ბლოგითვისსიახლეებისხვატექსტური

Apple-ის ელექტრომობილი 2021 წელს გამოვა!

ჭორების გავრცელება იმასთან დაკავშირებით, რომ Apple-ი ელექტრო ავტომობილის გამოშვებას გეგმავს, ჯერ კიდევ 2015 წლიდან დაიწყო. უფრო მეტიც, 2008 წელს Apple-ის თანადამფუძნებელმა, Steve Jobs-მა განაცხადა, რომ აპირებდა ავტომობილის შექმნას. თუმცა, იმ დროისთვის მან აქცენტი iPhone-ის განვითარებაზე გააკეთა, რის გამოც ელექტრომობილის შექმნის პერსპექტივამ უკანა პლანზე გადაინაცვლა.

ბოლო წელია, რაც Apple-ის გეგმები, ელექტრო ავტომობილის შექმნასთან დაკავშირებით სულ უფრო ნათელი ხდება. „Project Titan“-ის კოდური სახელწოდების მიღმა მიმდინარეობს Apple-ის სამომავლო პროექტის შემუშავება, რომელზეც კომენტარი Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, Elon Musk-მაც გააკეთა. მისი თქმით, Apple-ი ნამდვილად მუშაობს ელექტრონულ ავტომობილზე, რომელსაც მან „ღია საიდუმლოც“ კი უწოდა. ჭორები გავრცელდა იმის შესახებ, რომ Apple-ი დაინტერესებული იყო Tesla-ს შეძენაზე. თუმცა, რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

Apple-მა დაიქირავა თანამშრომლები ისეთი კომპანიებიდან როგორებიცაა: Tesla, Fiat-ი, Mercedes-ი, Ford-ი და კიდევ სხვა. ელექტრომობილის პროექტზე მომუშავე პერსონალი 600 ადამიანს ითვლის. პროექტის განსახორციელებლად, Apple-მა მოუხმო კომპანია SixtyEight Research-ს.

კომპანია ელექტრო ავტომობილის წარდგენას გეგმავს 2020 წელს. თუმცა, უახლესი ინფორმაციის მიხედვით, დიდია შანსი იმისა, რომ თარიღი გადაიწიოს 2021 წლისთვის. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს კომპანიიდან Steve Zadesky-ის წასვლით, რომელიც პროექტის ხელმძღვანელი გახლდათ. ინტერნეტ სივრცეში უამრავი ფოტო რენდერი ვრცელდება  Apple-ის ელექტრო ავტომობილზე, მაგრამ არავინ არ იცის თუ როგორი იქნება მისი რეალური დიზაინი.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close