მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

9 მნიშვნელოვანი სიახლე, რაც Sony-ს ახალ ფლაგმანში Xperia N1-ში გველოდება!

სანამ უშალოდ სიახლეების აღწერაზე გადავალ, მინდა გითხრათ, რომ Sony-ს ახალი ფლაგმანური სმარტფონის მარკეტინგული სახელი უკვე ცნობილია და ის Xperia N1 გახლავთ. 2012 წელს Sony Ericsson-ი მობილური ტელეფონების ბაზრიდან გავიდა და Ericsson-ის კუთვნილი წილი Sony-მ შეისყიდა, საბოლოოდ სმარტფონებისთვის შექმნილმა ბრენდმა XPERIA-მ განაგრძო არსებობა და 2013 წელს პირველი სმარტფონიც წარმოგვიდგინა, სადაც ვიხილეთ პირველი ფლაგმანური სმარტფონი Xperia Z(მანამდეც არსებობდა ფლაგმანური სმარტფონი Xperia S, რომელიც მხოლოდ Sony-ს ბრენდირებით იყო და 2012 წელს გამოვიდა, თუმცა მის შექმნაში წვლილი Ericsson-მაც შეიტანა, რადგან მაგ დროს ჯერ კიდევ გაურკვევეკი იყო XPERIA-ს ბრენდი). OneSony-ს სტატეგიის მიხედვით(რომელიც Sony-ს ყოფილმა პრეზიდენტმა შექმნა), ყოველ 3 წელში სერია იცვლებოდა! მაგალითად, 2013 წლიდან 2015 წლის ჩათვლით Xperia Z იყო გეგმაში, ხოლო 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით Xperia XZ სერია. 2019 წლის დასაწყისში ჩვენ ვიხილავთ ფლაგმანურ სმარტფონს  Xperia N1-ს, საშუალო კლასის ორ სმარტფონს Xperia T1-ს და Xperia V1-ს, ბიუჯეტურ სმარტფონს Xperia A1-ს, ხოლო ახალ PREMIUM და COMPACT მოდელებს სექტემბერში ვიხილავთ, მაგრამ არ ვიცით რა დასახელებით, შესაძლოა იყოს N1 Premium და N1 Compact.

მოდით გადავიდეთ უშუალოდ ახალ ფლაგმანზე! Sony-ს ყოველთვის აკლდა ის რაღაც, რაც სმარტფანონების ბაზარზე მოთხოვნადი იყო, მათ შორის დიზაინერული ხედვაც. გვთავაზობდა განსხვავებულ დიზიანს, რომელიც Sony-ს ფანებისთვის და ვიწრო საზოგადოებისთვის იყო მიმზიდველი, თუმცა მაშტაბებს არ მოიცავდა და ვერც ტრენდს ქმნიდა. ახლა კი, Sony-მ თავად აყვა ტრენდულ ნაბიჯეს და ცდილობს თვითონაც შექმნას სიახლე ბაზრისთვის. ისღა დაგვრჩენია ერთად გადავავლოთ თვალი უკვე გავრცელებულ სიახლეებს.

დიზაინი

აქ უკვე გვდება ძალიან ვიწრო ჩარჩოები, ტრადიციულად შუშის და მეტალის მასალა, გვერდზე პანელზე თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი. დიზაინი უფრო მიზიდველი გახდა და მოერგო 2018-2019 წლის ტრენდს. შეიცვალა ფორმები, გახდა გამოსყენებლად უფრო კომფორტული და მინიმალისტური. შეიძლება ითქვას, რომ ეს ის სმარტფონია, რომელსაც Sony-სგან დიდი ხანი ელოდნენ. გთავაზობთ ინსაიდერის Onleaks-ის შემოთავაზებულ ოფიციალური დიზაინის ვიდეო რენდერს.

 

ეკრანი

Sony თავად ქმნის ახალ ტრენდს და ბაზარზე სიახლის სახით 21:9 ფორმატიანი ყველაზე გრძელი ეკრანი შემოაქვს, ეკრანის ტიპი OLED იქნება კვლავ, ხოლო სიხშირე რეკორდული 144 ჰერციდან 240 ჰერცამდე(მაშინ როდესაც სხვა ბრენდებს ჯერ კიდევ 60 ჰერცი აქვს). საერთოდ ბაზარზე არსებოს 16:9 და 21:9 ფორმატის მქონე კონტენტი, სხვა ფორმატის ეკრანებზე უბრალოდ რჩება ცარიელი სივრცეები, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გამოსახულება იჭრება იმ შემთხვევაშიც თუ 16:9 ფორმატის მქონე ვიდეო გაქვს გაშვებული ან 21:9 ფორმატიანი. ახალი ფლაგმანის ზომა 6.5 დიუმი იქნება, თუმცა უკვე ნახსენები ფორმატის დახმარებით მისი გამოყენება ცალი ხელითაც კომფორტული იქნება.

ბატარეა

ინსაიდერის ცნობით ახალ ფლაგმანს 4300 მილიამპერზე დიდი ზომის ბატარიის მოცულობა ექნება, რაშიც 21:9 ფორმატიანი ეკრანი უწყობს ხელს. მოგრძო ეკრანი სმარტფონის კორპუსში დიდი ზომის ბატარიის მოთავსებას ამარტივებს.

კამერა

სმარტფონების ბაზარზე არსებული აბსოლიტურად ყველა ბრენდი(მათ შორის Samsung, Apple და Huawei) იყენებს Sony-ს კამერებს ყველა კატეგორიის სმარტფონში, თუმცა ორმაგ ან სამმაგ კამერის სისტემას XPERIA-ს სმარტფონების XZ2 Premium-მამდე ევრ ვხედავდით. მიუხედავად ამისა, ჩვენ ისეთი მასშტაბური ტექნოლოგიები ვიხილეთ Sony-ს სმარტფონის კამერაში, როგორიცაა Super SloMo ვიდეო გადაღება 960 კადრით წამში HD და FHD რეზოლუციით, 1 გიგაბაიტიანი DRAM კამერის მეხსიერება, 4K HDR ვიდეო გადაღება, ISO51200 შუქმგრძნობელობა ფოტო გადაღებაზე და ISO12800 ვიდეო გადაღებაზე, დიდი ზომის სენსორები ორმაგი კამერის სისტემაში, AUBE კამერის პროცესორი და სხვა მახასიათებლები. ახალ ფლაგმანში სამმგაი კამერის სისტემას ვხედავთ, საიდანც ერთი ახალი გიგანტური ზომის სენსორი იქნება(ინსაიდერის ცნობით 1 ან 1/1.5 დიუმის ზომის) დიდი ზომის პიქსელებით, მეორე კამერა მონოქრომული  და მესამე კამერის მომხმარების პრინციპი ჯერჯერობით გაურკვეველია. გარდა ამისა, 3D გამოსახულების გადასაღებად Sony-ს უკვე 2 წელია აქვს ToF კამერის სენსორი, ისე რომ მეორე კამერა არ სჭირდება.

ჩიფსეტი

რა თქმა უნდა Sony განაგრძობს Qualcomm-ის ჩიფსეტის გამოყენებას ტრადიციულად პირველი და ახალ ფლაგმანში ახალ 7 ნანომეტრიან ჩიფსეტსაც წარმოგვიდგენს. აქვე შევხდებით UFS3.0 შესანახი მეხსიერების ტექნოლოგიას და LPDDR5 ოპერატიული მეხსიერების ტექნოლოგიასაც.

მეხსიერება

მიუხედავად იმისა, რომ Sony-ს სმარტფონები 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებითაც ყველაზე სწრაფ სისტემის მქონედ გვევლინება, ახალ ფლაგმანში შევხდებით 6 და 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მქონე ვარიანტებს, ხოლო შესანახი მეხსიერება 128 გიგაბაიტამდე გაზრდება.

სამომხმარებლო ინტერფეისი

ისედაც სუფთა Android სისტემასთან მაქსიმალურად მიახლოებული ინტერფეისი კიდევ უფრო სუფთა გახდება(რაც დადასტურდა უკვე Xperia-ს გუნდისგან), აღნიშნული სიახლე სმარტფონს დაეხმარება კიდევ უფრო სწრაფად მიიღოს სისტემური და უსაფრთხოების განახლებები, რისი პრობლემაც Sony-ს ნამდვილად არააქვს.

5G

ბოლო ღონისძიებაზე Sony-ს ახალმა პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ 5G ტექნოლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ და ასევე აღნიშნა, რომ მუშაობდნენ ახალ ფლაგმანურ სმარტფონზე, რომელიც 5G მოდემით იქნებოდა აღჭურვილი, ხოლო Qualcomm-ის ახალი ჩიფსეტი რა თქმა უნდა მხარდაჭერილია აღნიშნულით.

ბიომეტრიული სკანერი

SONY-ს ახალ ფლაგმანურ სმარტფონში თვალის ბიომეტრიულ სკანერთან ერთად კორპუსის გვერდზე პანელზე განთავსებულ თითის ანაბეჭდის ბიოემტრიულ სკანერსაც ვიხილავთ, რადგან არასტაბილურად მუშაობის მიზეზით ეკრანის ქვეში მოთავსებულ ვარიანტს არ შემოგვთავაზებენ, თუმცა არც ჩართვა და გამორთვის ღილაკში იქნება განთავსებული, ის ცალკე იქნება გამოყოფილი, რადგან სხვა შემთხვევაში ამერიკის ტეროტირიაზე საპატენტო პირობებს დაარღვევენ, ხოლო Sony-სთვის ამერიკის ბაზარი მნიშვნელოვანია, რადგან Sony არის პრემიუმ ბრენდი, ისევე როგორც ამერიკის ბაზარი. გვერდზე განთავსებული თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი შეითავსებში Xperia XZ3-ში წარმოდგენილ Side Sense ფუნქციასაც.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close