF კამერები. ვიხილავთ ეკრანში ჩაშენებულ ბიომეტრიულ სკანერსაც და სრულიად უჩარჩოო ეკრანს კამერის რგოლით.

გარდა იმისა, რომ ჩვენ Samsung-ისგან საუბილეო სმარტფონს ვიხილავთ, ჩვენს წინაშე საკეცი სმარტფონიც წარსდგება, რომლის პროტოტიპიც უკვე შემოგვთავაზა კომპანიამ დეველოპერებისთვის გამართულ ღონისძიებაზე.

Nokia 9

ბაზარზე წარმატებით დაბრუნების შემდეგ Nokia თავის ფანებს განახლებული კამერაფონით შეახსენებს თავს, Pureview ალგორითმით და 5 მთავარი კამერის სისტემით

OnePlus-ის პირველი ნამდვილი ფლაგმანი

აღნიშნული ბრენდი წლებია სხვა ბრენდის ფლაგმანების მკვლევს გვთავაზობს ორჯერ ნაკლებ ფასად, თუმცა დადგა დრო ნამდვილი ფლაგმანი გამოუშვას და ბოლო ინტერვიუში სწორედ აღნიშნულზე ისაუბრა OnePlus-ის CEO-მ. მისი თქმით, 2019 წლის დასაწყისში ახალ სერიას ვიხილავთ, სრულიად განახლებული დიზაინით და 5G ტექნოლოგიით.

Huawei Mate 30 Pro

რადგან Huawei მნიშვლევან ცვლილებებს Mate სერიაში გვთავაზობს, განსაკუთრებით ჩიფსეტის სახით, შესაბამისად სიახლეებსაც Mate 30 Pro-ში უნდა ველოდოთ. მნიშვნელოვანი სიახლეებიდან ასევე ცნობილია 4 მთავარი კამერის სისტემა, რომელსაც პირველად P30-ის სერიაში ვიხილავთ.

Samsung-ის მსგავსად Huawei-ც გვპირდება 5G და საკეც სმარტფონს 2019 წლის დასაწყიში.

 

 

 

 

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close