5Gკომბიუტერული სამყარომეცნიერებამთავარიმობილური სამყაროსიახლეებისხვაწლის

ყველაფერი 5G ტექნოლოგიაზე და მისი შემოსვლის სავარაუდო თარიღი საქართველოში: ახალი ერა ტექნოლოგიურ სამყაროში!

მეხუთე თაობის უკაბელო სისტემები(შემოკლებით 5G) არის ტექნოლოგიური მარკეტინგული სახელი, რომელიც აკმაყოფილებს ITU IMTC-2020 და 3GGPP სტანდარტებს. 5G ტექნოლოგიის ძირითადადი მახასიათებლები მოიცავს მაღალ გამტარუნარიანობას, დაბალ შეყოვნებას და მაღალი კავშირის სიმჭიდროვეს. 5G ტექნოლოგია გამოიყენებს სპექტრს უკვე არსებული LTE სიხშირის დიაპაზონში 600 მეგაჰერციდან 6 გიგაჰერცამდე, რაც მისი დანერგვის შესაძლებლობას უფრო აადვილებს და არ არის შორს მდგარი პერსპექტივა. თუმცა არსებობს მილიმეტრიანი ტალღის ზოლები 24 გიგაჰერციდან 86 გიგაჰერცამდე, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის გადმოწერას წამში საშუალოდ 20 გიგაბიტი სიჩქარით(ამ დროისთვის მაქსიმალური LTE სიჩქარე განისაზღვრება წამში 1.2 გიგაბიტით).

5G ტექნოლოგია არამხოლოდ სმარტფონებისთვის შექმნილა, არამედ საწარმოო ტექნოლოგიებისთვისაც და მასიური წარმოების რობოტებისთვისაც.

კომერციული საწყისები და რელიზი

 5G ტექნოლოგიაზე მასიურად მუშაობს შემდეგი კომპანიები: Intel, Qualcomm, Ericsson, Nokia, Samsung, ZTE და Huawei.

მსოფლიოს მასშტაბით ბაზარზე გამოჩნდება 2020 წელს, მათ შორის სავარაუდოთ საქართველოშიც, რადგან 2020 წლისთვის სრულდება LTE განვითარების გეგმა და ჩვენ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით ერთ-ერთი საუკეთესო სამაგილითო ქვეყანად “ვითვლებით”. თუმცა, სანამ 2020 წლის საერთაშორისო მასშტაბებზე გადავალთ, მოდით გადავხედოთ განვითარების ეტაპებს.

2018 წლის მაისში კატარში Ooredoo-ს ქსელში ჩაეშვა პირველი სატესტო 5G ქსელი, ამავე პერიოდში იტესტება გერმანიასა და რუსეთში. 2018 წლის ზამთრის ოლიმპიდაზე კორეულმა ტელეკომმა გვაჩვენა 5G ტექნოლოგიის შესაძლებლობები. ოთხმა ამერიკუმა მობილურმა ოპერატორმა უკვე დაიწყეს მილიმეტრიანი ტალღის განლაგებით 5G ტექნოლოგიის დანერგვა, რაც საუკეთესო ვარიანტია 5G სიხშირეებს შორის. 5G ტექნოლოგია ასევე იტესტება ბრიტანეთში და ჩინეთში.

ტექნოლოგიები

 5G ტექნოლოგიებს შორის ყველაზე პოპულარულია Qualcomm-ის მოდემი X50(რომელიც Android სმარტფონებში და სხვა მოწყობილბებში შეგვხდება), Huawei-ს Balong 5G01(რომლის რელიზსაც  კომპანია 2018 წელს გვპირდება) და Intel-ის XMM8060. თუმცა, Nokia-ც ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია 5G ტექნოლოგიების, ისევე როგორც Ericsson-ი, რომელიც Sony-ს სმარტფონებისთვის შექმნის მოდემებს.

5G სიხშირის დიაპაზონი განისაზღვრება ორ ზომად, FR1 და FR2, საიდანაც FR1 დიაპაზონის სიხშირე მნიშვნელოვნად არ განსხვავდება LTE სიხშირეებისგან და არსებულ ტექნოლოგიებს ეფუძნება, ხოლო FR2 დიაპაზონის მაქსიმალური სიხშირე არის 400 მეგაჰერცი, რაც ფაილის გადმოწერის სისწრაფის შესაძლებლობას წამში 40 გიგაბიტამდე ზრდის.

როდის ვიხილავთ პირველ სმარტფონს 5G ტექნოლოგიით?

 მიუხედავად იმისა, რომ Huawei-მ ახალი 5G მოდემის რელიზი 2018 წელს დაგვპირდა, მას კომერციულ სმარტფონებში 2019 წლის მეორე ნახევრამდე ვერ ვიხილავთ Huawei-ს სმარტფონებში. თუმცა, არსებობს Qualcomm-ი, რომელიც აგრესიულ მარკეტინგს ატარებს და განაცხადა, რომ პირველ კომერციულ სმარტფონს 2018 წლის ბოლოსთვის ვიხილავთ, ხოლო 5G ტექნოლოგიით პირველად Sony-ს საუბილეო სმარტფონი იტესტება, რომელიც შესაძლოა ვიხილოთ ამ წლის ბოლოს, მაგრამ მისი რელიზი სავარაუდოთ 2019 წლის თებერვლამდე გადაიდება.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close